1. რობინ უილიამსი
2. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი
3. ებოლა
4. მალაიზიის ავიახაზები
5. ALS Ice Bucket Challenge
6. Flappy Bird (სატელეფონო თამაში)
7. კონჩიტა ვიურსტი
8. ISIS (ისლამური რესპუბლიკა)
9. Frozen (მულტიპლიკაციური ფილმი)
10. სოჭის ოლიმპიადა
2013 წელს ადამიანებს უბრალოდ აინტერესებდათ, როგორ შეიძლებოდა დაუფლებოდნენ "თვერქინგს", მაშინ, როცა 2014-ში ხალხი დაინტერსდა, ჰქონდა თუ არა ებოლას ვირუსი.
2014 წელს მთელი მსოფლიო დანაღვლიანდა მსახიობ რობინ უილიამსის გარდაცვალების გამო, აღფრთოვანებით ადევნებდა თვალყურს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს და ღელავდა ებოლას ვირუსზე. სწორედ ეს სამი სიახლე იკავებს მოწინავე პოზიციებს 2014 წლის ყველაზე ძებნადი სიახლეების სიაში. გარდა ამისა, ჯერ კიდევ მიმდინარე წელს, დედამიწის მოსახლეობა ეძებდა ინფორმაციას მალაიზიის ავიახაზებზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ. (შეგახსენებთ, რომ "მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი ბოინგ 777 18 ივლისს დონეცკის ოლქში ჩამოვარდა. თვითმფრინავი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 298-ვე მგზავრი დაიღუპა). ასევე, მოსახლეობა ეძებდა ინფორმაციას ყველაზე ვირუსული საქველმოქმედო კამპანია LS Ice Bucket Challenge-ზე, რომელიც ნერვული სისტემის დაავადების - ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებული ადამიანებისთვის თანხის შეგროვებას ისახავდა მიზნად. გუგლის ისტორიაში პირველად, ათეულში მოწინავე პოზიციებზე სატელეფონო თამაში გავიდა (Flappy Bird), სიაში საპატიო ადგილი ევროვიზიის გამარჯვებულმა კონჩიტა ვიურსტმაც დაიკავა.
ამჟამად ცოცხალი ადამიანებიდან ყველაზე ძებნადი, მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი და კიმ კარდაშიანია. მესამე ადგილი ფრანგმა მსახიობმა, ჟული გაიემ დაიკავა, ცხადია, მიზეზი საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ღალატის ამბავი გახდა.
გუგლმა ასევე გამოავლინა, რისი გაგება აინტერესებდა ხალხს ყველაზე მეტად 2014 წელს, კითხვა "რა არის..." ყველაზე ხშირად ებოლათი, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით, ისლამური რესპუბლიკით, ასფიქსიითა და ბიტკოინებით სრულდებოდა.
ჯანმრთელობის საკითხებით დაინტერსებულ ადამიანებს ყველაზე მეტად ებოლაზე, გაციებაზე, ორსულობასა და ამიოტროფულ გვერდით სკლეროზზე აინტერესებდათ ინფორმაცია.
მომზადებულია cnn.com -ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo