თამთა დემურიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

თამთა დემურიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტს  უხელმძღვანელებს

სასჯელაღსრულების მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტს თამთა დემურიშვილი უხელმძღვანელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დემურიშვილმა განუცხადა, მუშაობას ხვალიდან შეუდგება. მისი თქმით, შეთავაზება თავად სასჯელაღსრულების მინისტრ გიორგი მღებრიშვილისგან მიიღო. დემურიშვილის განცხადებით, მისი მთავარი ამოცანა პენიტენციურ სისტემაში სიკვდილიანობის შემცირება იქნება.

"დეპარტამენტში ვითარება ისედაც ნორმალურია. გაძლიერდება მუშაობა სიკვდილიანობის შემცირების მიზნით. ექიმების მხრიდან, ჩატარდება პრევენციული კვლევები", - აღნიშნა დემურიშვილმა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტს ნათია ლანდია ხელმძღვანელობდა, რომელიც "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მინისტრის მრჩევლის პოსტს შეინარჩუნებს. ლანდიას დემურიშვილი ოფიციალურად ხვალ ჩაანაცვლებს.

თამთა დემურიშვილი საკრებულოს წევრი იყო. ბოლოს იგი იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის დირექტორად მუშაობდა. ამასთან, დემურიშვილი ფონდის "საქართველოს საქმიანი ქალები ქველმოქმედებისთვის" ხელმძღვანელია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია