საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაპოვნი დედმამიშვილი და სასიკვდილოდ გამეტებული დედა
ნაპოვნი დედმამიშვილი და სასიკვდილოდ გამეტებული დედა

ამას წი­ნათ შე­მოგ­თა­ვა­ზეთ თემა: ნა­პოვ­ნი დედ­მა­მიშ­ვი­ლი და გთხოვ­დით, სა­კუ­თა­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი მო­გე­ყო­ლათ, მაგ­რამ მა­შინ ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა, თუ ამ თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბა ასე გა­მი­ჭირ­დე­ბო­და - ბევ­რმა მკი­თხველ­მა მომ­წე­რა შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი, რომ­ლის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი სა­კუ­თარ მშობ­ლებს სა­სიკ­ვდი­ლო­დაც კი წი­რავ­დნენ იმ და­ნა­შა­უ­ლის გამო, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ ჩა­ი­დი­ნეს და რო­მე­ლიც მათი შვი­ლე­ბის­თვის სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა... თუმ­ცა, ცხა­დია, მხო­ლოდ ცუდი მა­გა­ლი­თე­ბით არ შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით და იმ მკი­თხვე­ლე­ბის ამ­ბებ­საც მო­გიყ­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც დედ­მა­მიშ­ვი­ლის პოვ­ნამ გა­ა­ბედ­ნი­ე­რა...

გოგა, 18 წლის:

- პირ­ვე­ლად და ალ­ბათ, უკა­ნას­კნე­ლად, 16 წლის ასაკ­ში შე­მიყ­ვარ­და გოგო, რო­მე­ლიც ჩემი და აღ­მოჩ­ნდა. ამ ამ­ბავ­მა ისე­თი სუ­ლი­ე­რი ტრავ­მა მო­მა­ყე­ნა, რომ ფსი­ქი­ატ­რის დახ­მა­რე­ბაც კი დამ­ჭირ­და.

- იქ­ნებ შენი ტკი­ვი­ლი გაგ­ვი­ზი­ა­რო და ყვე­ლა­ფე­რი დაწ­ვრი­ლე­ბით გვი­ამ­ბო...

- ამას სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თებ, რად­გა­ნაც მა­შინ, როცა ჩემს გა­სა­ჭირს სხვებს ვუ­ზი­ა­რებ, ტკი­ვი­ლი ცო­ტა­თი მა­ინც მიმ­სუ­ბუქ­დე­ბა... ელე­ნე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში გა­ვი­ცა­ნი. ორი­ვე­ნი სპექ­ტაკ­ლის - "მერე რა, რომ სვე­ლია, სვე­ლი ია­სა­მა­ნი" სა­ნა­ხა­ვად ვი­ყა­ვით მი­სუ­ლე­ბი. ის ჩემ გვერ­დით იჯდა და წარ­მოდ­გე­ნას ისე ემო­ცი­უ­რად ადევ­ნებ­და თვალს, რომ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი - არ მე­გო­ნა, ჩემი თა­ნა­ტო­ლი და თა­ნაც გო­გო­ნა, ასე თუ გა­ი­ზი­ა­რებ­და სხვე­ბის პრობ­ლე­მას. მოკ­ლედ, სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ ის და მისი და­ქა­ლე­ბი გა­ვი­ცა­ნი, მერე კი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი სა­მი­ვეს გა­მო­ვარ­თვი. და­ი­წყო რეკ­ვე­ბი, "ესე­მე­სე­ბის" მი­მო­წე­რა. მე და ელე­ნემ სა­ერ­თო ენა მალე გა­მოვ­ნა­ხეთ და დავ­მე­გობ­რდით. რამ­დე­ნი­მეკ­ვი­რი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ელე­ნეს გა­რე­შე სი­ცო­ცხლე არ შე­მეძ­ლო და მას სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­ვუ­ტყდი. მე­გო­ნა, ჩხუბს და­მი­წყებ­და, ჩემს გრძნო­ბას გრძნო­ბით­ვე არ უპა­სუ­ხებ­და, მაგ­რამ შევ­ცდი - თურ­მე, მა­საც შევ­ყვა­რე­ბი­ვარ. მოკ­ლედ, ერ­თმა­ნეთს თით­ქმის ყო­ველ­დღე ვნა­ხუ­ლობ­დით და ცხა­დია, ერ­თურთს ვეხ­ვე­ო­დით, ვე­ა­ლერ­სე­ბო­დით კი­დეც. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ გა­დავ­წყვი­ტე, ელე­ნე ჩემი მშობ­ლე­ბის­თვის გა­მეც­ნო - ვა­პი­რებ­დი, და­მე­ნიშ­ნა და ცო­ლად ტრა­დი­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით მო­მეყ­ვა­ნა, მაგ­რამ რო­გორც კი დე­დას ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვუჩ­ვე­ნე, გული წა­უ­ვი­და, მა­მას კი ენა მუ­ცელ­ში ჩა­უ­ვარ­და... ელე­ნე რომ გა­ვა­ცი­ლე, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­მო­მი­ტყდნენ, რომ ის ჩემი ნა­ხე­ვარ­და იყო: თა­ვის დრო­ზე მა­მას საყ­ვა­რე­ლი ჰყო­ლია და იმ ქალს მის­გან შვი­ლიც კი გა­უ­ჩე­ნია. მიხ­ვდით ალ­ბათ, რომ ლა­პა­რა­კია ელე­ნე­ზე, ჩემს სიყ­ვა­რულ­ზე... ამ ამ­ბის და­მალ­ვას ვერც დე­დას ვა­პა­ტი­ებ და ვერც - მა­მას; მე­ტიც, როცა სი­მარ­თლე გა­ვი­გე, მა­მას ვეცი და ყელი ლა­მის კბი­ლე­ბით გა­მოვ­ღად­რე. თა­ვის დრო­ზე მათ ჩემ­თვის სი­მარ­თლე რომ ეთ­ქვათ, ელე­ნე შე­იძ­ლე­ბა, დად არ მე­ღი­ა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ სხვა­ნა­ი­რად მა­ინც არ და­ვუ­წყებ­დი ყუ­რე­ბას.

- სი­მარ­თლე ელე­ნე­მაც გა­ი­გო?

- აბა, რა უნდა მეთ­ქვა, რა­ტომ გშორ­დე­ბი-მეთ­ქი? სი­მარ­თლე რომ ვუ­თხა­რი, ლა­მის გა­და­ი­რია...

- ახლა რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ერ­თოდ გავ­წყვი­ტეთ, რად­გა­ნაც ერ­თმა­ნე­თის­თვის თვა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვის გვრცხვე­ნია - ჩვენ, და-ძმა ხომ ერ­თურთს სხვა­ნა­ი­რად ვე­ფე­რე­ბო­დით...

სან­დრო, 19 წლის:

- ამ თე­მას გვერ­დი ვერ ავუ­ა­რე და მინ­და, ჩემ შე­სა­ხებ გი­ამ­ბოთ. 15 წლის ვი­ყა­ვი, როცა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ჩემს უბან­ში ცხოვ­რობ­და გო­გო­ნა - ნია, რო­მე­ლიც გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან მგავ­და. თა­ვი­დან, ეს უბ­რა­ლო დამ­თხვე­ვა მე­გო­ნა, მაგ­რამ როცა გა­ვი­ცა­ნი, მის მი­მართ სა­ო­ცა­რი სით­ბო ვიგ­რძე­ნი და ეჭ­ვმა გამ­კრა, რომ ის ჩემი სის­ხლი და ხორ­ცი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ცოტა ხან­ში ნი­ა­საც გა­მო­ვუ­ტყდი: ასე მგო­ნია, და-ძმა ვართ-მეთ­ქი. მან ბევ­რი იცი­ნა და მი­საყ­ვე­დუ­რა: რა გინ­და, თქვა, რომ დე­და­ჩე­მი ბო­ზია და მა­მა­შენ­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა? მერ­წმუ­ნე, ძა­ლი­ან ცდე­ბი; იმა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი გახ­ლა­ვარ, რომ აყ­ვა­ნი­ლი არა ვარ, რად­გა­ნაც და-ძმა მყავს და ისი­ნიც ძა­ლი­ან მგვა­ნა­ნო. მერე კი ვი­თომ გა­მე­ხუმ­რა: იქ­ნებ შენ ხარ აყ­ვა­ნი­ლიო, მაგ­რამ იქვე დას­ძი­ნა: არა მგო­ნია, დე­და­ჩე­მი ისე­თი უგუ­ლო იყოს, რომ გა­ეშ­ვი­ლე­ბი­ნე; ჩემს მშობ­ლებს ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარ­თო. ასე იყო თუ ისე, გა­დავ­წყვი­ტე გა­მერ­კვია, რა­ი­მე ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი ხომ არ გვა­ერ­თი­ა­ნებ­და და საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა და­ვი­წყე. ჰოდა, დიდი წვა­ლე­ბის შემ­დეგ დედა გა­მოვ­ტე­ხე, რომ აყ­ვა­ნი­ლი ვი­ყა­ვი. მან მი­თხრა: მე და მა­მა­შე­ნი შვი­ლის ყო­ლა­ზე დიდ­ხანს ვოც­ნე­ბობ­დით, მაგ­რამ ეს ოც­ნე­ბა ოც­ნე­ბად­ვე დარ­ჩა. მერე ჩემ­მა ბი­ძაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც სამ­შო­ბი­ა­რო­ში მუ­შა­ობ­და, შენი თავი მო­მიყ­ვა­ნა და მი­თხრა: - ეს პა­ტა­რა ბი­ო­ლო­გი­ურ­მა მშობ­ლებ­მა გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მი­ა­ტო­ვეს და იქ­ნებ შენ გა­ზარ­დოო. მე და მა­მა­შე­ნი ღვთის წყა­ლო­ბა­ზე უარს რო­გორ ვი­ტყო­დით? ჰოდა, და­გი­ტო­ვეთ და გაგ­ზარ­დეთ, წლე­ბის შემ­დეგ კი ქვეყ­ნი­ე­რე­ბას შენი და­ი­კოც მო­ევ­ლი­ნაო. სი­მარ­თლემ ლა­მის ჭკუ­ი­დან შემ­შა­ლა და მშობ­ლებს და­ვე­მუქ­რე: ან მე­ტყვით, ვინ არი­ან ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი, ან ყელს გა­მო­ვიჭ­რი-მეთ­ქი. ორი­ვემ და­ი­ფი­ცა: არ ვი­ცით, ვინ არი­ან, რად­გან მათ არას­დროს შევ­ხვედ­რი­ვარ­თო. სამ­წუ­ხა­როდ, დე­და­ჩე­მის ბი­ძაშ­ვი­ლიც უკვე გარ­დაც­ვლი­ლი გახ­ლდათ და ცხა­დია, ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერც ის მოგ­ვაწ­ვდი­და. დედ-მა­მას ვუ­თხა­რი: ვიც­ნობ გო­გო­ნას, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მგავს. მის მშობ­ლებ­თან მი­ვალ, და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და იქ­ნებ მათ მა­ინც მი­თხრან რა­ი­მე ხელ­მო­სა­ჭი­დი. თქვენც თუ გა­მომ­ყვე­ბით, მად­ლი­ე­რი დაგ­რჩე­ბით-მეთ­ქი. რო­გორც უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ, გა­მომ­ყვნენ. ნიას მშობ­ლებ­თან რომ მი­ვე­დით, დე­და­მის­მა ტი­რი­ლი და­ი­წყო, მერე კი სი­მარ­თლე­შიც იო­ლად გა­მოგ­ვი­ტყდა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ნია ჩემი და­ი­კო იყო. თურ­მე, მე და ის ლა­ლის (ასე ჰქვია ჩემს ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას) პირ­ვე­ლი ქმრის­გან ვე­ყო­ლეთ. ჩემ­ზე ფეხ­მძი­მედ ყო­ფი­ლა, როცა მე­ო­რედ გა­თხოვ­და, მის საქმროს კი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლის­თვის ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­უ­ყე­ნე­ბია: ცო­ლად მო­გიყ­ვან და შენს გო­გო­ნას ვიშ­ვი­ლებ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მუ­ცელს მო­იშ­ლი. იმ კა­ცის მე­ო­რე შვილ­საც ვერ გავზრდი, მე ჩემი ღვიძ­ლი შვი­ლე­ბი მინ­დაო. ლა­ლის მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ისე ჰყვა­რე­ბია, რომ ჩემი თა­ვი­დან მო­ცი­ლე­ბა იმ­წამ­სვე გა­და­უ­წყვე­ტია, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან 5 თვის ფეხ­მძი­მე გახ­ლდათ, ექი­მებს მის­თვის აბორ­ტი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ - ანუ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, გა­ვე­ჩი­ნე, მაგ­რამ ქვეყ­ნი­ე­რე­ბას მო­ვევ­ლი­ნე თუ არა, გა­მაშ­ვი­ლა. ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე, ლა­ლის პირ­ში მი­ვა­ხა­ლე: სა­ზი­ზღა­რი ადა­მი­ა­ნი, კაცს და­ხარ­ბე­ბუ­ლი ქალი ხარ და იცო­დე, ჩემი ცოდ­ვით ვერ გა­ი­ხა­რებ-მეთ­ქი, მერე კი იმ სახ­ლი­დან გი­ჟი­ვით გა­მოვ­ვარ­დი... ახლა ისევ გამ­ზრდე­ლებ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ, ბი­ო­ლო­გი­ურ დედ-მა­მას კი არ ვა­ღი­ა­რებ. სა­მა­გი­ე­როდ, ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რომ მყავს ისე­თი და­ი­კო, რო­გო­რიც ნიაა. სხვა­თა შო­რის, მის და-ძმას­თა­ნაც (არ მინ­და ვთქვა, რომ ისი­ნი ჩემი ნა­ხე­ვარ­და-ძმა არი­ან) კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს.

- იმ დღის შემ­დეგ ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას შენი ნახ­ვა, შვილ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა არ უც­დია?

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ნაპოვნი დედმამიშვილი და სასიკვდილოდ გამეტებული დედა

ნაპოვნი დედმამიშვილი და სასიკვდილოდ გამეტებული დედა

ამას წინათ შემოგთავაზეთ თემა: ნაპოვნი დედმამიშვილი და გთხოვდით, საკუთარი თავგადასავალი მოგეყოლათ, მაგრამ მაშინ ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ თემაზე მუშაობა ასე გამიჭირდებოდა - ბევრმა მკითხველმა მომწერა შემზარავი ამბავი, რომლის მთავარი გმირები საკუთარ მშობლებს სასიკვდილოდაც კი წირავდნენ იმ დანაშაულის გამო, რომელიც წლების წინ ჩაიდინეს და რომელიც მათი შვილებისთვის სავალალო შედეგის მომტანი აღმოჩნდა... თუმცა, ცხადია, მხოლოდ ცუდი მაგალითებით არ შემოვიფარგლებით და იმ მკითხველების ამბებსაც მოგიყვებით, რომლებიც დედმამიშვილის პოვნამ გააბედნიერა...

გოგა, 18 წლის:

- პირველად და ალბათ, უკანასკნელად, 16 წლის ასაკში შემიყვარდა გოგო, რომელიც ჩემი და აღმოჩნდა. ამ ამბავმა ისეთი სულიერი ტრავმა მომაყენა, რომ ფსიქიატრის დახმარებაც კი დამჭირდა.

- იქნებ შენი ტკივილი გაგვიზიარო და ყველაფერი დაწვრილებით გვიამბო...

- ამას სიამოვნებით გავაკეთებ, რადგანაც მაშინ, როცა ჩემს გასაჭირს სხვებს ვუზიარებ, ტკივილი ცოტათი მაინც მიმსუბუქდება... ელენე რუსთაველის თეატრში გავიცანი. ორივენი სპექტაკლის - "მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი" სანახავად ვიყავით მისულები. ის ჩემ გვერდით იჯდა და წარმოდგენას ისე ემოციურად ადევნებდა თვალს, რომ გაკვირვებული ვუყურებდი - არ მეგონა, ჩემი თანატოლი და თანაც გოგონა, ასე თუ გაიზიარებდა სხვების პრობლემას. მოკლედ, სპექტაკლის შემდეგ ის და მისი დაქალები გავიცანი, მერე კი ტელეფონის ნომერი სამივეს გამოვართვი. დაიწყო რეკვები, "ესემესების" მიმოწერა. მე და ელენემ საერთო ენა მალე გამოვნახეთ და დავმეგობრდით. რამდენიმეკვირიანი ურთიერთობის შემდეგ მივხვდი, რომ ელენეს გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო და მას სიყვარულში გამოვუტყდი. მეგონა, ჩხუბს დამიწყებდა, ჩემს გრძნობას გრძნობითვე არ უპასუხებდა, მაგრამ შევცდი - თურმე, მასაც შევყვარებივარ. მოკლედ, ერთმანეთს თითქმის ყოველდღე ვნახულობდით და ცხადია, ერთურთს ვეხვეოდით, ვეალერსებოდით კიდეც. დაახლოებით ერთი თვის წინ გადავწყვიტე, ელენე ჩემი მშობლებისთვის გამეცნო - ვაპირებდი, დამენიშნა და ცოლად ტრადიციების მიხედვით მომეყვანა, მაგრამ როგორც კი დედას ჩემი შეყვარებული ვუჩვენე, გული წაუვიდა, მამას კი ენა მუცელში ჩაუვარდა... ელენე რომ გავაცილე, მხოლოდ ამის შემდეგ გამომიტყდნენ, რომ ის ჩემი ნახევარდა იყო: თავის დროზე მამას საყვარელი ჰყოლია და იმ ქალს მისგან შვილიც კი გაუჩენია. მიხვდით ალბათ, რომ ლაპარაკია ელენეზე, ჩემს სიყვარულზე... ამ ამბის დამალვას ვერც დედას ვაპატიებ და ვერც - მამას; მეტიც, როცა სიმართლე გავიგე, მამას ვეცი და ყელი ლამის კბილებით გამოვღადრე. თავის დროზე მათ ჩემთვის სიმართლე რომ ეთქვათ, ელენე შეიძლება, დად არ მეღიარებინა, მაგრამ სხვანაირად მაინც არ დავუწყებდი ყურებას.

- სიმართლე ელენემაც გაიგო?

- აბა, რა უნდა მეთქვა, რატომ გშორდები-მეთქი? სიმართლე რომ ვუთხარი, ლამის გადაირია...

- ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ურთიერთობა საერთოდ გავწყვიტეთ, რადგანაც ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვის გვრცხვენია - ჩვენ, და-ძმა ხომ ერთურთს სხვანაირად ვეფერებოდით...

სანდრო, 19 წლის:

- ამ თემას გვერდი ვერ ავუარე და მინდა, ჩემ შესახებ გიამბოთ. 15 წლის ვიყავი, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემს უბანში ცხოვრობდა გოგონა - ნია, რომელიც გარეგნულად ძალიან მგავდა. თავიდან, ეს უბრალო დამთხვევა მეგონა, მაგრამ როცა გავიცანი, მის მიმართ საოცარი სითბო ვიგრძენი და ეჭვმა გამკრა, რომ ის ჩემი სისხლი და ხორცი უნდა ყოფილიყო. ცოტა ხანში ნიასაც გამოვუტყდი: ასე მგონია, და-ძმა ვართ-მეთქი. მან ბევრი იცინა და მისაყვედურა: რა გინდა, თქვა, რომ დედაჩემი ბოზია და მამაშენთან ჰქონდა ურთიერთობა? მერწმუნე, ძალიან ცდები; იმაშიც დარწმუნებული გახლავარ, რომ აყვანილი არა ვარ, რადგანაც და-ძმა მყავს და ისინიც ძალიან მგვანანო. მერე კი ვითომ გამეხუმრა: იქნებ შენ ხარ აყვანილიო, მაგრამ იქვე დასძინა: არა მგონია, დედაჩემი ისეთი უგულო იყოს, რომ გაეშვილებინე; ჩემს მშობლებს ბავშვები ძალიან უყვართო. ასე იყო თუ ისე, გადავწყვიტე გამერკვია, რაიმე ნათესაური კავშირი ხომ არ გვაერთიანებდა და საქმის გამოძიება დავიწყე. ჰოდა, დიდი წვალების შემდეგ დედა გამოვტეხე, რომ აყვანილი ვიყავი. მან მითხრა: მე და მამაშენი შვილის ყოლაზე დიდხანს ვოცნებობდით, მაგრამ ეს ოცნება ოცნებადვე დარჩა. მერე ჩემმა ბიძაშვილმა, რომელიც სამშობიაროში მუშაობდა, შენი თავი მომიყვანა და მითხრა: - ეს პატარა ბიოლოგიურმა მშობლებმა გაჩენისთანავე მიატოვეს და იქნებ შენ გაზარდოო. მე და მამაშენი ღვთის წყალობაზე უარს როგორ ვიტყოდით? ჰოდა, დაგიტოვეთ და გაგზარდეთ, წლების შემდეგ კი ქვეყნიერებას შენი დაიკოც მოევლინაო. სიმართლემ ლამის ჭკუიდან შემშალა და მშობლებს დავემუქრე: ან მეტყვით, ვინ არიან ჩემი ბიოლოგიური მშობლები, ან ყელს გამოვიჭრი-მეთქი. ორივემ დაიფიცა: არ ვიცით, ვინ არიან, რადგან მათ არასდროს შევხვედრივართო. სამწუხაროდ, დედაჩემის ბიძაშვილიც უკვე გარდაცვლილი გახლდათ და ცხადია, ბიოლოგიური მშობლების შესახებ ინფორმაციას ვერც ის მოგვაწვდიდა. დედ-მამას ვუთხარი: ვიცნობ გოგონას, რომელიც ძალიან მგავს. მის მშობლებთან მივალ, დაველაპარაკები და იქნებ მათ მაინც მითხრან რაიმე ხელმოსაჭიდი. თქვენც თუ გამომყვებით, მადლიერი დაგრჩებით-მეთქი. როგორც უნდა გაგიკვირდეთ, გამომყვნენ. ნიას მშობლებთან რომ მივედით, დედამისმა ტირილი დაიწყო, მერე კი სიმართლეშიც იოლად გამოგვიტყდა. აღმოჩნდა, რომ ნია ჩემი დაიკო იყო. თურმე, მე და ის ლალის (ასე ჰქვია ჩემს ბიოლოგიურ დედას) პირველი ქმრისგან ვეყოლეთ. ჩემზე ფეხმძიმედ ყოფილა, როცა მეორედ გათხოვდა, მის საქმროს კი მომავალი მეუღლისთვის ულტიმატუმი წაუყენებია: ცოლად მოგიყვან და შენს გოგონას ვიშვილებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მუცელს მოიშლი. იმ კაცის მეორე შვილსაც ვერ გავზრდი, მე ჩემი ღვიძლი შვილები მინდაო. ლალის მომავალი მეუღლე ისე ჰყვარებია, რომ ჩემი თავიდან მოცილება იმწამსვე გადაუწყვეტია, მაგრამ ვინაიდან 5 თვის ფეხმძიმე გახლდათ, ექიმებს მისთვის აბორტი არ გაუკეთებიათ - ანუ იძულებული გახდა, გავეჩინე, მაგრამ ქვეყნიერებას მოვევლინე თუ არა, გამაშვილა. ეს ამბავი რომ გავიგე, ლალის პირში მივახალე: საზიზღარი ადამიანი, კაცს დახარბებული ქალი ხარ და იცოდე, ჩემი ცოდვით ვერ გაიხარებ-მეთქი, მერე კი იმ სახლიდან გიჟივით გამოვვარდი... ახლა ისევ გამზრდელებთან ერთად ვცხოვრობ, ბიოლოგიურ დედ-მამას კი არ ვაღიარებ. სამაგიეროდ, ბედნიერი ვარ იმით, რომ მყავს ისეთი დაიკო, როგორიც ნიაა. სხვათა შორის, მის და-ძმასთანაც (არ მინდა ვთქვა, რომ ისინი ჩემი ნახევარდა-ძმა არიან) კარგი ურთიერთობა მაქვს.

- იმ დღის შემდეგ ბიოლოგიურ დედას შენი ნახვა, შვილთან საერთო ენის გამონახვა არ უცდია?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია