"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი, ალექსი პეტრიაშვილი საყდრისი-ყაჩაღიანის სკანდალს ეხმაურება და ხელისუფლებას დაგროვილ შეცდომებთან დაკავშირებით აფრთხილებს.
"ცუდად მოუტრიალდება ეს ყველაფერი ხელისუფლებას! მოტივი არ გაქვთ, ხალხს ისე იჭერთ; ხალხის ნებართვა არ გაქვთ, ხალხს ისტორიას ართმევთ; ამბობთ - ევროპა ხალხის არჩევანიაო; თქვენ და ხალხს შორის მაგარი განსხვავებაა ევროპული არჩევანის აღქმაში! გამოფხიზლდით; გონს მოდით; რა ვქნათ? მეტი კულტურულად როგორ შემოგიძახოთ, რომ მართლა გამოხვიდეთ ამ ემოციურ-სოლიდარული გაუგებრობიდან? :(((((", - წერს პეტრიაშვილი.