20 დეკემბერს 8 საათზე კლუბ "ტრიუმფში" ნიკა ნატროშვილის მეგობრები მის გადასარჩენად აქცია-კონცერტს გამართავენ. მხარდასაჭერ კონცერტზე ბილეთის ღირებულება 15 ლარია. ღონისძიება სოციალური ქსელით დაიგეგმა. "ფეისბუქში" გახსნილია გვერდი სახელწოდებით "ერთად გადავარჩინოთ ნიკუშას სიცოცხლე".
ეს არის იმ მუსიკოსების და მომღერლების სია, რომლებიც 20 დეკემბერს გვერდში დაუდგებიან ნიკუშა ნატროშვილს:
1) კაბუ
2) დავით ლომიძე
3) ბაკურ ბურდული
4) ქუჩის ბიჭები
5) ნინი ქარსელაძე
6) ზუკა ხუციშვილი
7) ბექა ჩხაიძე
8) კვარტეტი ალილო
9) ქუჩის მუსიკოსები
10) ლაშა ღლონტი
11) თაკო გაჩეჩილაძე
12) ქრისტინე იმედაძე
13) ნინი ბადურაშვილი
14) ანი კეკუა
15) ფორტე
16) გიორგი სუხიტაშვილი
17) ეთო გავაშელიშვილი
18) მარიკო ლეჟავა
19) ანრი ჯოხაძე
20) თიკა ჯამბურია
21) ლელა წურწუმია
22) ცისანა სეფიაშვილი
23) მიშკა მგალობლიშვილი
24) მაკო კვიტაიშვილი
25) სალომე ბაკურაძე
26) ლიზა ყენია
27) ნინი წიკლაური
28) ოთო ნემსაძე
29) თემო საჯაია
30) ნათია დუმბაძე
31) თიკა მახალდიანი
32) მაიკო კაჭკაჭიშვილი
33) ქეთი კვიცარიძე
გთხოვთ, მოგვწერეთ თუ რომელიმე ჯგუფს ან შემსრულებელს აქვს სურვილი და დაგვიკავშირდნენ 577338433 ან სალისთან 599479197.
ბარში შემოსული თანხაც ნიკუშას ჩაერიცხება !!!
მეგობრებისგან განწირული 24 წლის ნიკუშას შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში გახდა ცნობილი. მას კიკეთში მეგობარმა ავტომატის ჯერი დაახალა და მიიმალა. ის იყო, თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომ გზაზე მანქანა შენიშნეს და დახმარება ითხოვეს. მძღოლმა დაჭრილი მაშინვე თავის მანქანაში გადაიყვანა და თბილისისკენ დიდი სიჩქარით დაიძრა. წყნეთის გზაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემოხვდათ და დაჭრილი მანქანაში გადაიყვანეს. როგორც ექიმები ამბობენ, რომ არა ოპერატიულობა, შესაძლოა, ნიკა დაღუპულიყო.
იხილეთ ასევე: კიკეთში, მეგობრისგან ჩაცხრილული 24 წლის ნიკუშა ნატროშვილის გადარჩენისთვის Facebook-ზე ერთიანდებიან