პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კასპში ცოლისძმამ სიძე სამზარეულოს დანის ერთი დარტყმით მოკლა
კასპში ცოლისძმამ სიძე სამზარეულოს დანის ერთი დარტყმით მოკლა

სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და კას­პში, სა­დაც 39 წლის მე­რაბ მან­სუ­რაშ­ვილ­მა სიძე 47 წლის ვაჟა ბი­თა­რო­ვი და­ნით მოკ­ლა. რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ყვე­ბი­ან, ცო­ლისძმა სი­ძეს ად­რი­ა­ნად ეს­ტუმ­რა. მან­სუ­რაშ­ვი­ლი მარ­ტო ცხოვ­რობ­და, ამი­ტო­მაც დის ქმარ­თან მა­ნამ­დეც საკ­მა­ოდ დიდ დროს ატა­რებ­და, ნა­თე­სა­ვე­ბი ერ­თად ხში­რად სვამ­დნენ და კონ­ფლიქ­ტე­ბიც მოს­დი­ო­დათ. ამ­ჯე­რად კონ­ფლიქ­ტი ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და, თუმ­ცა მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მკვლე­ლო­ბის დღეს ხმა­მა­ღა­ლი ლა­პა­რა­კი არ გა­უ­გო­ნი­ათ.

ვაჟა ბი­თი­რო­ვიც იმ დღეს შინ მარ­ტო იყო, მისი მე­უღ­ლე ოჯა­ხის სარ­ჩე­ნად თურ­ქეთ­შია წა­სუ­ლი, და კი - იმ დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­რი­გე იყო. მე­ო­რე დი­ლით სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ ბი­თა­რო­ვის დას სახ­ლში შემ­ზა­რა­ვი სუ­რა­თი დახ­ვდა, - ია­ტაკ­ზე ჩა­ჩო­ქილ მსხვერ­პლს ხელი გულ­ზე მი­ე­დო და ია­ტაკ­ზე ტკი­ვი­ლის­გან ჩა­კე­ცი­ლი, სა­მუ­და­მოდ ასე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ჭრი­ლო­ბი­დან წა­მო­სულ სის­ხლს კი გარ­დაც­ვლი­ლის ქურ­თუ­კი მთლი­ა­ნად გა­ეჟღინ­თა და ია­ტა­კი შე­ე­ღე­ბა.

სწო­რედ დის კი­ვილ­ზე შეყ­რილ­მა მე­ზობ­ლებ­მა გა­იხ­სე­ნეს, რომ წინა დი­ლით გარ­დაც­ვლილ­თან მისი ცო­ლის ძმა მი­ვი­და.

ოთარ ბე­დო­ი­ძე, გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბე­ლი:

- ვაჟა სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე კაცი იყო. ცო­ლისძმა კი არა, ვინც უნდა მის­ვლო­და სტუმ­რად, შე­ი­პა­ტი­ჟებ­და და პურ­მა­რილს გა­უშ­ლი­და. ეს მე­რა­ბი მას­თან ხში­რად და­დი­ო­და, მი­უ­ხე­დავდ იმი­სა, რომ მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში ცხოვ­რობს. რაც ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და, მით უფრო მო­უხ­ში­რა სი­ა­რულს. წა­სას­ვლე­ლი ალ­ბათ არ­სად ჰქონ­და და დი­ლა­უ­თე­ნია და­ად­გე­ბო­და ხოლ­მე თავ­ზე. 39 წლის კაცი 3-ჯერ იყო ნა­სა­მარ­თლე­ბი ქურ­დო­ბი­სა და ყა­ჩა­ღო­ბის­თვის, მა­გის­თა­ნე­ბი, თან რომ გა­დაჰ­ყვე, პა­ტი­ვის­ცე­მას მა­ინც ვერ ხე­და­ვენ, ჰგო­ნი­ათ, რომ ეს პა­ტი­ვის­ცე­მა ეკუთ­ვნით...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

კასპში ცოლისძმამ სიძე სამზარეულოს დანის ერთი დარტყმით მოკლა

კასპში ცოლისძმამ სიძე სამზარეულოს დანის ერთი დარტყმით მოკლა

სასტიკი მკვლელობა მოხდა კასპში, სადაც 39 წლის მერაბ მანსურაშვილმა სიძე 47 წლის ვაჟა ბითაროვი დანით მოკლა. როგორც მეზობლები ყვებიან, ცოლისძმა სიძეს ადრიანად ესტუმრა. მანსურაშვილი მარტო ცხოვრობდა, ამიტომაც დის ქმართან მანამდეც საკმაოდ დიდ დროს ატარებდა, ნათესავები ერთად ხშირად სვამდნენ და კონფლიქტებიც მოსდიოდათ. ამჯერად კონფლიქტი ტრაგედიით დასრულდა, თუმცა მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობის დღეს ხმამაღალი ლაპარაკი არ გაუგონიათ.

ვაჟა ბითიროვიც იმ დღეს შინ მარტო იყო, მისი მეუღლე ოჯახის სარჩენად თურქეთშია წასული, და კი - იმ დღეს საავადმყოფოში მორიგე იყო. მეორე დილით სამსახურიდან დაბრუნებულ ბითაროვის დას სახლში შემზარავი სურათი დახვდა, - იატაკზე ჩაჩოქილ მსხვერპლს ხელი გულზე მიედო და იატაკზე ტკივილისგან ჩაკეცილი, სამუდამოდ ასე დარჩენილიყო. ჭრილობიდან წამოსულ სისხლს კი გარდაცვლილის ქურთუკი მთლიანად გაეჟღინთა და იატაკი შეეღება.

სწორედ დის კივილზე შეყრილმა მეზობლებმა გაიხსენეს, რომ წინა დილით გარდაცვლილთან მისი ცოლის ძმა მივიდა.

ოთარ ბედოიძე, გარდაცვლილის ახლობელი:

- ვაჟა სტუმართმოყვარე კაცი იყო. ცოლისძმა კი არა, ვინც უნდა მისვლოდა სტუმრად, შეიპატიჟებდა და პურმარილს გაუშლიდა. ეს მერაბი მასთან ხშირად დადიოდა, მიუხედავდ იმისა, რომ მეზობელ სოფელში ცხოვრობს. რაც ციხიდან გამოვიდა, მით უფრო მოუხშირა სიარულს. წასასვლელი ალბათ არსად ჰქონდა და დილაუთენია დაადგებოდა ხოლმე თავზე. 39 წლის კაცი 3-ჯერ იყო ნასამართლები ქურდობისა და ყაჩაღობისთვის, მაგისთანები, თან რომ გადაჰყვე, პატივისცემას მაინც ვერ ხედავენ, ჰგონიათ, რომ ეს პატივისცემა ეკუთვნით...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია