მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საინტერესო ისტორიები ყოფით ნივთებზე, რომლებიც აქამდე არ იცოდით
საინტერესო ისტორიები ყოფით ნივთებზე, რომლებიც აქამდე არ იცოდით

ჩვენს გარ­შე­მო უამ­რა­ვი რა­მაა, რის წარ­მო­შო­ბა­ზეც არას­დროს დავ­ფიქ­რე­ბულ­ვართ, რად­გან ისი­ნი ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის გა­ნუყ­რელ ნა­წი­ლად იქ­ცნენ. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მათ მიღ­მა სა­ო­ცა­რი ის­ტო­რი­ე­ბი იმა­ლე­ბა. გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე მათ­განს:

სან­ტი­მეტ­რი

მსოფ­ლი­ო­ში მხო­ლოდ სამი ქვე­ყა­ნა არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც არ იყე­ნებს მეტ­რულ სის­ტე­მას: მი­ან­მა, ლი­ბე­რია და აშშ. ლი­ბე­რი­ამ უკვე ნა­წი­ლობ­რივ მი­ი­ღო იგი, მი­ან­მა გა­დას­ვლის პრო­ცეს­ში იმ­ყო­ფე­ბა, რაც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს მარ­ტო­ო­ბა­ში ტო­ვებს. მთე­ლი და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­როს­თვის, მეტ­რუ­ლი სის­ტე­მა ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის გა­ნუყ­რე­ლი ნა­წი­ლია. პირ­ვე­ლად იგი 1795 წელს, საფ­რან­გეთ­ში წარ­მო­ად­გი­ნეს, რის შემ­დე­გაც სან­ტი­მეტრმა მა­ლე­ვე მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა ევ­რო­პა­ში. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მან მო­იც­ვა აზია, აფ­რი­კა და მთე­ლი მსოფ­ლიო.

მისი წარ­მო­შო­ბა საფ­რან­გე­თის რე­ვო­ლუ­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა, რო­დე­საც გლე­ხე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან წო­ნი­სა და ზო­მის ერ­თე­უ­ლე­ბის უნი­ფი­ცი­რე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ. საფ­რან­გე­თის აკა­დე­მი­ამ სა­კუ­თარ ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტულ ას­ტრო­ნო­მებს - პიერ ფრან­სუა-ან­დრე მე­შენ­სა და შარლ მე­სი­ეს და­ა­ვა­ლა, გა­ე­ზო­მა ეკ­ვა­ტორ­სა და ჩრდი­ლო­ეთ პო­ლუსს შო­რის არ­სე­ბუ­ლი მან­ძი­ლის ერთი-ათი­მე­მი­ლი­ო­ნე­დი. სწო­რედ ამ მან­ძი­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო "მეტ­რი". ამის გა­სა­კე­თებ­ლად მე­სიე ჩრდი­ლო­ე­თით უნდა წა­სუ­ლი­ყო, დი­უნ­კერკში, ხოლო მე­შე­ნი სამ­ხრე­თით - ბარ­სე­ლო­ნა­ში.

ბარ­სე­ლო­ნი­დან მო­ნა­ცე­მე­ბის გაგ­ზავ­ნის შემ­დეგ, მე­შენს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა და­ე­მარ­თა. სა­ნამ იგი ძა­ლე­ბის მოკ­რე­ბას ცდი­ლობ­და, საფ­რან­გეთ­სა და ეს­პა­ნეთს შო­რის ომი და­ი­წყო, რის გა­მოც, მას ერის მო­ღა­ლა­ტე უწო­დეს და ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბის დროს, მე­შენ­მა ყუ­რა­დღე­ბით და­ი­წყო სა­კუ­თა­რი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­და­კი­თხვა, რის შემ­დე­გაც, შეც­დო­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა. ას­ტრო­ნო­მი საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუნ­და, თუმ­ცა, რა­ი­მე სა­ხის ჩას­წო­რე­ბის გა­კე­თე­ბა უკვე გვი­ა­ნი იყო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იგი მა­ინც ცდი­ლობ­და ყვე­ლა­ზე ზუს­ტი ჩა­ნა­წე­რის პოვ­ნას, მაგ­რამ ბარ­სე­ლო­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მა­ლა­რი­ით და­ა­ვად­და და გარ­და­იც­ვა­ლა.

ტუ­ა­ლე­ტის ქალ­ღალ­დი

ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დის გა­მო­ყე­ნე­ბა მე­ექ­ვსე სა­უ­კუ­ნის ჩი­ნეთს უკავ­შირ­დე­ბა. მე­ცხრე სა­უ­კუ­ნე­ში მუ­სულ­მა­ნებ­მა, ჩი­ნე­თის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ, ზი­ზღით აღ­ნიშ­ნეს, რომ ჩი­ნე­ლე­ბი "არ ზრუ­ნა­ვენ სი­სუფ­თა­ვე­ზე და და­ბა­ნის ნაც­ვლად, ქა­ღალ­დით სარ­გებ­ლო­ბენ".

1391 წელს ჩი­ნელ­მა იმ­პე­რა­ტორ­მა ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დის სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ბრძა­ნე­ბა გას­ცა. იმ­პე­რა­ტო­რის პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის, წე­ლი­წად­ში 720 000 ქა­ღალ­დის რუ­ლო­ნის გა­მოშ­ვე­ბა და­კა­ნონ­და. და­ახ­ლო­ე­ბით, 300 წლის შემ­დეგ, ჯო­ზეფ გა­ი­ე­ტიმ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დის, სა­ხელ­წო­დე­ბით "მკურ­ნა­ლი ქა­ღალ­დის" შეკ­ვრა წარ­მო­უდ­გი­ნა. ქა­ღალ­დე­ბი, დარ­ბი­ლე­ბის მიზ­ნით, ალო­ე­თი იყო და­ფა­რუ­ლი. ყო­ვე­ლი პა­კე­ტი 500 ფურ­ცლის­გან შედ­გე­ბო­და და 0,50$ ღირ­და. ჯო­ზე­ფის სა­ხე­ლი ყო­ველ შეკ­ვრა­ზე იბეჭ­დე­ბო­და, რათა ადა­მი­ა­ნე­ბის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში იგი სა­მუ­და­მოდ ჩა­ბეჭ­დი­ლი­ყო.

სელ­ფი

ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს სა­მუ­და­მოდ აღვბეჭ­დოთ მშვე­ნი­ე­რი მო­მენ­ტე­ბი. ფო­ტო­გა­და­ღე­ბის პირ­ვე­ლი იდეა ჩი­ნელ ფი­ლო­სო­ფოსს მო-ცზის, მე­ხუ­თე სა­უ­კუ­ნე­ში გა­უჩ­ნდა. გარ­და ამი­სა, ცნო­ბი­ლია, რომ თვით არის­ტო­ტე­ლეც კი იყე­ნებ­და "კა­მე­რა-ობსკუ­რას" მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის­თვის თვალ­ყუ­რის სა­დევ­ნებ­ლად. სარ­კე­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბამ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, ავ­ტო­პორ­ტრე­ტე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა. პირ­ვე­ლი "სელ­ფი" 1839 წელს მოყ­ვა­რუ­ლი ქი­მი­კო­სის და ფი­ლა­დელ­ფი­ე­ლი ფო­ტოგ­რაფ-ენ­თუ­ზი­ას­ტის, რო­ბერტ კორ­ნე­ლი­უ­სის მიერ იყო გა­კე­თე­ბუ­ლი. და­გე­რო­ტი­პის გა­მო­ყე­ნე­ბით, მან პირ­ვე­ლი "სელ­ფი" გა­და­ი­ღო. ათწლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ, მო­და­ში ჯგუ­ფუ­რი სელ­ფე­ბი შე­მო­ვი­და, რა­ზეც ჯო­ზეფ ბა­ი­რო­ნი­სა და მისი მე­გობ­რე­ბის მიერ, 1909 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თი მე­ტყვე­ლებს. მო­დის გავ­ლე­ნის ქვეშ 1914 წელს, რო­მა­ნო­ვე­ბის ქა­ლიშ­ვი­ლი ანას­ტა­სი­აც მო­ექ­ცა.

ქა­ლის ჰი­გი­ე­ნუ­რი პა­კე­ტე­ბი

ძველ ეგ­ვიპ­ტე­ში ქა­ლის მენსტრუ­ა­ცი­უ­ლი ციკ­ლი ნი­ლო­სის მდი­ნა­რეს­თან ასო­ცირ­დე­ბო­და, რო­მე­ლიც გა­ნახ­ლე­ბი­სა და ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლოს წარ­მო­ად­გენ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. ძვე­ლი ევიპ­ტე­ლე­ბი, ბერ­ძნე­ბი და რო­მა­ე­ლე­ბი უამ­რა­ვი მა­სა­ლის­გან ცდი­ლობ­დნენ ჰი­გი­ე­ნუ­რი პა­კე­ტე­ბის შექ­მნას, მათ შო­რის: პა­პი­რუ­სის­გან, მა­ტყლის­გან, ცხო­ვე­ლე­ბის ტყა­ვის­გან და ბა­ლა­ხის­გა­ნაც კი.

1896 წელს ჯო­ზეფ ლის­ტერ­მა, სწო­რედ იმ ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი და­არ­წმუ­ნა პი­რის და ხე­ლე­ბის და­ბა­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში, შთა­ა­გო­ნა ძმებ ჯონ­სო­ნებს ჰი­გი­ე­ნუ­რი პა­კე­ტე­ბის შექ­მნა, თუმ­ცა, პრო­ექ­ტი მა­ლე­ვე ჩა­ვარ­და, რად­გან ქა­ლე­ბი არ იყ­ვნენ მზად, ასე­თი ნივ­თე­ბი სა­ხალ­ხოდ შე­ძი­ნათ.

1998 წელს არუ­ნა­ჩა­ლამ მუ­რუ­გა­ნან­ტამს მო­ბეზ­რდა სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლის წუ­წუ­ნის მოს­მე­ნა, რის შემ­დე­გაც მან ია­ფი­ა­ნი პა­კე­ტე­ბის შექ­მნა გა­და­წყვი­ტა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

საინტერესო ისტორიები ყოფით ნივთებზე, რომლებიც აქამდე არ იცოდით

საინტერესო ისტორიები ყოფით ნივთებზე, რომლებიც აქამდე არ იცოდით

ჩვენს გარშემო უამრავი რამაა, რის წარმოშობაზეც არასდროს დავფიქრებულვართ, რადგან ისინი ჩვენი ყოველდღიური რუტინის განუყრელ ნაწილად იქცნენ. ამის მიუხედავად, მათ მიღმა საოცარი ისტორიები იმალება. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

სანტიმეტრი

მსოფლიოში მხოლოდ სამი ქვეყანა არსებობს, რომელიც არ იყენებს მეტრულ სისტემას: მიანმა, ლიბერია და აშშ. ლიბერიამ უკვე ნაწილობრივ მიიღო იგი, მიანმა გადასვლის პროცესში იმყოფება, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს მარტოობაში ტოვებს. მთელი დანარჩენი სამყაროსთვის, მეტრული სისტემა ყოველდღიური ცხოვრების განუყრელი ნაწილია. პირველად იგი 1795 წელს, საფრანგეთში წარმოადგინეს, რის შემდეგაც სანტიმეტრმა მალევე მოიპოვა პოპულარობა ევროპაში. საბოლოო ჯამში, მან მოიცვა აზია, აფრიკა და მთელი მსოფლიო.

მისი წარმოშობა საფრანგეთის რევოლუციას უკავშირდება, როდესაც გლეხები ხელისუფლების წარმომადგენლებისგან წონისა და ზომის ერთეულების უნიფიცირებას მოითხოვდნენ. საფრანგეთის აკადემიამ საკუთარ ყველაზე ავტორიტეტულ ასტრონომებს - პიერ ფრანსუა-ანდრე მეშენსა და შარლ მესიეს დაავალა, გაეზომა ეკვატორსა და ჩრდილოეთ პოლუსს შორის არსებული მანძილის ერთი-ათიმემილიონედი. სწორედ ამ მანძილის სახელწოდება უნდა ყოფილიყო "მეტრი". ამის გასაკეთებლად მესიე ჩრდილოეთით უნდა წასულიყო, დიუნკერკში, ხოლო მეშენი სამხრეთით - ბარსელონაში.

ბარსელონიდან მონაცემების გაგზავნის შემდეგ, მეშენს უბედური შემთხვევა დაემართა. სანამ იგი ძალების მოკრებას ცდილობდა, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის ომი დაიწყო, რის გამოც, მას ერის მოღალატე უწოდეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. შინაპატიმრობის დროს, მეშენმა ყურადღებით დაიწყო საკუთარი ჩანაწერების გადაკითხვა, რის შემდეგაც, შეცდომა აღმოაჩინა. ასტრონომი საფრანგეთში დაბრუნდა, თუმცა, რაიმე სახის ჩასწორების გაკეთება უკვე გვიანი იყო. მიუხედავად ამისა, იგი მაინც ცდილობდა ყველაზე ზუსტი ჩანაწერის პოვნას, მაგრამ ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ მალარიით დაავადდა და გარდაიცვალა.

ტუალეტის ქალღალდი

ტუალეტის ქაღალდის გამოყენება მეექვსე საუკუნის ჩინეთს უკავშირდება. მეცხრე საუკუნეში მუსულმანებმა, ჩინეთის მონახულების შემდეგ, ზიზღით აღნიშნეს, რომ ჩინელები "არ ზრუნავენ სისუფთავეზე და დაბანის ნაცვლად, ქაღალდით სარგებლობენ".

1391 წელს ჩინელმა იმპერატორმა ტუალეტის ქაღალდის სერიული წარმოების ორგანიზების ბრძანება გასცა. იმპერატორის პირადი მოხმარებისთვის, წელიწადში 720 000 ქაღალდის რულონის გამოშვება დაკანონდა. დაახლოებით, 300 წლის შემდეგ, ჯოზეფ გაიეტიმ საზოგადოებას ტუალეტის ქაღალდის, სახელწოდებით "მკურნალი ქაღალდის" შეკვრა წარმოუდგინა. ქაღალდები, დარბილების მიზნით, ალოეთი იყო დაფარული. ყოველი პაკეტი 500 ფურცლისგან შედგებოდა და 0,50$ ღირდა. ჯოზეფის სახელი ყოველ შეკვრაზე იბეჭდებოდა, რათა ადამიანების მეხსიერებაში იგი სამუდამოდ ჩაბეჭდილიყო.

სელფი

ტექნოლოგიური მიღწევები საშუალებას გვაძლევს სამუდამოდ აღვბეჭდოთ მშვენიერი მომენტები. ფოტოგადაღების პირველი იდეა ჩინელ ფილოსოფოსს მო-ცზის, მეხუთე საუკუნეში გაუჩნდა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ თვით არისტოტელეც კი იყენებდა "კამერა-ობსკურას" მთვარის დაბნელებისთვის თვალყურის სადევნებლად. სარკეებით დაინტერესებამ შუა საუკუნეებში, ავტოპორტრეტებამდე მიგვიყვანა. პირველი "სელფი" 1839 წელს მოყვარული ქიმიკოსის და ფილადელფიელი ფოტოგრაფ-ენთუზიასტის, რობერტ კორნელიუსის მიერ იყო გაკეთებული. დაგეროტიპის გამოყენებით, მან პირველი "სელფი" გადაიღო. ათწლეულების შემდეგ, მოდაში ჯგუფური სელფები შემოვიდა, რაზეც ჯოზეფ ბაირონისა და მისი მეგობრების მიერ, 1909 წელს გადაღებული სურათი მეტყველებს. მოდის გავლენის ქვეშ 1914 წელს, რომანოვების ქალიშვილი ანასტასიაც მოექცა.

ქალის ჰიგიენური პაკეტები

ძველ ეგვიპტეში ქალის მენსტრუაციული ციკლი ნილოსის მდინარესთან ასოცირდებოდა, რომელიც განახლებისა და ნაყოფიერების სიმბოლოს წარმოადგენდა და სავარაუდოდ, სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ძველი ევიპტელები, ბერძნები და რომაელები უამრავი მასალისგან ცდილობდნენ ჰიგიენური პაკეტების შექმნას, მათ შორის: პაპირუსისგან, მატყლისგან, ცხოველების ტყავისგან და ბალახისგანაც კი.

1896 წელს ჯოზეფ ლისტერმა, სწორედ იმ ადამიანმა, რომელმაც მილიონობით ადამიანი დაარწმუნა პირის და ხელების დაბანის აუცილებლობაში,  შთააგონა ძმებ ჯონსონებს ჰიგიენური პაკეტების შექმნა, თუმცა, პროექტი მალევე ჩავარდა, რადგან ქალები არ იყვნენ მზად, ასეთი ნივთები სახალხოდ შეძინათ.

1998 წელს არუნაჩალამ მურუგანანტამს მობეზრდა საკუთარი მეუღლის წუწუნის მოსმენა, რის შემდეგაც მან იაფიანი პაკეტების შექმნა გადაწყვიტა. 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს