პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - 2015 იქნება პირველი წელი არჩევნების გარეშე, მას შემდეგ, რაც მე მოვედი პოლიტიკაში
ირაკლი ღარიბაშვილი - 2015 იქნება პირველი წელი არჩევნების გარეშე, მას შემდეგ, რაც მე მოვედი პოლიტიკაში

თუ ჩემი გუნ­დი შეძ­ლებს იმას, რომ ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო დღე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ცხოვ­რე­ბა­ში ოდ­ნავ უკე­თე­სი იყოს, ვიდ­რე წინა, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩვენ ჩვენს მო­ვა­ლე­ო­ბებს ვას­რუ­ლებთ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის გა­მარ­თულ მი­ღე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და. პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, ეს კი ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ­დღე ოდ­ნავ მეტი ძა­ლის­ხმე­ვა და სიბ­რძნე უნდა გა­მო­ვი­ჩი­ნოთ. "ზოგ­ჯერ შეც­დო­მე­ბიც შე­იძ­ლე­ბა და­ვუშ­ვათ, მაგ­რამ თუ დრო­ის უდი­დე­სი ნა­წი­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო ბევ­რად უკე­თე­სი ქვე­ყა­ნა გახ­დე­ბა.

თუ გა­დავ­ხე­დავთ 2014 წელს, ჩემი აზ­რით, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ცხოვ­რე­ბა­ში უმე­ტე­სო­ბა დღე­ე­ბი­სა წინა დღე­ზე უკე­თე­სი იყო. ჩვენ მარ­თლაც ძა­ლი­ან ბევ­რს მი­ვაღ­წი­ეთ რთულ პი­რო­ბებ­ში. აღ­ვნიშ­ნავთ რა 2014 წლის და­სას­რულს და ვფიქ­რობთ მო­მა­ვალ­ზე, მჯე­რა, რომ 2015 წელს კი­დევ უფრო მეტს მი­ვაღ­წევთ! 2015 იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი წელი არ­ჩევ­ნე­ბის გა­რე­შე, მას შემ­დეგ, რაც მე მო­ვე­დი პო­ლი­ტი­კა­ში. ბევ­რი თქვენ­გა­ნის­თვის ეს დიდი შე­ღა­ვა­თი იქ­ნე­ბა. ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ წელს დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ მათ, ვინც არ­ჩევ­ნებ­ზე სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს", -გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა. პრე­მი­ე­რის თქმით, მისი მი­ზა­ნია, 2015 წელი იყოს ნამ­დვი­ლი "შრო­მის წე­ლი­წა­დი". ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ის და მისი გუნ­დი ძალ-ღო­ნეს არ და­ი­შუ­რებს და იმუ­შა­ვებს იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს და უზ­რუნ­ველ­ვყო­ფი­ლი იყოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბა და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მა­ვა­ლი.

"ყო­ვე­ლი დღე ოდ­ნავ უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე წინა. იმე­დის თვა­ლით შევ­ყუ­რებ მო­მა­ვალ წელს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ კი­დევ უფრო გა­ვაღ­რმა­ვებთ თქვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და უფრო დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევთ", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ქვე­ყა­ნა­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­დღე­სას­წა­უ­ლო მი­ღე­ბა­ზე უმას­პინ­ძლა. პრე­მი­ერ­მა დიპ­ლო­მა­ტებს სიმ­ბო­ლუ­რი სა­ჩუქ­რე­ბიც გა­დას­ცა.

"პა­ტა­რა სა­ჩუქ­რის სა­ხით, გთხოვთ, მი­ი­ღოთ ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბის ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ასა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონს. იმე­დი მაქვს, სწო­რად გა­მო­ვი­ცა­ნით თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი რე­გი­ო­ნე­ბი. კი­დევ ერთხელ, დიდი მად­ლო­ბა. გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბებს მო­მა­ვალ 2015 წელს", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ირაკლი ღარიბაშვილი - 2015 იქნება პირველი წელი არჩევნების გარეშე, მას შემდეგ, რაც მე მოვედი პოლიტიკაში

ირაკლი ღარიბაშვილი - 2015 იქნება პირველი წელი არჩევნების გარეშე, მას შემდეგ, რაც მე მოვედი პოლიტიკაში

თუ ჩემი გუნდი შეძლებს იმას, რომ ყოველი მომდევნო დღე ქართველი ხალხის ცხოვრებაში ოდნავ უკეთესი იყოს, ვიდრე წინა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გამართულ მიღებაზე განაცხადა. პრემიერის განცხადებით, ეს კი ნიშნავს, რომ ყოველდღე ოდნავ მეტი ძალისხმევა და სიბრძნე უნდა გამოვიჩინოთ. "ზოგჯერ შეცდომებიც შეიძლება დავუშვათ, მაგრამ თუ დროის უდიდესი ნაწილი წარმატებული იქნება, მაშინ საქართველო ბევრად უკეთესი ქვეყანა გახდება.

თუ გადავხედავთ 2014 წელს, ჩემი აზრით, ქართველი ხალხის ცხოვრებაში უმეტესობა დღეებისა წინა დღეზე უკეთესი იყო. ჩვენ მართლაც ძალიან ბევრს მივაღწიეთ რთულ პირობებში. აღვნიშნავთ რა 2014 წლის დასასრულს და ვფიქრობთ მომავალზე, მჯერა, რომ 2015 წელს კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ! 2015 იქნება პირველი წელი არჩევნების გარეშე, მას შემდეგ, რაც მე მოვედი პოლიტიკაში. ბევრი თქვენგანისთვის ეს დიდი შეღავათი იქნება. ძალიან მოხარული ვარ, რომ წელს დასვენების საშუალება მიეცემათ მათ, ვინც არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობს", -განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, მისი მიზანია, 2015 წელი იყოს ნამდვილი "შრომის წელიწადი". ღარიბაშვილი ამბობს, რომ ის და მისი გუნდი ძალ-ღონეს არ დაიშურებს და იმუშავებს იმისათვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრება გაუმჯობესდეს და უზრუნველვყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა და მშვიდობიანი მომავალი.

"ყოველი დღე ოდნავ უკეთესი იქნება, ვიდრე წინა. იმედის თვალით შევყურებ მომავალ წელს. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გავაღრმავებთ თქვენთან თანამშრომლობას და უფრო დიდ წარმატებას მივაღწევთ", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ერთად ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სადღესასწაულო მიღებაზე უმასპინძლა. პრემიერმა დიპლომატებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.

"პატარა საჩუქრის სახით, გთხოვთ, მიიღოთ ქართველი მხატვრების ეს ნამუშევრები, რომლებიც ასახავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონს. იმედი მაქვს, სწორად გამოვიცანით თქვენი საყვარელი რეგიონები. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა. გისურვებთ წარმატებებს მომავალ 2015 წელს", - განაცხადა პრემიერმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა