პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ოთხ მეტროსადგურს ექსპლუატაციის ვადა ეწურება - ვადაგასული ესკალატორების პრობლემა
თბილისში ოთხ მეტროსადგურს ექსპლუატაციის ვადა ეწურება - ვადაგასული ესკალატორების პრობლემა

ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სწრაფ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას, თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტენს, 2016 წელს 50 წელი უს­რულ­დე­ბა. თბი­ლი­სის მეტ­რო­ში საბ­ჭო­თა წარ­მო­ე­ბის 6 ტი­პის 59 ეს­კა­ლა­ტო­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. 2016 წელს ოთხ სად­გურ­ზე, - "ნა­ძა­ლა­დევ­ზე", "სად­გუ­რის მო­ე­და­ნი - პირ­ველ­ზე", "მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ზე" და "რუს­თა­ველ­ზე" არ­სე­ბულ ეს­კა­ლა­ტო­რებს ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა ეწუ­რე­ბათ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ოთხ სად­გურ­ზე არ­სე­ბუ­ლი ეს­კა­ლა­ტო­რე­ბი ან უნდა შე­კეთ­დეს, ან მის ად­გილ­ზე ახა­ლი ეს­კა­ლა­ტო­რე­ბი და­მონ­ტაჟ­დეს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მეტ­რო მგზავ­რებს ვე­ღარ მო­ემ­სა­უ­რე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, Ambebi.ge თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის ტექ­ნი­კურ დი­რექ­ტორს ლე­ვან მეხ­რიშ­ვილს ესა­უბ­რა. მისი თქმით, ეს­კა­ლა­ტო­რე­ბის შეც­ვლა ვერ მო­ხერ­ხდე­ბა, რად­გან ბი­უ­ჯეტ­ში ამის­თვის თან­ხე­ბი არ არის. სპე­ცი­ა­ლის­ტი გან­მარ­ტავს, რომ ერთი ახა­ლი ეს­კა­ლა­ტო­რის შე­ძე­ნა და და­მონ­ტა­ჟე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჯდე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­სა­ვალს კი თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის ტექ­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი იმა­ში ხე­დავს, რომ ეს­კა­ლა­ტო­რებ­ზე უნდა ჩა­ტარ­დეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზა და ექ­სპერ­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ჩა­უ­ტარ­დეს სრუ­ლი, მო­ცუ­ლო­ბი­თი, კა­პი­ტა­ლუ­რი შე­კე­თე­ბა და მოხ­დეს ეს­კა­ლა­ტო­რე­ბის­თვის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბა.

"ჩვენ ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი წლე­ბის წი­ნაც გვქონ­და, რო­დე­საც მეტ­რო­პო­ლი­ტენ­ში ეს­კა­ლა­ტო­რებს (ეტე 3 ტი­პის, რუ­სე­თის სა­წარ­მო­ე­ბის გა­მოშ­ვე­ბულ ეს­კა­ლა­ტო­რებს) 30 წლი­ა­ნი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა ამო­ე­წუ­რათ. ასე­თი სად­გუ­რე­ბია სა­ბურ­თა­ლოს ხაზი, სად­გუ­რის მე­ო­და­ნი - II ხაზი და პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი. 2009 წელს ჩა­ტარ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მიერ მთლი­ა­ნი მო­ცუ­ლო­ბი­თი ექ­სპერ­ტი­ზა, და­ი­წე­რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და ჩა­უ­ტარ­და კა­პი­ტა­ლუ­რი შე­კე­თე­ბა, რის შე­დე­გა­დაც გა­და­წყდა, რომ ამ ეს­კა­ლა­ტო­რებს და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლით გა­უ­ხან­გრძლივ­დათ მუ­შა­ო­ბა. ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი მარ­ტო ჩვენ­თან კი არა, ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მეტ­რო­ებ­შიც არ­სე­ბობს. უკე­თე­სია და კარ­გია ახა­ლი - თუმ­ცა არც შე­კე­თე­ბა აკ­ნი­ნებს მგზავ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მეხ­რიშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, მეტ­რო­ში შე­კე­თე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ეს­კა­ლა­ტორს გარ­ბე­ნა 140-150 ათა­სი რომ უს­რულ­დე­ბა, მას შე­კე­თე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ისე­დაც უტარ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ეს­კა­ლა­ტო­რებს, რო­მელ­საც ექ­სპუ­ლა­ტა­ცი­ის ვადა გას­დით, ჩვენ იან­ვრი­დან გა­მო­ვა­ცხა­დებთ ტენ­დერებს, 2015 წლის ბო­ლო­დან, ან 2016 წელს კი ამ ეს­კა­ლა­ტო­რებს გა­ვა­რე­მონ­ტებთ, მგზავრს პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მეხ­რიშ­ვილ­მა.

ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტენ­ში 22 სად­გუ­რია.

თეა ბი­თა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

თბილისში ოთხ მეტროსადგურს ექსპლუატაციის ვადა ეწურება - ვადაგასული ესკალატორების პრობლემა

თბილისში ოთხ მეტროსადგურს ექსპლუატაციის ვადა ეწურება - ვადაგასული ესკალატორების პრობლემა

ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ სატრანსპორტო საშუალებას, თბილისის მეტროპოლიტენს, 2016 წელს 50 წელი უსრულდება. თბილისის მეტროში საბჭოთა წარმოების 6 ტიპის 59 ესკალატორი ფუნქციონირებს. 2016 წელს ოთხ სადგურზე, - "ნაძალადევზე", "სადგურის მოედანი - პირველზე", "მარჯანიშვილზე" და "რუსთაველზე" არსებულ ესკალატორებს ექსპლუატაციის ვადა ეწურებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხ სადგურზე არსებული ესკალატორები ან უნდა შეკეთდეს, ან მის ადგილზე ახალი ესკალატორები დამონტაჟდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტრო მგზავრებს ვეღარ მოემსაურება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, Ambebi.ge თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკურ დირექტორს ლევან მეხრიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ესკალატორების შეცვლა ვერ მოხერხდება, რადგან ბიუჯეტში ამისთვის თანხები არ არის. სპეციალისტი განმარტავს, რომ ერთი ახალი ესკალატორის შეძენა და დამონტაჟება დაახლოებით 10 მილიონი დოლარი ჯდება.

არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს კი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკური დირექტორი იმაში ხედავს, რომ ესკალატორებზე უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა და ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩაუტარდეს სრული, მოცულობითი, კაპიტალური შეკეთება და მოხდეს ესკალატორებისთვის ექსპლუატაციის ვადის გაგრძელება.

"ჩვენ ასეთი პრეცედენტი წლების წინაც გვქონდა, როდესაც მეტროპოლიტენში ესკალატორებს (ეტე 3 ტიპის, რუსეთის საწარმოების გამოშვებულ ესკალატორებს) 30 წლიანი ექსპლუატაციის ვადა ამოეწურათ. ასეთი სადგურებია საბურთალოს ხაზი, სადგურის მეოდანი - II ხაზი და პოლიტექნიკური. 2009 წელს ჩატარდა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მთლიანი მოცულობითი ექსპერტიზა, დაიწერა რეკომენდაციები და ჩაუტარდა კაპიტალური შეკეთება, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ამ ესკალატორებს დაახლოებით 10 წლით გაუხანგრძლივდათ მუშაობა. ასეთი პრეცედენტი მარტო ჩვენთან კი არა, ყოფილ საბჭოთა კავშირის მეტროებშიც არსებობს. უკეთესია და კარგია ახალი - თუმცა არც შეკეთება აკნინებს მგზავრების უსაფრთხოებას", - განაცხადა ლევან მეხრიშვილმა. მისივე თქმით, მეტროში შეკეთების სამუშაოები მუდმივად მიმდინარეობს.

"ესკალატორს გარბენა 140-150 ათასი რომ უსრულდება, მას შეკეთების სამუშაოები ისედაც უტარდება. რაც შეეხება იმ ესკალატორებს, რომელსაც ექსპულატაციის ვადა გასდით, ჩვენ იანვრიდან გამოვაცხადებთ ტენდერებს, 2015 წლის ბოლოდან, ან 2016 წელს კი ამ ესკალატორებს გავარემონტებთ, მგზავრს პრობლემა არ შეექმნება", - განაცხადა ლევან მეხრიშვილმა.

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენში 22 სადგურია.

თეა ბითაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია