მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დადებით მხარეს ხედავს დიმა ტატიშვილი გეიაღლუმში
რა დადებით მხარეს ხედავს დიმა ტატიშვილი გეიაღლუმში

მსა­ხი­ობ დიმა ტა­ტიშ­ვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა თუ ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ სა­სა­უბ­როდ ვეს­ტუმ­რეთ. ქელე­ხი, თრო­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი, ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა, პა­ტი­ოს­ნე­ბა, ღა­ლა­ტი - ეს იმ თე­მე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რა­ზეც მსა­ხი­ობ­თან ვი­სა­უბ­რეთ.

- რო­მე­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი იწ­ვევს ნე­გა­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას თქვენ­ში?

- ქელე­ხი. ტრა­დი­ცი­უ­ლად ქელეხს იხ­დიდ­ნენ მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, რომ­ლე­ბიც დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და ერ­თმა­ნეთს ანუ­გე­შებ­დნენ. არა­ნა­ირ ტრა­დი­ცი­ა­ში არ ჯდე­ბა 300-400-კა­ცი­ა­ნი ქელე­ხის გა­დახ­და სე­ფა­ში ან სა­ბან­კე­ტო დარ­ბაზ­ში, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ქე­ი­ფის სა­ხეს იღებს. როცა ადა­მი­ა­ნი მო­სა­სამ­ძიმ­რებ­ლად შორი გზი­დან მო­დი­ო­და და მას ოჯა­ხი ასა­დი­ლებ­და, ეს სხვაა, მაგ­რამ ამას სას­მე­ლი რომ ემა­ტე­ბა, მე­ტის­მე­ტია. ალ­ბათ, არა­ვინ მი­წყენს, მაგ­რამ და­სავ­ლეთ­ში ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მიც­ვა­ლე­ბუ­ლის დაკ­რძალ­ვის დრო­ის­თვის თით­ქმის მთე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა მთვრა­ლია, რაც ლა­მა­ზი არაა. ჩემი აზ­რით, ამის მი­ზე­ზი ისაა, რომ კო­მუ­ნის­ტებ­მა წმინ­და სა­ეკ­ლე­სიო წე­სე­ბი გვერ­დზე გა­და­დეს, ამის გამო კი ხალ­ხმა რა­ღაც თა­ვი­სი მო­ი­ფიქ­რა და ჩა­მო­ყა­ლიბ­და ამ ფორ­მით. ისიც არ მომ­წონს, მიც­ვა­ლე­ბულს სახ­ლში ერთი კვი­რა და ათი დღე რომ აჩე­რე­ბენ. მე­სა­მე დღეს უნდა და­იკ­რძა­ლოს.

- სუფ­რის ტრა­დი­ცია, თა­მა­და, გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი, სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი.

- რო­გორც მე ვიცი, თა­მა­და ქარ­თუ­ლი ფე­ნო­მე­ნია, შე­იძ­ლე­ბა, სხვებ­საც ჰყავ­დეთ, მაგ­რამ მე არ მი­ნა­ხავს. ვფიქ­რობ, თა­მა­დის ინ­სტი­ტუ­ტი კარ­გი და და­დე­ბი­თია. ტრა­დი­ცი­უ­ლად, თრო­ბა სირ­ცხვი­ლად მი­იჩ­ნე­ო­და. თუ ტრა­დი­ცი­ებს მივ­დევთ, გა­ვა­კე­თოთ ისე, რო­გორც წე­სია. არ­ყით თრო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სირ­ცხვი­ლი იყო, ამ სასმლის მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და დი­ლით ნა­ბა­ხუ­სევ­ზე, ან სა­მუ­შა­ოდ წა­სულს თუ Uშეს­ცივ­დე­ბო­და, შე­იძ­ლე­ბო­და, ცოტა გა­სათ­ბო­ბად "გა­და­ეკ­რა".

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყან­წის გა­მოც­ლა და­საშ­ვე­ბი იყო, მაგ­რამ ამას აკე­თებ­და ის, ვი­საც შე­ეძ­ლო, და­ე­ლია ყან­წით და შემ­დეგ ფხიზ­ლად ყო­ფი­ლი­ყო, ვი­საც ამი­სი შნო არ ჰქონ­და, ის არ ცლი­და ყან­წს, იმი­ტომ რომ იცო­და, მერე უფრო დას­ცი­ნებ­დნენ, თუ სი­ფხიზ­ლეს ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­და. სახ­ლში მაქვს პა­პა­ჩე­მის ნა­ქო­ნი დიდი ყან­წი, რო­მელ­შიც ჭიქა-ნა­ხე­ვა­რი სას­მე­ლი ჩა­დის, ამით და­ლე­ვა ჩემ­თვის რი­ტუ­ა­ლია. ვიცი, რომ პა­პა­ჩემს და ბევრ პა­ტივ­სა­ცემ ადა­მი­ანს ეჭი­რა ხელ­ში, მათ შო­რის - ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილს, და სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს.

- გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბა­ზე მინ­და გკი­თხოთ, ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში არ­სე­ბობს გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა?

- მე მგო­ნი, არა, უმე­ტე­სად ქალი იჩაგ­რე­ბა. კაცი რომ ცოლს სა­კუთ­რე­ბად თვლის, ეს უკვე და­ჩაგ­ვრაა. კა­ცობ­რი­ო­ბა საკ­მა­რი­სად გან­ვი­თარ­და იმი­სათ­ვის, რომ პი­როვ­ნე­ბა არა­ვის სა­კუთ­რე­ბად არ მი­იჩ­ნე­ო­დეს. მიყ­ვარს ერ­თია და ჩემი სა­კუთ­რე­ბაა, ეგ - სხვა.

- ოჯა­ხის უფ­რო­სის ფე­ნო­მენ­ზე რას ფიქ­რობთ?

- ოჯა­ხის უფ­რო­სი მა­ინც მა­მა­კა­ცია, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მას აქვს მეტი ფი­ზი­კუ­რი ძალა და უმე­ტეს­წი­ლად ისაა ოჯა­ხის მარ­ჩე­ნა­ლი, თუმ­ცა ბო­რო­ტი ენე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მა­მა­კა­ცი თა­ვია და ქალი კი­სე­რი, რო­მე­ლიც ამ თავს ატ­რი­ა­ლებს. კვერ­ცხი­სა და ქათ­მის თე­ო­რი­აა, რო­მელ­საც ვერ ამოხ­სნი. ღმერ­თმა გაგ­ვა­ჩი­ნა კა­ცე­ბა­დაც და ქა­ლე­ბა­დაც, ჩვენ ვავ­სებთ ერ­თმა­ნეთს და რა­ტომ უნდა ვე­ქიშ­პოთ და რა­ტომ უნდა ვამ­ტკი­ცოთ, ვი­ნაა მთა­ვა­რი, ვერ ვხვდე­ბი. პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, მე­გო­ნა, თუ არ და­უთ­მობ, უფრო მე­ტად ვაჟ­კა­ცი ხარ, მაგ­რამ მერე და მერე მა­მა­ჩე­მის სი­ტყვე­ბი გა­მახ­სენ­და, მოთ­მი­ნე­ბა უფრო მეტი ვაჟ­კა­ცო­ბა­აო. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში არ ვე­თან­ხმე­ბო­დი ამას, 40-ს რომ გა­და­ვა­ბი­ჯე, ამ სი­ტყვე­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში დავ­რწმუნ­დი.

- დიმა, ქორ­წი­ნე­ბამ­დე წყვი­ლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­სა და ზო­გა­დად, გერლფ­რენდ-ბო­იფ­რენ­დის თე­მა­ზე რას ფიქ­რობთ?

- ყვე­ლამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი, მაგ­რამ მე დიდ ტრა­გე­დი­ას ვერ ვხე­დავ გერლფ­რენდ-ბო­იფ­რენ­დის ინ­სტი­ტუ­ტში, მე­ტიც, უმე­ტეს­წი­ლად ეს უფრო ამარ­თლებს. რითი გან­სხვავ­დე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გობ­რო­ბა ცოლ-ქმრის მე­გობ­რო­ბის­გან? სექ­სით. როცა სექ­სი აკავ­ში­რებს ადა­მი­ა­ნებს, ეს სულ სხვა ურ­თი­ერ­თო­ბაა, ამი­ტომ ადა­მი­ანს უნდა იც­ნობ­დე ყვე­ლა ას­პექ­ტში, რომ მერე მას­თან გა­აგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა. თუმ­ცა ბევ­რი შე­იძ­ლე­ბა არ და­მე­თან­ხმოს და თქვას, კდე­მა­მო­სი­ლე­ბა და პა­ტი­ოს­ნე­ბა იკარ­გე­ბაო. მო­რა­ლუ­რად რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლია ორი ადა­მი­ა­ნის იძუ­ლე­ბი­თი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­თაც ერ­თმა­ნე­თი აღარ უყ­ვართ? ზო­გა­დად, სექსს ძა­ლი­ან მძი­მედ აღიქ­ვა­მენ, თით­ქოს რა­ღაც კოშ­მა­რია. ნუ, რას ნიშ­ნავს ეს? სექ­სი არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ბუ­ნებ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. ვი­საც ვის­თან უნდა, იმას­თან უნდა და­ამ­ყა­როს სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი. თუ ადა­მი­ანს არ ჰყავს ქმა­რი ან ცოლი და ჰყავს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­ნაც აქვს სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი, რა მოხ­და მერე?!. ატყდე­ბა ხოლ­მე ერთი ამ­ბა­ვი, დედა, ეს იმას­თან არის თურ­მეო,… და მერე რა? ეს იგი­ვეა, ადა­მი­ა­ნი მე­გობ­რებ­თან ქე­ი­ფის გამო რომ გა­კი­ცხო, ესეც გარ­თო­ბაა და ისიც. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სურს სექ­სი და ამ მხრივ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი­ცაა, სხვა­ნა­ი­რად აზ­როვ­ნებს და უფრო ადეკ­ვა­ტუ­რია სამ­ყა­როს მი­მართ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რა დადებით მხარეს ხედავს დიმა ტატიშვილი გეიაღლუმში

რა დადებით მხარეს ხედავს დიმა ტატიშვილი გეიაღლუმში

მსახიობ დიმა ტატიშვილს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებებისა თუ ტრადიციების შესახებ სასაუბროდ ვესტუმრეთ. ქელეხი, თრობა განსხვავებულები, ქალიშვილობა, პატიოსნება, ღალატი - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რაზეც მსახიობთან ვისაუბრეთ.

- რომელი ტრადიციები იწვევს ნეგატიურ დამოკიდებულებას თქვენში?

- ქელეხი. ტრადიციულად ქელეხს იხდიდნენ მხოლოდ ოჯახის წევრებისა და უახლოესი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც დაკრძალვის შემდეგ იკრიბებოდნენ და ერთმანეთს ანუგეშებდნენ. არანაირ ტრადიციაში არ ჯდება 300-400-კაციანი ქელეხის გადახდა სეფაში ან საბანკეტო დარბაზში, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათში ქეიფის სახეს იღებს. როცა ადამიანი მოსასამძიმრებლად შორი გზიდან მოდიოდა და მას ოჯახი ასადილებდა, ეს სხვაა, მაგრამ ამას სასმელი რომ ემატება, მეტისმეტია. ალბათ, არავინ მიწყენს, მაგრამ დასავლეთში ხშირ შემთხვევაში მიცვალებულის დაკრძალვის დროისთვის თითქმის მთელი შემადგენლობა მთვრალია, რაც ლამაზი არაა. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ კომუნისტებმა წმინდა საეკლესიო წესები გვერდზე გადადეს, ამის გამო კი ხალხმა რაღაც თავისი მოიფიქრა და ჩამოყალიბდა ამ ფორმით. ისიც არ მომწონს, მიცვალებულს სახლში ერთი კვირა და ათი დღე რომ აჩერებენ. მესამე დღეს უნდა დაიკრძალოს.

- სუფრის ტრადიცია, თამადა, განსხვავებულები, სადღეგრძელოები.

- როგორც მე ვიცი, თამადა ქართული ფენომენია, შეიძლება, სხვებსაც ჰყავდეთ, მაგრამ მე არ მინახავს. ვფიქრობ, თამადის ინსტიტუტი კარგი და დადებითია. ტრადიციულად, თრობა სირცხვილად მიიჩნეოდა. თუ ტრადიციებს მივდევთ, გავაკეთოთ ისე, როგორც წესია. არყით თრობა წარმოუდგენელი სირცხვილი იყო, ამ სასმლის მიღება შეიძლებოდა დილით ნაბახუსევზე, ან სამუშაოდ წასულს თუ Uშესცივდებოდა, შეიძლებოდა, ცოტა გასათბობად ''გადაეკრა''.

რასაკვირველია, ყანწის გამოცლა დასაშვები იყო, მაგრამ ამას აკეთებდა ის, ვისაც შეეძლო, დაელია ყანწით და შემდეგ ფხიზლად ყოფილიყო, ვისაც ამისი შნო არ ჰქონდა, ის არ ცლიდა ყანწს, იმიტომ რომ იცოდა, მერე უფრო დასცინებდნენ, თუ სიფხიზლეს ვერ შეინარჩუნებდა. სახლში მაქვს პაპაჩემის ნაქონი დიდი ყანწი, რომელშიც ჭიქა-ნახევარი სასმელი ჩადის, ამით დალევა ჩემთვის რიტუალია. ვიცი, რომ პაპაჩემს და ბევრ პატივსაცემ ადამიანს ეჭირა ხელში, მათ შორის - ქაქუცა ჩოლოყაშვილს, და სიამოვნებას მანიჭებს.

- გენდერულ თანასწორობაზე მინდა გკითხოთ, ჩვენს რეალობაში არსებობს გენდერული თანასწორობა?

- მე მგონი, არა, უმეტესად ქალი იჩაგრება. კაცი რომ ცოლს საკუთრებად თვლის, ეს უკვე დაჩაგვრაა. კაცობრიობა საკმარისად განვითარდა იმისათვის, რომ პიროვნება არავის საკუთრებად არ მიიჩნეოდეს. მიყვარს ერთია და ჩემი საკუთრებაა, ეგ - სხვა.

- ოჯახის უფროსის ფენომენზე რას ფიქრობთ?

- ოჯახის უფროსი მაინც მამაკაცია, იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს მეტი ფიზიკური ძალა და უმეტესწილად ისაა ოჯახის მარჩენალი, თუმცა ბოროტი ენები ამბობენ, რომ მამაკაცი თავია და ქალი კისერი, რომელიც ამ თავს ატრიალებს. კვერცხისა და ქათმის თეორიაა, რომელსაც ვერ ამოხსნი. ღმერთმა გაგვაჩინა კაცებადაც და ქალებადაც, ჩვენ ვავსებთ ერთმანეთს და რატომ უნდა ვექიშპოთ და რატომ უნდა ვამტკიცოთ, ვინაა მთავარი, ვერ ვხვდები. პატარა რომ ვიყავი, მეგონა, თუ არ დაუთმობ, უფრო მეტად ვაჟკაცი ხარ, მაგრამ მერე და მერე მამაჩემის სიტყვები გამახსენდა, მოთმინება უფრო მეტი ვაჟკაცობააო. ახალგაზრდობაში არ ვეთანხმებოდი ამას, 40-ს რომ გადავაბიჯე, ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დავრწმუნდი.

- დიმა, ქორწინებამდე წყვილის თანაცხოვრებასა და ზოგადად, გერლფრენდ-ბოიფრენდის თემაზე რას ფიქრობთ?

- ყველამ ინდივიდუალურად უნდა გააკეთოს არჩევანი, მაგრამ მე დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ გერლფრენდ-ბოიფრენდის ინსტიტუტში, მეტიც, უმეტესწილად ეს უფრო ამართლებს. რითი განსხვავდება ჩვეულებრივი მეგობრობა ცოლ-ქმრის მეგობრობისგან? სექსით. როცა სექსი აკავშირებს ადამიანებს, ეს სულ სხვა ურთიერთობაა, ამიტომ ადამიანს უნდა იცნობდე ყველა ასპექტში, რომ მერე მასთან გააგრძელო ცხოვრება. თუმცა ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს და თქვას, კდემამოსილება და პატიოსნება იკარგებაო. მორალურად რამდენად გამართლებულია ორი ადამიანის იძულებითი თანაცხოვრება, რომელთაც ერთმანეთი აღარ უყვართ? ზოგადად, სექსს ძალიან მძიმედ აღიქვამენ, თითქოს რაღაც კოშმარია. ნუ, რას ნიშნავს ეს? სექსი არის ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი მოთხოვნილება. ვისაც ვისთან უნდა, იმასთან უნდა დაამყაროს სქესობრივი კავშირი. თუ ადამიანს არ ჰყავს ქმარი ან ცოლი და ჰყავს ადამიანი, რომელთანაც აქვს სქესობრივი კავშირი, რა მოხდა მერე?!. ატყდება ხოლმე ერთი ამბავი, დედა, ეს იმასთან არის თურმეო,… და მერე რა? ეს იგივეა, ადამიანი მეგობრებთან ქეიფის გამო რომ გაკიცხო, ესეც გართობაა და ისიც. ადამიანი, რომელსაც სურს სექსი და ამ მხრივ დაკმაყოფილებულიცაა, სხვანაირად აზროვნებს და უფრო ადეკვატურია სამყაროს მიმართ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება