ბულგარელი ნათელმხილველი ვანგას წინასწარმეტყველებები, სიკვდილის შემდეგაც არ კარგავს აქტუალურობას. როგორც ცნობილია, ვანგამ სამყაროს ორი აღსასრული იწინასწარმეტყველა. პირველში დიდი ალბათობით, გამყინვარების პერიოდი იგულისხმება, რადგან აღსასრულს იგი შემდეგი სიტყვებით აღწერს: "როდესაც მზემ ზურგი შეაქცია დედამიწას", ხოლო მერე აღსასრულში, სავარაუდოდ, 2015 წლის მიწურული იგულისხმება. ამასთან ერთად, წინასწარმეტყველმა არაფერი თქვა რაიმე მოსალოდნელ კატასტროფასთან, ან სიკვდილთან დაკავშირებით, რის გამოც, წინასწარმეტყველების ეს ნაწილი საიდუმლოდ რჩება.
დაუჯეროს თუ არა ამ წინასწარმეტყველებას, ცალკეული ადამიანის გადასაწყვეტია.
ბულგარელი ნათელმხილველი საუბრობს იმაზე, რომ წლის დასაწყისშივე მსოფლიოს გლობალური ეკონომიკური კრიზისი შეიპყრობს, რომელიც მრავალ ქვეყანას ომის ზღვარზე დააყენებს. გარდა ამისა, ვანგას თქმით, გარდაუვალია გლობალური ცვლილებები, რომლებიც მსოფლიო კონფლიქტებთან და ტექნოლოგიურ ომთან იქნება დაკავშირებული და მსოფლიო რუკის მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. ნათელმხილველის თქმით, ნახევარი ევროპა, სამხრეთ ამერიკა და ასევე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მნიშვნელოვანი ნაწილი წყლის ქვეშ მოექცევა. წლის მეორე ნახევრიდან, ხალხის გადასახლება დაიწყება სამხრეთ ამერიკაში, კანადასა და რუსეთში. ამასთან, ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით, რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილს წყალი დაფარავს, რის გამოც, მოსახლეობა ქვეყნის ცენტრალური ნაწილისკენ გადაიხვეწება.
კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა შიმშილი გახდება, რომელიც აფრიკის კონტინენტზე დაისადგურებს. გარდა ამისა, ნათელმხილველი უამრავ ვირუსულ დაავადებებზე საუბრობს, რომელიც ბუნებას ჯერ არ უნახავს. ყველაფერთან ერთად, უნდა გვახსოვდეს, რომ ვანგას კონკრეტული თარიღები არასდროს დაუსახელებია და ეს მხოლოდ ვარაუდებია, რომლებსაც ვანგას წინასწარმეტყველებების გაშიფვრაზე მომუშავე ადამიანები გამოთქვამენ.