საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაიღვიძებს და გავარკვევ" - გეგა ჩიჩუას ოჯახის წევრებმა არ იციან, გახდა თუ არა ანა მარგველაშვილი მათი რძალი
"გაიღვიძებს და გავარკვევ" - გეგა ჩიჩუას ოჯახის წევრებმა არ იციან, გახდა თუ არა ანა მარგველაშვილი მათი რძალი

რე­ა­ლუ­რად, გა­თხოვ­და თუ არა ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ეს კი­თხვა ამ დრომ­დე პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია. Ambebi.ge-მ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის და გეგა ჩი­ჩუ­ას მე­გობ­რებ­თან სცა­და, თუმ­ცა მათ ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის­გან თავი შე­ი­კა­ვეს. Ambebi.ge მუ­სი­კოს ლე­ვან ჩი­ჩუ­ას და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც გე­გას ძმა არის.

- მარ­თლა იქორ­წი­ნა თქვენ­მა ძმამ ანა მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ნამ­დვი­ლად არ ვიცი, რად­გან მე სულ სტუ­დი­ა­ში ვარ და ვმუ­შა­ობ.

- "ფე­ის­ბუქ­ზე" ეწე­რათ...

- არ ვიცი, არ მი­ნა­ხავს.

- დიდი ხა­ნია შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან?

- რამ­დე­ნი ხა­ნია ერ­თად არი­ან. მათ ფო­ტო­ებ­ზეც მიხ­ვდე­ბით, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ.

- თქვენ­ზე და ანა­ზე და­დი­ო­და ჭო­რე­ბი, რომ ერ­თმა­ნე­თი გიყ­ვარ­დათ და ანა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" რე­პე­ტი­ცი­ებ­ზეც და­დი­ო­და თქვენ­თან ერ­თად. მა­შინ და­ი­წყო ანას და თქვე­ნი ძმის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა?

- არ ვიცი, მე არ ვე­რე­ვი ჩემი ძმის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, არც მისი და ანას ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მას თა­ვის ცხოვ­რე­ბა აქვს, მე ჩემი. ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვიცი, იქორ­წი­ნა თუ არა ანა­ზე, გა­იღ­ვი­ძებს და გა­ვარ­კვევ.

Ambebi.ge-ს ზა­რებს ლე­ვან ჩი­ჩუ­ამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღარ უპა­სუ­ხა. ჩვენ გე­გას ოჯახს და­ვუ­კავ­შირ­დით. კი­თხვა­ზე, იქორ­წი­ნა თუ არა გე­გამ ანა მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე, გვი­პა­სუ­ხეს, რომ ჯობ­და ამ თე­მა­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვად გე­გას­თან გვე­სა­უბ­რა, თუმ­ცა მან ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ინ­ფორ­მა­ცია ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გა­თხო­ვე­ბის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ გავ­რცელ­და, რაც წყვილ­მა Facebook-ზე მი­უ­თი­თა, რომ ისი­ნი და­ქორ­წინ­დნენ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

"გაიღვიძებს და გავარკვევ" - გეგა ჩიჩუას ოჯახის წევრებმა არ იციან, გახდა თუ არა ანა მარგველაშვილი მათი რძალი

"გაიღვიძებს და გავარკვევ" - გეგა ჩიჩუას ოჯახის წევრებმა არ იციან, გახდა თუ არა ანა მარგველაშვილი მათი რძალი

რეალურად, გათხოვდა თუ არა ანა მარგველაშვილი, ეს კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია.  Ambebi.ge-მ ინფორმაციის გადამოწმება ანა მარგველაშვილის და გეგა ჩიჩუას მეგობრებთან სცადა, თუმცა მათ ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავეს. Ambebi.ge მუსიკოს ლევან ჩიჩუას დაუკავშირდა, რომელიც გეგას ძმა არის.

- მართლა იქორწინა თქვენმა ძმამ ანა მარგველაშვილზე?

- ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ნამდვილად არ ვიცი, რადგან მე სულ სტუდიაში ვარ და ვმუშაობ.

- "ფეისბუქზე" ეწერათ...

- არ ვიცი, არ მინახავს.

- დიდი ხანია შეყვარებულები არიან?

- რამდენი ხანია ერთად არიან. მათ ფოტოებზეც მიხვდებით, რომ შეყვარებულები იყვნენ.

- თქვენზე და ანაზე დადიოდა ჭორები, რომ ერთმანეთი გიყვარდათ და ანა "ცეკვავენ ვარსკვლავების" რეპეტიციებზეც დადიოდა თქვენთან ერთად. მაშინ დაიწყო ანას და თქვენი ძმის სასიყვარულო ურთიერთობა?

- არ ვიცი, მე არ ვერევი ჩემი ძმის პირად ცხოვრებაში, არც მისი და ანას ურთიერთობაში. მას თავის ცხოვრება აქვს, მე ჩემი. ჯერჯერობით არ ვიცი, იქორწინა თუ არა ანაზე, გაიღვიძებს და გავარკვევ.

Ambebi.ge-ს ზარებს ლევან ჩიჩუამ მოგვიანებით აღარ უპასუხა. ჩვენ გეგას ოჯახს დავუკავშირდით. კითხვაზე, იქორწინა თუ არა გეგამ ანა მარგველაშვილზე, გვიპასუხეს, რომ ჯობდა ამ თემაზე მოგვიანებით თავად გეგასთან გვესაუბრა, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ანა მარგველაშვილის გათხოვების შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც წყვილმა Facebook-ზე მიუთითა, რომ ისინი დაქორწინდნენ.

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია