პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიები ქართულ სპორტში - რამდენ მილიონს მიიღებს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონობისთვის
პრემიები ქართულ სპორტში - რამდენ მილიონს მიიღებს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონობისთვის

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიმ­დი­ნა­რე წლის 6 იან­ვრის ნო­მერ 39-ე დად­გე­ნი­ლე­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტსმენ­თა ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო მიზ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მის" შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე შე­ვი­და ძა­ლა­ში.

ის ქარ­თველ სპორ­ტსმე­ნებს დიდ სი­კე­თეს ჰპირ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით - მო­მა­ვა­ლი წლი­დან, როცა სა­ლი­ცენ­ზიო შე­ჯიბ­რე­ბე­ბი გა­ხურ­დე­ბა, ფე­დე­რა­ცი­ე­ბი კი აქამ­დე უპ­რე­ცე­დენ­ტო მა­ტე­რი­ა­ლურ წა­ხა­ლი­სე­ბას მი­ი­ღე­ბენ - 85 ათას ლარს ყო­ველ მო­პო­ვე­ბულ ლი­ცენ­ზი­ა­ზე.

ადრე მსგავ­სი რამ სა­ერ­თოდ არ ხდე­ბო­და ქარ­თულ სპორ­ტში, თუმ­ცა უცხო­ეთ­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი და მი­ღე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. უდა­ვოა - ეს დიდი სტი­მუ­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ფე­დე­რა­ცი­ე­ბის­თვის.

ახა­ლი დად­გე­ნი­ლე­ბით მკა­ფი­ოდ გა­ნი­სა­ზღვრა საპ­რე­მიო თან­ხა ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლო­ბებ­ზე, ოლიმ­პი­ა­და­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბის­თვის, აგ­რეთ­ვე - გუნ­დურ სა­ხე­ო­ბებ­ში მიღ­წე­უ­ლის­თვის.

ეს აქამ­დეც ხდე­ბო­და და ამა­ში ნო­ვა­ცია არა­ფე­რია, თუ ზოგ შემ­თხვე­ვა­ში საპ­რე­მიო თან­ხის გაზ­რდილ ოდე­ნო­ბას არ მი­ვიჩ­ნევთ, მაგ­რამ ის კი სი­ახ­ლეა, რომ საპ­რე­მიო სი­ა­ში შე­ვი­და მსოფ­ლი­ოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლიც. სამ­წუ­ხა­როდ, ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არაა ევ­რო­პის ახალ­გაზ­რდუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი.

ახა­ლი დად­გე­ნი­ლე­ბით, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ჯილ­დოდ 170 000 ლარს მი­ი­ღებს, ვერ­ცხლის მე­და­ლო­სა­ნი - 102 000, ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ორს კი 68 000 ლარი ერ­გე­ბა.

ამას­თან, ოლიმ­პი­ა­და­ზე და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან კი­დევ სამ მომ­დევ­ნო სა­ფე­ხურ­ზე გა­სუ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი, რაც ად­რეც ხდე­ბო­და და ამა­ში სი­ახ­ლე არაა. თუმ­ცა ხაზ­გას­მით შევ­ნიშ­ნავთ, რომ ეს ეხე­ბა მხო­ლოდ ოლიმ­პი­ა­დას და არ ვრცელ­დე­ბა ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე.

ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე IV ად­გი­ლის სარ­გო 20 400 ლა­რია, V-სი - 13 600, VI ად­გი­ლი­სა კი - 6 800 ლარი.

გუნ­დურ სა­ხე­ო­ბა­ში ოლიმ­პი­ა­და­ზე გა­მარ­ჯვე­ბა 340 ათას ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი, მე­ო­რე­ზე გას­ვლა - 204 ათა­სად, მე­სა­მე­ზე - 136 ათა­სად, და­ნარ­ჩე­ნი სამი ად­გი­ლი კი ასეა შე­ფა­სე­ბუ­ლი: შე­სა­ბა­მი­სად, 40 800, 27 200 და 13 600 ლარი.

მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნო­ბის მო­პო­ვე­ბის­თვის ათ­ლე­ტი ჯილ­დოდ 85 000 ლარს მი­ი­ღებს, მე­ო­რე­ად­გი­ლო­სა­ნი - 68 000, მე­სა­მე პრი­ზი­ო­რი - 51 000, თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს ქვე­მოთ მო­ცე­მულ ცხრილ­ში დე­ტა­ლუ­რად იხი­ლავთ და აქ დაწ­ვრი­ლე­ბით არ შევ­ჩერ­დე­ბით, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ყუ­რა­დღე­ბო დე­ტალ­ზე ვი­სა­უბ­რებთ.

რო­გორც გი­თხა­რით, ამი­ე­რი­დან საპ­რე­მიო ანა­ზღა­უ­რე­ბას მი­ი­ღე­ბენ მსოფ­ლი­ოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ოლიმ­პი­ა­დე­ბის მე­და­ლოს­ნე­ბიც. აქვე შევ­ნიშ­ნავთ, რომ ამ გან­კარ­გუ­ლე­ბით სრო­ლის სა­ხე­ო­ბებ­ში (ტყვი­ი­სა და სას­ტენ­დო სრო­ლა) და "თა­ვი­სუ­ფალ­სა" და ბერ­ძნულ-რო­მა­ულ ჭი­და­ო­ბებ­ში მსოფ­ლი­ოს თასი გა­ი­გი­ვე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­თან ანუ მისი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბიც ზუს­ტად იმა­ვე ნიხ­რით და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან, თუმ­ცა დო­კუ­მენ­ტში ეს შე­ჯიბ­რე­ბე­ბი ცოტა გა­ურ­კვევ­ლად წე­რია.

იქ წე­რია, რომ "მე-2 მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი პრი­ზე­ბი ვრცელ­დე­ბა სრო­ლის სა­ხე­ო­ბებ­ში მსოფ­ლი­ოს თა­სის ფი­ნა­ლურ გა­თა­მა­შე­ბა­სა და ბერ­ძნულ-რო­მა­ულ­სა და თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში მსოფ­ლი­ოს თას­ზე მიღ­წე­ულ ანა­ლო­გი­ურ შე­დე­გებ­ზე".

ბუნ­დო­ვა­ნი სწო­რედ ესაა - რა იგუ­ლის­ხმე­ბა სრო­ლის სა­ხე­ო­ბებ­ში მსოფ­ლი­ოს თა­სის ფი­ნა­ლურ გა­თა­მა­შე­ბა­ში ან - ჭი­და­ო­ბე­ბის მსოფ­ლი­ოს თას­ზე? სა­ვა­რა­უ­დოდ, ტყვი­ის სრო­ლა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა მსოფ­ლი­ოს სუ­პერ­თა­სი და არა მსოფ­ლი­ოს თა­სის ცალ­კე­უ­ლი ეტა­პე­ბი, რაც წე­ლი­წად­ში ოთხჯერ ტარ­დე­ბა...

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პრემიები ქართულ სპორტში - რამდენ მილიონს მიიღებს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონობისთვის

პრემიები ქართულ სპორტში - რამდენ მილიონს მიიღებს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონობისთვის

საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 6 იანვრის ნომერ 39-ე დადგენილება "საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" შესახებ გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.

ის ქართველ სპორტსმენებს დიდ სიკეთეს ჰპირდება. განსაკუთრებით - მომავალი წლიდან, როცა სალიცენზიო შეჯიბრებები გახურდება, ფედერაციები კი აქამდე უპრეცედენტო მატერიალურ წახალისებას მიიღებენ - 85 ათას ლარს ყოველ მოპოვებულ ლიცენზიაზე.

ადრე მსგავსი რამ საერთოდ არ ხდებოდა ქართულ სპორტში, თუმცა უცხოეთში აპრობირებული და მიღებული პროექტია. უდავოა - ეს დიდი სტიმული იქნება ჩვენი ფედერაციებისთვის.

ახალი დადგენილებით მკაფიოდ განისაზღვრა საპრემიო თანხა ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე, ოლიმპიადაზე მოპოვებული წარმატებისთვის, აგრეთვე - გუნდურ სახეობებში მიღწეულისთვის.

ეს აქამდეც ხდებოდა და ამაში ნოვაცია არაფერია, თუ ზოგ შემთხვევაში საპრემიო თანხის გაზრდილ ოდენობას არ მივიჩნევთ, მაგრამ ის კი სიახლეა, რომ საპრემიო სიაში შევიდა მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიც. სამწუხაროდ, ჩამონათვალში არაა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები.

ახალი დადგენილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ჯილდოდ 170 000 ლარს მიიღებს, ვერცხლის მედალოსანი - 102 000, ბრინჯაოს პრიზიორს კი 68 000 ლარი ერგება.

ამასთან, ოლიმპიადაზე დაჯილდოვდებიან კიდევ სამ მომდევნო საფეხურზე გასული სპორტსმენები, რაც ადრეც ხდებოდა და ამაში სიახლე არაა. თუმცა ხაზგასმით შევნიშნავთ, რომ ეს ეხება მხოლოდ ოლიმპიადას და არ ვრცელდება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე.

ოლიმპიურ თამაშებზე IV ადგილის სარგო 20 400 ლარია, V-სი - 13 600, VI ადგილისა კი - 6 800 ლარი.

გუნდურ სახეობაში ოლიმპიადაზე გამარჯვება 340 ათას ლარადაა შეფასებული, მეორეზე გასვლა - 204 ათასად, მესამეზე - 136 ათასად, დანარჩენი სამი ადგილი კი ასეა შეფასებული: შესაბამისად, 40 800, 27 200 და 13 600 ლარი.

მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვებისთვის ათლეტი ჯილდოდ 85 000 ლარს მიიღებს, მეორეადგილოსანი - 68 000, მესამე პრიზიორი - 51 000, თუმცა ამ ყველაფერს ქვემოთ მოცემულ ცხრილში დეტალურად იხილავთ და აქ დაწვრილებით არ შევჩერდებით, მხოლოდ რამდენიმე საყურადღებო დეტალზე ვისაუბრებთ.

როგორც გითხარით, ამიერიდან საპრემიო ანაზღაურებას მიიღებენ მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიადების მედალოსნებიც. აქვე შევნიშნავთ, რომ ამ განკარგულებით სროლის სახეობებში (ტყვიისა და სასტენდო სროლა) და "თავისუფალსა" და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობებში მსოფლიოს თასი გაიგივებულია მსოფლიოს ჩემპიონატთან ანუ მისი გამარჯვებულებიც ზუსტად იმავე ნიხრით დაჯილდოვდებიან, თუმცა დოკუმენტში ეს შეჯიბრებები ცოტა გაურკვევლად წერია.

იქ წერია, რომ "მე-2 მუხლით გათვალისწინებული ფულადი პრიზები ვრცელდება სროლის სახეობებში მსოფლიოს თასის ფინალურ გათამაშებასა და ბერძნულ-რომაულსა და თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს თასზე მიღწეულ ანალოგიურ შედეგებზე".

ბუნდოვანი სწორედ ესაა - რა იგულისხმება სროლის სახეობებში მსოფლიოს თასის ფინალურ გათამაშებაში ან - ჭიდაობების მსოფლიოს თასზე? სავარაუდოდ, ტყვიის სროლაში იგულისხმება მსოფლიოს სუპერთასი და არა მსოფლიოს თასის ცალკეული ეტაპები, რაც წელიწადში ოთხჯერ ტარდება...

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია