პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიჭიერ ამალია ჯიბლაძეს ევროკავშირის ყოფილი ელჩი კულისებში ჩაეხუტა - რა მოხდა შოუს დასრულების შემდეგ
ნიჭიერ ამალია ჯიბლაძეს ევროკავშირის ყოფილი ელჩი კულისებში ჩაეხუტა - რა მოხდა შოუს დასრულების შემდეგ

ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე, გუ­შინ "ნი­ჭი­ე­რის" კი­დევ 3 ფი­ნა­ლის­ტი გა­მო­ავ­ლი­ნეს. პრო­ექ­ტის ფი­ნალ­ში მოხ­ვდნენ ჯგუ­ფი "ლილე", ამა­ლია ჯიბ­ლა­ძე და თეკ­ლა ას­ლა­ნი­კაშ­ვი­ლი. შოუს ეს­წრე­ბო­და ევ­რო­კავ­ში­რის ყო­ფი­ლი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში ფი­ლიპ დი­მიტ­რო­ვი, რო­მელ­მაც "ნი­ჭი­ე­რის" შემ­ქმნე­ლებს შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. კონ­ცერ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი კუ­ლი­სებ­ში ამა­ლია ჯიბ­ლა­ძეს შეხ­ვდა და მის­თვის კომ­პლი­მენ­ტე­ბი არ და­ი­შუ­რა.

ამა­ლია ჯიბ­ლა­ძე:

- ფი­ლიპ დი­მიტ­რო­ვი სა­სი­ა­მოვ­ნოდ მე­სა­უბ­რა, მი­თხრა, არ მე­გო­ნა ასე კარ­გად თუ მღე­რო­დი­თო. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ. სა­დაც კი მიმ­ღე­რია, ასე­თი მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა არ მი­მი­ღია. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ ხალ­ხის, ჟი­უ­რის და ელ­ჩის შე­ფა­სე­ბით. იმე­დი მაქვს მო­მა­ვალ­შიც კარგ შე­ფა­სე­ბებს მი­ვი­ღებ.

- ელო­დით ასე­თი შე­დეგს?

- ვხვდე­ბო­დი, რომ ფი­ნალ­ში მოვ­ხვდე­ბო­დი, ეს პირ­ველ რიგ­ში დიდი ბრძო­ლაა, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ. არ ვიცი, რას ვიმ­ღე­რებ ფი­ნალ­ში, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. და­დე­ბი­თი და სა­სი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­ე­ბით ვარ ახლა დატ­ვირ­თუ­ლი.

- სტრეს­მა გა­გი­ა­რათ?

- კი. და­მეხ­მარ­ნენ მე­ზობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი და სიმ­ღე­რა. მე, რო­გორც ადა­მი­ა­ნი შე­ვიც­ვა­ლე ამ პრო­ექ­ტის მერე, ცხოვ­რე­ბის ხა­ლი­სი გა­მიჩ­ნდა, სხვა­ნა­ი­რად ვუ­ყუ­რებ ყვე­ლა­ფერს, ნამ­დვილ ზღა­პარ­ში მოვ­ხვდი და რომ ვუ­ყუ­რებ, რაც ხდე­ბა ჩემს გარ­შე­მო, დამ­თავ­რდე­ბა და ისევ ისე იქ­ნე­ბა, რო­გორც წარ­სულ­ში. არ ვნა­ნობ აქ მოხ­ვედ­რას და მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ხელი მკრა აქ მო­სახ­ვედ­რად.

კორ­ნე­ლი მა­ი­საშ­ვილ­მა "ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნა­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ში­ში ნო­მე­რი შე­ას­რუ­ლა, რო­მე­ლიც მძი­მე სა­ნა­ხა­ვი იყო, ამი­ტომ ჟი­უ­რის წევ­რებ­მა წი­თელ იქ­სებს და­ა­ჭი­რეს ხელი და კონ­კურ­სანტს ნო­მე­რი შე­ა­წყვე­ტი­ნეს. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამას პრო­ექ­ტის პრო­დუ­სე­რე­ბის გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ას და დემ­ნა ჯა­ფა­რი­ძის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა.

- გი­ორ­გი, მარ­თა­ლია, რომ კორ­ნე­ლი მა­ი­საშ­ვი­ლის გა­მოს­ვლის დროს ჟი­უ­რის წევ­რებს გა­უბ­რაზ­დით?

- არ გავ­ბრაზ­დით, უბ­რა­ლოდ, თვალ­ზე რომ ირტყამ­და კორ­ნე­ლი, ნი­კამ და­ა­ჭი­რა წი­თელს და სხვე­ბიც აყვნენ. იმი­ტომ არის იქ­სე­ბი, რომ ლა­ი­ვის დრო­საც და­ა­ჭი­როს ხელი ჟი­უ­რიმ. მაგ­რამ უნდა ახ­სნა, რა­ტომ გა­ა­კე­თე ეს, ისე გა­მო­ვი­და, რომ და­ა­ჭი­რეს, გა­ა­ჩე­რეს კორ­ნე­ლი და შემ­დეგ შე­ა­ქეს. ჩვენ ვუ­თხა­რით, რა­ტომ და­ა­ჭი­რეთ-თქო, თვი­თონ კორ­ნე­ლიც ვერ მიხ­ვდა, რა­ტომ მოხ­და ეს და ჩვენ­თან მო­ვი­და. თუ აჭერ, რა­ღას აქებ? ეს იყო და ეს, სხვა არა­ფე­რი.

- დღე­ვან­დელ გა­და­ცე­მას რო­გორ შე­ა­ფა­სებ, რამ­დე­ნად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო ჟი­უ­რიმ და მა­ყუ­რე­ბელ­მა?

- კი­დევ უფრო ბრწყივ­ნა­ლე იყო, ვიდ­რე პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა. კარ­გია, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ობი­ექ­ტუ­რია და სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს, ფი­ნალ­ში გა­და­ვი­და "ლილე". რაც შე­ე­ხე­ბა ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ამა­ლია უპი­რო­ბოდ ყვე­ლა­ზე კარ­გი მომ­ღე­რა­ლია. კარ­გია, რომ ბედ­ნი­ე­რი "ჰეფი ენ­დით" მთავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ნიჭიერ ამალია ჯიბლაძეს ევროკავშირის ყოფილი ელჩი კულისებში ჩაეხუტა - რა მოხდა შოუს დასრულების შემდეგ

ნიჭიერ ამალია ჯიბლაძეს ევროკავშირის ყოფილი ელჩი კულისებში ჩაეხუტა - რა მოხდა შოუს დასრულების შემდეგ

ფილარმონიის სცენაზე, გუშინ "ნიჭიერის" კიდევ 3 ფინალისტი გამოავლინეს. პროექტის ფინალში მოხვდნენ ჯგუფი "ლილე", ამალია ჯიბლაძე და თეკლა ასლანიკაშვილი. შოუს ესწრებოდა ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, რომელმაც "ნიჭიერის" შემქმნელებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი კულისებში ამალია ჯიბლაძეს შეხვდა და მისთვის კომპლიმენტები არ დაიშურა.

ამალია ჯიბლაძე:

- ფილიპ დიმიტროვი სასიამოვნოდ მესაუბრა, მითხრა, არ მეგონა ასე კარგად თუ მღეროდითო. ძალიან გახარებული ვარ. სადაც კი მიმღერია, ასეთი მაღალი შეფასება არ მიმიღია. ძალიან კმაყოფილი ვარ ხალხის, ჟიურის და ელჩის შეფასებით. იმედი მაქვს მომავალშიც კარგ შეფასებებს მივიღებ.

- ელოდით ასეთი შედეგს?

- ვხვდებოდი, რომ ფინალში მოვხვდებოდი, ეს პირველ რიგში დიდი ბრძოლაა, მაგრამ სინამდვილეში დიდ სიამოვნებას ვიღებ. არ ვიცი, რას ვიმღერებ ფინალში, მაგრამ საინტერესო იქნება. დადებითი და სასიამოვნო ემოციებით ვარ ახლა დატვირთული.

- სტრესმა გაგიარათ?

- კი. დამეხმარნენ მეზობლები, მეგობრები და სიმღერა. მე, როგორც ადამიანი შევიცვალე ამ პროექტის მერე, ცხოვრების ხალისი გამიჩნდა, სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს, ნამდვილ ზღაპარში მოვხვდი და რომ ვუყურებ, რაც ხდება ჩემს გარშემო, დამთავრდება და ისევ ისე იქნება, როგორც წარსულში. არ ვნანობ აქ მოხვედრას და მადლობა ყველას, ვინც ხელი მკრა აქ მოსახვედრად.

კორნელი მაისაშვილმა "ნიჭიერის" სცენაზე რამდენიმე საშიში ნომერი შეასრულა, რომელიც მძიმე სანახავი იყო, ამიტომ ჟიურის წევრებმა წითელ იქსებს დააჭირეს ხელი და კონკურსანტს ნომერი შეაწყვეტინეს. ჩვენი ინფორმაციით, ამას პროექტის პროდუსერების გიორგი ხაბურზანიას და დემნა ჯაფარიძის უკმაყოფილება მოჰყვა.

- გიორგი, მართალია, რომ კორნელი მაისაშვილის გამოსვლის დროს ჟიურის წევრებს გაუბრაზდით?

- არ გავბრაზდით, უბრალოდ, თვალზე რომ ირტყამდა კორნელი, ნიკამ დააჭირა წითელს და სხვებიც აყვნენ. იმიტომ არის იქსები, რომ ლაივის დროსაც დააჭიროს ხელი ჟიურიმ. მაგრამ უნდა ახსნა, რატომ გააკეთე ეს, ისე გამოვიდა, რომ დააჭირეს, გააჩერეს კორნელი და შემდეგ შეაქეს. ჩვენ ვუთხარით, რატომ დააჭირეთ-თქო, თვითონ კორნელიც ვერ მიხვდა, რატომ მოხდა ეს და ჩვენთან მოვიდა. თუ აჭერ, რაღას აქებ? ეს იყო და ეს, სხვა არაფერი.

- დღევანდელ გადაცემას როგორ შეაფასებ, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ჟიურიმ და მაყურებელმა?

- კიდევ უფრო ბრწყივნალე იყო, ვიდრე პირველი გადაცემა. კარგია, რომ ქართველი ხალხი ობიექტურია და სწორ გადაწყვეტილებას იღებს, ფინალში გადავიდა "ლილე". რაც შეეხება ჟიურის გადაწყვეტილებას, ამალია უპირობოდ ყველაზე კარგი მომღერალია. კარგია, რომ ბედნიერი "ჰეფი ენდით" მთავრდება ყველაფერი.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება