რამდენი წლის უნდა გათხოვდეს გოგონა? - ამ კითხვით კახეთის საინფორმაციო ცენტრმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალასა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოქალაქეები გამოკითხა. რესპოდენტების თქმით, მათ სოფლებში გოგონებს 13-14 წლის ასაკშიც ათხოვებენ.
"გოგო 12 -13 წლის როცა არის, დაინიშნება ხოლმე. 15, 16 და 14 წლისებსაც ათხოვებენ. არის შემთხვევები, როცა გოგოს არ უნდა, მაგრამ მშობლები მაინც ათხოვებენ. ზოგჯერ გოგო ბიჭს არ უყვარს, ერთმანეთს ვერ უგებენ და ჩხუბი მიდის",- ამბობენ გამოკითხული რესპოდენტები.
ადრეულ ასაკში შვილის გათხოვების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი საქმროს ოჯახის ფინანსური მდგომარეობაა. გამოკითხულთა განცხადებით, საქმროს მშობლებს გოგონას ოჯახში 10-15 ათასი ლარის ძვირფასეულობა მიაქვთ. ხშირად ამ გარიგებებს ოჯახის უფროსები აწარმოებენ და არა თავად დასაქორწინებელი წყვილი. არის შემთხვევები, როცა გოგო და ბიჭი ისე ქორწინდება, საერთოდ არ იცნობს ერთმანეთს.
"ბიჭის ოჯახმა ფული უნდა მისცეს, მშობლები თანხმდებიან და ასე ქორწინდებიან. თუ ვერ მიიტანა ბიჭის ოჯახმა ეს თანხა, უქალოდ დარჩება. მე რომ დავქორწინდი, მარტო ქორწილში წავედი, დანარჩენი მამაჩემმა თვითონ გააკეთა", - ამბობს სოფელ კაბალის მკვიდრი.
წყარო: ick.ge