მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟვანიას საქმეზე ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე პროკურატურა განმარტებას აკეთებს
ჟვანიას საქმეზე ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე პროკურატურა განმარტებას აკეთებს

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა გან­მარ­ტავს, რომ ძა­ძა­მი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იმ მო­ტი­ვით შე­ეც­ვა­ლა გი­რა­ო­თი, რომ საქ­მის გან­ხილ­ვის 9-თვი­ა­ნი ვადა გა­ჭი­ა­ნურ­და.

"სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის თა­ნახ­მად, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბის სა­ერ­თო ვადა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს ცხრა თვეს. მო­ცე­მულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მ. ძა­ძა­მი­ამ და კ. ხარ­ში­ლა­ძემ გა­მო­ი­ყე­ნეს მათ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა და აირ­ჩი­ეს ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში გან­სა­ხილ­ვე­ლად დრო­უ­ლად წა­რი­მარ­თა, ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის შერ­ჩე­ვის რთუ­ლი და ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სის და­წყე­ბის გამო ვერ მო­ხერ­ხდა საქ­მე­ზე სწრა­ფი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

ნა­ფიც მსა­ჯულ­თა გან­სჯა­დო­ბას მი­კუთ­ვნე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა გან­ხილ­ვის და­წყე­ბას მათი შერ­ჩე­ვის პრო­ცე­დუ­რა აჭი­ა­ნუ­რებს. რო­გორც სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კა ცხად­ყოფს, შერ­ჩე­ვის სხდო­მა­ზე ცხად­დე­ბა კან­დი­დატ­თა 40%, რაც ძალ­ზე მწი­რი რე­სურ­სია ობი­ექ­ტურ მსა­ჯულ­თა შე­სარ­ჩე­ვად. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის ნა­ფიც მსა­ჯულ­თა შე­სარ­ჩე­ვად სა­სა­მარ­თლოს უხ­დე­ბა და­მა­ტე­ბით არა­ერ­თი შერ­ჩე­ვის სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბა, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია დრო­ის დიდ და­ნა­ხარ­ჯებ­თან", - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ძა­ძა­მი­ას და ხარ­ში­ლა­ძის ბრალ­დე­ბის საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად წა­რი­მარ­თა ჯერ კი­დევ 2014 წლის 17 სექ­ტემ­ბერს, წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა გა­ი­მარ­თა 22 სექ­ტემ­ბერს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას შემ­დეგ სამი თვე გა­ვი­და, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით სა­სა­მარ­თლოს მიერ შერ­ჩე­უ­ლია მხო­ლოდ ერთი ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი, მა­შინ რო­დე­საც კი­დევ ცა­მე­ტი მსა­ჯუ­ლია შე­სარ­ჩე­ვი.

"ხსე­ნე­ბუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ნა­ი­დან საქ­მე­ზე იწუ­რე­ბა ცხრა თვი­ა­ნი სა­პა­ტიმ­რო ვადა, პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ბრალ­დე­ბულ ძა­ძა­მი­ას მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა არა­სა­პა­ტიმ­რო აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა გი­რა­ოს სა­ხით.

დღე­ი­სათ­ვის ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც და­ი­წყე­ბა საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა", - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

ძა­ძა­მი­ას ბრა­ლად ედე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბა მის­და­მი და­უ­დე­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ას მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­წყე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 342-ე მე-2 ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 4 წლამ­დე ვა­დით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ჟვანიას საქმეზე ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე პროკურატურა განმარტებას აკეთებს

ჟვანიას საქმეზე ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე პროკურატურა განმარტებას აკეთებს

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ მიხეილ ძაძამიას გათავისუფლების თაობაზე, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ ძაძამიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე იმ მოტივით შეეცვალა გირაოთი, რომ საქმის განხილვის 9-თვიანი ვადა გაჭიანურდა.

"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებმა მ. ძაძამიამ და კ. ხარშილაძემ გამოიყენეს მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და აირჩიეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის მიერ საქმე სასამართლოში განსახილველად დროულად წარიმართა, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის რთული და ხანგრძლივი პროცესის დაწყების გამო ვერ მოხერხდა საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება.

ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის დაწყებას მათი შერჩევის პროცედურა აჭიანურებს. როგორც სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, შერჩევის სხდომაზე ცხადდება კანდიდატთა 40%, რაც ძალზე მწირი რესურსია ობიექტურ მსაჯულთა შესარჩევად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობით საჭირო რაოდენობის ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად სასამართლოს უხდება დამატებით არაერთი შერჩევის სხდომის ჩატარება, რაც დაკავშირებულია დროის დიდ დანახარჯებთან", - აცხადებენ პროკურატურაში.

საგამოძიებო უწყების განმარტებით, ძაძამიას და ხარშილაძის ბრალდების საქმე სასამართლოში არსებითად განსახილველად წარიმართა ჯერ კიდევ 2014 წლის 17 სექტემბერს, წინასასამართლო სხდომა გაიმართა 22 სექტემბერს. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ სამი თვე გავიდა, დღეის მდგომარეობით სასამართლოს მიერ შერჩეულია მხოლოდ ერთი ნაფიცი მსაჯული, მაშინ როდესაც კიდევ ცამეტი მსაჯულია შესარჩევი.

"ხსენებულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმეზე იწურება ცხრა თვიანი საპატიმრო ვადა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულ ძაძამიას მიმართ გამოყენებული იქნა არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიება გირაოს სახით.

დღეისათვის ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი გრძელდება, რის შემდეგაც დაიწყება საქმის არსებითი განხილვა", - აცხადებენ პროკურატურაში.

ძაძამიას ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება.

მიხეილ ძაძამიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ