მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ სცვივა წარბები და წამწამები ლიზა ყენიას - ''არ მინდა, კონკურსების მერე რომელიმე კაფეში ვიმღერო...''
რატომ სცვივა წარბები და წამწამები ლიზა ყენიას - ''არ მინდა, კონკურსების მერე რომელიმე კაფეში ვიმღერო...''

მაია ჯა­ბუ­ას 16 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ლიზა ყე­ნია "ერთი ერ­თშის" ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მო­ნა­წი­ლეა, თუმ­ცა სცე­ნა­ზე აშ­კა­რად თავს ისე გრძნობს, რო­გორც თევ­ზი წყალ­ში. უკვე მა­მა­კა­ცი შემ­სრუ­ლებ­ლის, ბრუ­ნო მარ­სის რო­ლის მორ­გე­ბაც მო­ას­წრო და ამ­ბობს, რომ ამის­თვის ერთი კვი­რა სულ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის კამ­პა­ნი­ა­ში ატა­რებ­და დროს, რათა ბი­ჭის მიხვრა-მოხვრა კარ­გად შე­ეთ­ვი­სე­ბი­ნა. ლიზა ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლია, რომ თა­ვი­სი კა­რი­ე­რა გა­ნა­ვი­თა­როს, თუმ­ცა უცხო­ეთს უმიზ­ნებს.

- "ერთი ერ­თში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რომ შე­მომ­თა­ვა­ზეს, ბევ­რი არ მი­ფიქ­რია, რად­გან მომ­წონ­და პრო­ექ­ტი და მა­ნამ­დე უკვე ნა­ფიქ­რი მქონ­და, რა სირ­თუ­ლე­ე­ბი შე­იძ­ლე­ბო­და შემ­ხვედ­რო­და, რა­ღაც­ნა­ი­რად ჩემი გა­და­ცე­მაა და მომ­წონს გარ­და­სახ­ვა. ასე­ვე მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რა ხდე­ბო­და შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. ამ პრო­ექ­ტი­დან უამ­რავ რა­მეს ვსწავ­ლობ, მა­კი­ა­ჟი­დან და­წყე­ბუ­ლი იმით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რო­გორ არ­ჩევს კოს­ტი­უმს პრო­ექ­ტის დი­ზა­ი­ნე­რი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს მო­მა­ვალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­მად­გე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ში­ნა­გა­ნად ამ პრო­ექ­ტის­თვის მზად ვი­ყა­ვი, უფრო რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე მე წარ­მო­მედ­გი­ნა. 5 დღე გვაქვს იმის­თვის, რომ პერ­სო­ნა­ჟის როლი მო­ვირ­გოთ, რაც ძა­ლი­ან ცოტა დროა.

- სა­ხეს არ ვნებს? ადრე ან­რიმ გვი­თხრა, სახე ამე­ხაო.

- მეც ახე­უ­ლი მაქვს (იცი­ნის), მაგ­რამ მე­ო­რე ლა­ივ­ზე ერთ-ერ­თმა კომ­პა­ნი­ამ გად­მომ­ცა სა­ხის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. მხო­ლოდ სა­ხეს არ ვნებს, მცვი­ვა წარ­ბე­ბი, წამ­წა­მე­ბი, თმა, რად­გან წე­ბო­თი მა­მაგ­რე­ბენ თმა­საც და წარბსაც (იღი­მის). 100%-ით გად­მო­აქვთ ის იმი­ჯი, რაც მომ­ღე­რალს კონ­კრე­ტულ ვი­დე­ო­ში ან ლა­ივ­ზე აქვს.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად ვისი გან­სა­ხი­ე­რე­ბა გა­გი­ჭირ­და?

- ბრუ­ნო მარ­სის, რა თქმა უნდა, რად­გან სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლამ­დე ვი­ნერ­ვი­უ­ლე. ის დღე­ე­ბი ბი­ჭუ­რი ცხოვ­რე­ბით ვი­ცხოვ­რე, ბი­ჭუ­რად, კა­ცურ თე­მებ­ზე ვლა­პა­რა­კობ­დი და მთე­ლი დღე კა­ცებ­თან ერ­თად ვი­დე­ქი. გა­თე­ნე­ბამ­დე ვუ­ყუ­რებ­დი მის ლა­ი­ვებს, ხმას ფი­ზი­კუ­რად ვერ და­ვამ­სგავ­სებ­დი, და­ნარ­ჩე­ნით კმა­ყო­ფი­ლი დავ­რჩი.

- რო­გორ ფიქ­რობ, რა არის სა­ჭი­რო ამ­გვარ პრო­ექ­ტში გა­სა­მარ­ჯვებ­ლად?

- შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, რად­გან შენ თავ­თა­ნაც მარ­თა­ლი ხარ, როცა იცი, შენი მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თე, არ და­ი­შუ­რე ენერ­გია. რე­ა­ლუ­რად მე ასე ვცხოვ­რობ. ვინც მე­სი­ჯებს მიგ­ზავ­ნის, მას დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი ტუ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­ექ­ტი­დან არ ვარ­დე­ბი, ორ­მა­გად ფიქ­რობ ბრძო­ლა­ზე, ყო­ვე­ლი ქულა და დღე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ფი­ნალ­ში ყვე­ლა­ფე­რი გიგ­როვ­დე­ბა, ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი მა­ღალ დო­ნე­ზე უნდა გა­ა­კე­თო.

- სცე­ნა­ზე თავს ისე გრძნობ, რო­გორც თევ­ზი წყალ­ში. პრო­ექ­ტის­გან უფრო მეტ პო­პუ­ლა­რო­ბას ელი?

- შე­იძ­ლე­ბა, კუ­ლი­სებ­ში მოვ­კვდე ნერ­ვი­უ­ლო­ბით, შე­იძ­ლე­ბა, თავი ამ­ტკივ­დეს, მაგ­რამ სცე­ნა­ზე გა­სუ­ლი ყვე­ლა­ზე დიდ ად­რე­ნა­ლინს ვი­ღებ. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვგრძნობ, ეს არის ჩემი საქ­მე, რომ სცე­ნა­ზე ვა­კე­თო ის, რაც მინ­და, ვი­ცეკ­ვო, ხან იქით გა­მო­ვიქ­ცე, ხან - აქეთ. მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა ვცეკ­ვავ, სახ­ლშიც, და­ბა­დე­ბის დღე­ზე თუ ივენ­თებ­ზე (იღი­მის). რაც შე­ე­ხე­ბა პო­პუ­ლა­რო­ბას, ამ პრო­ექ­ტში ამის­თვის არ მოვ­სულ­ვარ, მაგ­რამ პო­პუ­ლა­რო­ბის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვა, თუკი მომ­ღერ­ლო­ბა გინ­და. ვერ ვი­ტყვი, რომ ხალ­ხი ამ გა­და­ცე­მი­დან მცნობს, რად­გან ყვე­ლა ჯერ­ზე სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნის ამ­პლუ­ა­ში ვარ, აქამ­დე უფრო მცნობ­დნენ, თუმ­ცა როცა პრო­ექ­ტში ხარ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იმ მო­მენ­ტში უფრო ცნო­ბა­დი ხდე­ბი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

რატომ სცვივა წარბები და წამწამები ლიზა ყენიას - ''არ მინდა, კონკურსების მერე რომელიმე კაფეში ვიმღერო...''

რატომ სცვივა წარბები და წამწამები ლიზა ყენიას - ''არ მინდა, კონკურსების მერე რომელიმე კაფეში ვიმღერო...''

მაია ჯაბუას 16 წლის ქალიშვილი ლიზა ყენია ''ერთი ერთშის'' ყველაზე პატარა მონაწილეა, თუმცა სცენაზე აშკარად თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. უკვე მამაკაცი შემსრულებლის, ბრუნო მარსის როლის მორგებაც მოასწრო და ამბობს, რომ ამისთვის ერთი კვირა სულ საწინააღმდეგო სქესის კამპანიაში ატარებდა დროს, რათა ბიჭის მიხვრა-მოხვრა კარგად შეეთვისებინა. ლიზა ძალიან მონდომებულია, რომ თავისი კარიერა განავითაროს, თუმცა უცხოეთს უმიზნებს.

- ''ერთი ერთში'' მონაწილეობა რომ შემომთავაზეს, ბევრი არ მიფიქრია, რადგან მომწონდა პროექტი და მანამდე უკვე ნაფიქრი მქონდა, რა სირთულეები შეიძლებოდა შემხვედროდა, რაღაცნაირად ჩემი გადაცემაა და მომწონს გარდასახვა. ასევე მაინტერესებდა, რა ხდებოდა შიდა სამზარეულოში. ამ პროექტიდან უამრავ რამეს ვსწავლობ, მაკიაჟიდან დაწყებული იმით დამთავრებული, როგორ არჩევს კოსტიუმს პროექტის დიზაინერი. ეს ყველაფერი ჩემს მომავალ საქმიანობაში აუცილებლად გამომადგება.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად ამ პროექტისთვის მზად ვიყავი, უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მე წარმომედგინა. 5 დღე გვაქვს იმისთვის, რომ პერსონაჟის როლი მოვირგოთ, რაც ძალიან ცოტა დროა.

- სახეს არ ვნებს? ადრე ანრიმ გვითხრა, სახე ამეხაო.

- მეც ახეული მაქვს (იცინის), მაგრამ მეორე ლაივზე ერთ-ერთმა კომპანიამ გადმომცა სახის მოვლის საშუალებები. მხოლოდ სახეს არ ვნებს, მცვივა წარბები, წამწამები, თმა, რადგან წებოთი მამაგრებენ თმასაც და წარბსაც (იღიმის). 100%-ით გადმოაქვთ ის იმიჯი, რაც მომღერალს კონკრეტულ ვიდეოში ან ლაივზე აქვს.

- ყველაზე მეტად ვისი განსახიერება გაგიჭირდა?

- ბრუნო მარსის, რა თქმა უნდა, რადგან სცენაზე გამოსვლამდე ვინერვიულე. ის დღეები ბიჭური ცხოვრებით ვიცხოვრე, ბიჭურად, კაცურ თემებზე ვლაპარაკობდი და მთელი დღე კაცებთან ერთად ვიდექი. გათენებამდე ვუყურებდი მის ლაივებს, ხმას ფიზიკურად ვერ დავამსგავსებდი, დანარჩენით კმაყოფილი დავრჩი.

- როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო ამგვარ პროექტში გასამარჯვებლად?

- შრომისმოყვარეობა, რაც ყველაზე მთავარია, რადგან შენ თავთანაც მართალი ხარ, როცა იცი, შენი მაქსიმუმი გააკეთე, არ დაიშურე ენერგია. რეალურად მე ასე ვცხოვრობ. ვინც მესიჯებს მიგზავნის, მას დიდ მადლობას ვუხდი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტურის განმავლობაში პროექტიდან არ ვარდები, ორმაგად ფიქრობ ბრძოლაზე, ყოველი ქულა და დღე მნიშვნელოვანია, რადგან ფინალში ყველაფერი გიგროვდება, ამიტომ ყველაფერი მაღალ დონეზე უნდა გააკეთო.

- სცენაზე თავს ისე გრძნობ, როგორც თევზი წყალში. პროექტისგან უფრო მეტ პოპულარობას ელი?

- შეიძლება, კულისებში მოვკვდე ნერვიულობით, შეიძლება, თავი ამტკივდეს, მაგრამ სცენაზე გასული ყველაზე დიდ ადრენალინს ვიღებ. მაქსიმალურად ვგრძნობ, ეს არის ჩემი საქმე, რომ სცენაზე ვაკეთო ის, რაც მინდა, ვიცეკვო, ხან იქით გამოვიქცე, ხან - აქეთ. მთელი ცხოვრებაა ვცეკვავ, სახლშიც, დაბადების დღეზე თუ ივენთებზე (იღიმის). რაც შეეხება პოპულარობას, ამ პროექტში ამისთვის არ მოვსულვარ, მაგრამ პოპულარობის გარეშე არაფერი გამოვა, თუკი მომღერლობა გინდა. ვერ ვიტყვი, რომ ხალხი ამ გადაცემიდან მცნობს, რადგან ყველა ჯერზე სხვადასხვა ადამიანის ამპლუაში ვარ, აქამდე უფრო მცნობდნენ, თუმცა როცა პროექტში ხარ, რასაკვირველია, იმ მომენტში უფრო ცნობადი ხდები.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება