საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს ურთიერთობა საბანკო დაწესებულებებთან, ძირითადად, კი ეს ურთიერთობები დაკავშირებულია კრედიტთან. არსებული ეკონომიკურ- სოციალური მდგომარეობა კი ხშირად მოქალაქეთა ფინანსურ შესაძლებლობებზე სხვადსხვაგვარად აისახება, რაც შემდგომში ართულებს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. შეგვიძლია თუ არა თავი დავაღწიოთ "შავ სიას", კითხვებს იურისტი, თათია კაჭარავა პასუხობს.
გამოგზავნილი კითხვები
ლალი:
შავ სიაში მოხვედრილს შეუძლია თუ არა დატოვოს საქართველო?
ე.წ შავი სია, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს არის ერთიანი საკრედიტო ინფორმაციის ბაზა, რომელიც ინახავს როგორც დადებით, ასევე უაყოფით ინფორმაციას, დაკავშირებულია ვალდებულების შესრულებასთან ან არაჯეროვან სესრულებასთან. შესაბამისად ეს არის კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულება, რაც გამორიცხავს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა თავისუფლების აღკვეთას , მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას რაიმე კუთხით, რაც ნიშნავს იმას, რომ ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში ვერ აეკრძალება საქართველოს ტერიტორიის დატოვება სამოქალაქო პასუხიმგებლობიდან გამომდინარე.
გიორგი:
რამდენი წელი სჭირდება "შავი სიიდან" ამოღებას და რჩება თუ არა ისტორია "შავი სიიდან" ამოღების შემდეგ?
- საკრედიტო ინფორმაციის ერთიან ბაზაში ნეგატიური ინფორმაციის შენახვის ვადა და ერთიანი მემორანდუმის თანახმად დადგენილი არის 5 წელი. შესაბამისად ეს ინფორმაცია ყოველთვიურად განახლებადია. იმ შემთხვევასი თუ ვალდებულება იქნება შესრულებული, რა თქმა უნდა ეს ნიშნავს იმას, ნეგატიური ინფორმაცია არ არსებობს. ამასთან ხუთ წლიანი ვადის გასვლა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ სიიდან ამორიცხვის საფუძველს ქმნის.
გოგა:
მაქვს კრედიტი, მაგრამ არ ვიმყოფები საქართველოში, ჩემს სახელზე არ ირიცხება უძრავი ქონება. რაც შეეხება მოძრავს, არ ვარ მიწერილი არსად. მაინეტერესებს აქვს თუ არა მნიშვნელობა კრედიტის დროს სად ვიყავი მიწერილი და როგორ მოხდება აღსრულება?
-სავალდებულო რეკვიზიტი არ არის, რომ მას ჰქონდეს რეგისტრირებული მისამართი და იყოს რეგისტრირებული საქართველოს ფარგლებში. ეს არის დამოკიდებული მხარეთა შეთანხმებაზე. მთავარია იყოს შეთანხმება, რომ კონკრეტული თანხა გაიცემა კონკრეტულ პირზე იმ პირობით, რომ ის რეალურად დააბრუნებს ამ თანხას. ან ნაწილ-ნაწილ, ან სარგებლის გარეშე, ან ერთბაშად დათქმულ ვადებში. ეს პირობები შეთახმებადია მხოლოდ მხარეთა მიერ. რაც შეეხება იძულების მექანიზმებს, მაშინ როდესაც საბანკო კრედიტის ურთიერთობის დარღვევასთან გვაქვს საქმე , აღმასრულებელი ასეთ შემთხვევაში მოიძიებს ინფორმაციას მოვალის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს და შესაბამისად, ვარაუდის თვალსაზრისით, ის რასაც პოულობენ მოვალესთან მიმართებაში და ივარაუდებენ, რომ არის მისი, აქედან გამომდინარე, მას თუ ექნება წვდომა კონკრეტული ვალდებული პირის ადგილსამყოფელის შესახებ, შეუძლია მივიდეს მის ადგილსამყოფელზე და რასაც იპოვის მასთან მოძრავი ნივთები შეიტანონ აღწერისა და დაყადაღების აქტში. შესაბამისად მოახდინოს აღსრულების ღონისძიებები.
მკითხველი:
როგორც ვიცი 1 თვე ვადაგადაცილება უკვე შავ სიაში მოხვედრის ტოლფასია ფიზიკური პირებისთვის, იურიდიული პირებისთვის 2 თვე. მაგრამ 2 კვირაზე მეტ ვადაგადაცილებულებსაც ნაკლებად უმტკიცებენ ახალ სესხს, რატომ?
-გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან რეალურად ეს ნეგატიური ინფორმაციის შემნახველი ერთიანი ბაზა, რომელიც ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე არსებობს და გავმიჯნოთ რეალურად სახელშეკრულებო ურთიერთობა და შესაბამისი დარღვევა. ამ კონკრეტულ, შიდა რეგულაციებით დადგენილი მონაცემებით , ამ კონკრეტულ ბაზაში შეტანის საფუძველი ფიზიკური პირებისთვის 30 დღიანი ვადის გადაცილება არის საკმარისი, (ნამდვილად ასეა). იურიდიული პირებისთვის კი 60 დღიანი განაკვეთი არის დადგენილი.
შავი სიები რეალურად გულისხმობს ფინანსური სექტორის გაჯანსაღებას. ეს არის შიდა რეგულაციები მიკროსაფინანსო, საბანკო დაწესებულებებისათვის, იმისთვის, რომ ფინანსური სექტორი გაჯანსაღდეს და იყოს მყარი. მათ აქვთ შიდა კონტროლის მსგავსი მექანიზმის შემოღების უფლება. თუმცა ეს არ არის შემბოჭველი სია. ეს არ არის სავალდებულო რეკვიზიტი და ამის მიხედვით ბანკი, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის შესახებ, ან არა. ამ კონკრეტულ ნეგატიურ ინფორმაციას ითვალისწინებს ან არა. მას არ აქვს ვალდებულება, რომ ავტომატურად "შავ სიაში" მოხვედრილი პერსონა დაბლოკოს და არ მისცეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში შემოსვლის შესაძლებლობა. ზუსტად ამან განაპირობა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ბანკების მხრიდან, რომლებიც იმ კონკრეტულ პირებს, რომლებიც არ არიან სუბიექტები ამ ამონაცემთა ბაზის, შესაძლებელია სხვა კრიტერიუმების გამო არ დაუდონ ხელშეკრულება, ან პირიქით. ეს არის კერძო სამართლებრივი ურთიერთობა და მას ამის თავუსფლება აქვს. შესაბამისად მხარეთა შეთანხმება არის აუცილებელი იმისთვის, რომ კონკრეტული გარიგება დაიდოს.
მკითხველი:
ეს "ახალგამოჩეკილი" ონლაინ სესხები თუ აფუჭებს საკრედიტო ისტორიას?
-სესხის, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება კანონმდებლობის თანახმად არის ფორმა თავისუფალი , შეასაბამისად იგი შეიძლება დადოს როგორ წერილობით, ასევე ზეპირად, ასევე ელექტრონული საშუალებით. მთავარია ნება იქნას გამოხატული და ელექტრონული საშუალებით ნების გამოხატვა თავისუფლად არის შესაძლებელი. ეს რალაურად ქმნის ძალიან ბევრ პრობლემას, თუმცა კანონშეუსაბამობა ელექტრონულ სესხებსი სულაც არ არის. თუმცა ხელშეკრულების პირობები აუცილებლად უნდა ინახოს, იმისტვის, რომ ზუსტი იყოს გაცემული პასუხები. თუმცა ფორმა არის თავისუფალი. კანონმდებლობამ მისცა ამის შესაძლებლობა კერძო სამართლის სუბიექტებს, რომ ამ ფორმითაც დაედოთ მათ ეს ხელშეკრულებები. რისკები არის დიდი, თუმცა მხარეები აცნობიერებენ ამ რისკებს, თანხმდებიან, გამოხატავენ ნებას და თუ რისკი დადგება რეალურად დაზარალებულები გამოდიან ისინი.
არის ხშირი შემთხვევბი ამ რისკებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ გარიგების პირობებზე შეთანხმება არ ხდება დეტალურა ამ დროს, იმიტომ , რომ ვიზუალური კონტაქტი არ არის და ეს ელექტრონულ ფორმატში იწვევს ბევრ კანონ საწინააღმდეგო ქმედებებს, ბოროტად გამოყენებას ამ სისტემის და აქედან გამომდინარე იქმნება პრობლემები. მოგვმართავენ დაზარალებულები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულია იმის დადსტურება, რომ რეალურად ამ ელექტრონულ სივრცეში მე გამოვხატე ეს ნება თუ ჩემს ნაცვლად სხვა სუბიექტმა.
ნინი:
დიდი ხნის წინ გავუკეთე მეგობარს სესხი. არც იმან გადაიხადა და არც მე. არც ვიცი რა მდგომარეობა მაქვს. სად გავიგო ელექტრონულად, შეგიძლიათ მითხრათ?
-ხელშეკრულება არის დახურული, ის ღიაა მხოლოდ ნაწილი სუბიექტებისთვის. შესაბამისად ელექტრონულად ღია და ხელმისაწვდომი ვერ იქნება. აქედან გამომდინარე ეს სწორედ იმ საბანკო დაწესებულებაში უნდა გაირკვეს, ვისთანც მოხდა ხელშეკრულების გაფორმება. მას შეუზლია მისცეს ინფორმაცია ხელშეკრულების მონაწილე მხარეს. ამიტომ უნდა მიბრძანდეს და მოითხოვოს ამ ხელშეკრულების პუბლიკატი, გადახდების, საბანკო ისტორიის თუ ასე შემდეგ.
ნონა:
სხვადასხვა ბანკში მაქვს სესხი. მინდა გავაერთიანო ერთ ბანკში. ვმუშაობ ძიძად. ხელფასს ვიღებ ხელზე, ბანკები უარს მეუბნებიან. როგორ მოვიქცე?
-სესხის ერთ ბანკში გაერთიანება არასწორი ტერმინია. ყოველი კონკრეტული ურთიერთობა სასესხო საკრედიტო ურთიერთობა არის დამოუკიდებელი. დამოუკიდებელი არიან სუბიექტები, რომლებიც რეალურად როგორც მოქმედი ბანკის სახით ფუნქციონირებენ და დებენ ხელშეკრულებებს. შესაბამისად არანაიარი რეგულაცია იმაზე, რომ ერთ ბანკში გაერთიანდეს კონკრეტული სესხი, თუ მხარეთა ნება ამაზე არ იქნება გამოთქმული - არ არსებობს. ამ ქალბატონს შესაძლებლობა აქვს (თუ დათანხმდება სხვა დამოუკიდბელი საბანკო დაწესებულება), აიღოს მისგან კონკრეტული კრედიტი, დაფაროს ეს წინა ვალდებულება და შემდეგ ამის შემდეგ მოექცევა ერთი ბანკის წინაშე ვალდებულ პირად. ეს ურთიერთობა იქნება ერთ სივრცეში. ეს შესაძლებლობა არის.
ეკა:
მაქვს 800 ლარიანი სესხი. შარშან გავიარე რესტრუქტურიზაცია და შემდეგ ვეღარ შევიტანე ვერცერთი თეთრი. საზღვარგარეთ მინდა წასვლა და ეს ხელს შემიშლის?
-სახელშეკრულებლო ვალდებულების შეუსრულებლობა მომოსვლის თავისუფლების შეზღუდვის და ქვეყნის ტერიტორიის დატოვების საფუძველი არ არის. ამ პიროვნებას თავისუფლად შეუძლია დატოვოს საქართველოს ტერიტორია. თუ კანონიერად იმყოფება ქვეყნის ფარგლებში.
ნანა:
გავაკეთე განვადება. დროებით ვარ პრობლემის წინაშე. კიდევ ერთი თვე მინდა ეს ვალი რომ დავფარო, მაგრამ არ მაძლევენ საშუალებას ბანკის თანამშრომლები. გთხოვთ განმიმარტოთ, რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ ერთი თვე მომცენ დრო.
-ნასყიდობა გადახდის განვადებით ასევე არის კერძო სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების პირობები აუცილებლად უნდა ინახოს, თუმცა მხარეს, რომელიც არღვევს გადახდის გრაფიკს, რეალურად ის არის მიჩნეული გადახდისდამრღვევად, აქედან გამომდინარე მას არანაირი პრივილეგია ამ მიმართულებით არ აქვს. მეორე მხარეს შეუძლია დარღვევაზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. მას ასევე არ აქვს ვალდებულება (საბანკო დაწესებულებას ვგულისხმობ) კონკრეტული შეღავათები გაუწიოს. მას აქვს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, რომ დაიცვას მისი გაფრთხილების ინფორმირების ვალდებულება და შემდეგ უკვე მიმართოს სხვა იძულებით ღონისძიებებს. (გავიდეს იგივე ხელშეკრულებიდან, მიმართოს სასამართლოს, თუ სხვა მექანიზმებს, რომ დაიცვას საკუთარი ინტერესები). ბანკის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ამ პერსონას კიდევ მისცემს დამატებით ვადას თუ არა.
გოჩა:
საქართველოს ბანკში 2007 წელს ავიღე ხელფასიდან სესხი, რომელსაც ვიხდიდი შეუფერხებლივ 2008 წლამდე, შემდეგ სამსახურში მოვხვდი შემცირებაში და შესაბამისად გადახდის წყაროც აღარ მქონდა. 2008 წელს მომაკითხა კრედიტ ოფიცერმა. მაინც ვერ გადავიხადე. ვარ შავ სიაში. ამჟამად რომ დავიწყო გადახდა, რამდენ ხანში შეიძლება "ამომიღონ შავი სიიდან"?
-ნეგატიური ინფორმაციის წარმოშობიდან და მიწოდებიდან ხუთწლიანი ვადა არსებობს. ხუთი წლის გასვლის შემდეგ უკვე შესაძლებელია ეს ინფორმაცია წაიშალოს. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, როდესაც სახელშეკრულებო ურთიერთობაში ვექცევით, წავიკითხოთ ხელშეკრულების პირობები და დათქმები. იმ შემთხვევაში თუ ეს დათქმები ჩვენთვის ბუნდოვანია (როგორც ხდება ხოლმე), მასინ გავაცნოთ კომპეტენტურ პირს, იურისტს, იმისთვის, რომ გაგვიმარტოს რა სახის პასუხიმგებლობა შეიძლება მოჰყვეს ჩვენს მიერ ვალდებულების დარღვევას, რა სახის და რა მოცულობით ვიღებთ ამ ვალდებულებას. რა ვადებია გაწერილი და დარღვევისთვის სამოქალაქო პასუხიმგებლობა ყველა შემთხვევაში რა სახის შეიძლება იყოს.
თუ ინფორმაცია იქნება წინასწარ გაცნობიერებული და გათავისებული, ვალდებულების ჯეროვნად შერულების გარანტია მეტია. არაჯეროვანი შესრულება, ანუ დარღვევა რა შედეგებამდე მიგვიყვანს ამაზეც გვაქვს ინფორმაცია და არ იქნება ის მოულოდნელი. მთავარია რეალურად ვიცოდეთ რას ვაწერთ ხელს, რაზე გამოვთქვამთ ნებას და გავაცნობიეროთ, რომ ეს სარგებელთან ერთად რაღაც კონკრეტულ ვალდებულებებსაც გვაკისრებს.