საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასფალტი ვჭამოთ?!" – როგორი წელი გველის 2015-ში - მოქალაქეების პროგნოზები და შეფასებები
"ასფალტი ვჭამოთ?!" – როგორი წელი გველის 2015-ში - მოქალაქეების პროგნოზები და შეფასებები

ორ კვი­რა­ში ახა­ლი, 2015 წელი გვეს­ტუმ­რე­ბა. ახა­ლი წლის მო­ლო­დინს ყო­ველ­თვის თა­ვი­სე­ბუ­რი მღელ­ვა­რე­ბა ახ­ლავს, - ყვე­ლას უნდა, რომ ამ დღე­სას­წა­ულს ღირ­სე­უ­ლად შეხ­ვდეს, უნდა რა­ღაც კარ­გი ჩა­ი­ფიქ­როს, უი­მე­დოდ არ იყოს. ამ დრო­ის­თვის ას­ტრო­ლო­გებ­საც საქ­მე ეძ­ლე­ვათ, - სა­მო­მავ­ლო პროგ­ნო­ზებს აკე­თე­ბენ, თუ რო­გო­რი წელი შე­იძ­ლე­ბა იყოს მო­მა­ვა­ლი და ამა თუ იმ წე­ლი­წადს სხვა­დას­ხვა ცხო­ვე­ლის სა­ხელს ანი­ჭე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, მათი მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას გვთა­ვა­ზო­ბენ და თან გვა­ი­მე­დე­ბენ, - ამ მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო. ეს რაც შე­ე­ხე­ბა ას­ტროპ­როგ­ნო­ზებს და ას­ტრო­ლო­გებს...

სა­ინ­ტე­რე­სოა, რას პროგ­ნო­ზი­რე­ბენ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, - რას მოგ­ვი­ტანს 2015 წელი და რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. ისი­ნი უბ­რა­ლოდ, არ­სე­ბულ რე­ლო­ბას აფა­სე­ბენ და აქე­დან აკე­თე­ბენ სა­მო­მავ­ლოდ დას­კვნებს.

კოტე ნემ­სიწ­ვე­რი­ძე, იუ­რის­ტი, 24 წლის:

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გვპირ­დე­ბო­და, რომ მე­სა­მე წელი უკვე კარ­გი უნდა ყო­ფი­ლი­ყო და მე­ო­თხე უკე­თე­სი, მაგ­რამ ამის თქმის სა­ფუძ­ველს, ამ წლის ბო­ლოს ისე გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი, იგი­ვე ლა­რის კურსთან და­კავ­ში­რე­ბით, რომ არა­ფე­რი გვაძ­ლევს. ქვე­ყა­ნა­ში მარ­თლა არა­ფე­რი ხდე­ბა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­მა­ვალ­შიც სა­ინ­ტე­რე­სო და და­სა­ი­მე­დე­ბე­ლი არა­ფე­რი მოხ­დე­ბა, რომ წელს გა­კე­თე­ბუ­ლი სა­მო­მავ­ლოდ ფთებს შე­ის­ხამს, გან­ვი­თარ­დე­ბა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და­დე­ბით შე­დეგს მო­ი­ტანს. მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ ვერ­ცერთ წარ­მა­ტე­ბულ სფე­როს ვერ გა­მოვ­ყოფ.

- არც სო­ცი­ა­ლუ­რი კუ­თხით?

- ვფიქ­რობ, რომ არა. მოკ­ლედ, არც პროგ­რე­სი იქ­ნე­ბა და არც რეგ­რე­სი. უკე­თე­სო­ბის დიდი მო­ლო­დი­ნი ნუ გვექ­ნე­ბა.

- სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი რო­გორ ფიქ­რობთ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია?

- კი, ამას ვა­რა­უ­დო­ბენ კი­დეც, სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა. ცოტა ხნის წინ ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი ძალა გა­მო­ე­ყო "ოც­ნე­ბას". ახლა ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" და­ად­გე­ბა ამ გზას და ალ­ბათ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში შევა... 2015 წელი სა­არ­ჩევ­ნო წლის წინა წელი იქ­ნე­ბა და სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბიც შე­ეც­დე­ბი­ან, რომ მოძ­ლი­ერ­დნენ, გა­მო­იკ­ვე­თონ.

ისე, ჩემი აზ­რით, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კა სუ­ლაც არ უნდა იყოს. სა­სურ­ვე­ლია, ინ­ტე­რე­სი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ავ­ლი­ნონ, მაგ­რამ ისე მი­დის ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ ხალ­ხს ჯერ სხვა არა­ფე­რი აინ­ტერ­სებს. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ ოდეს­მე საქ­მე ისე იქ­ნე­ბა, რომ ყვე­ლა ოჯახ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის ყუ­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ იქ­ნე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით ასეა.

ერ­თა­დერ­თი სა­სი­კე­თო რამ, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მოხ­დეს, ალ­ბათ დაჩ­ქარ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ანა მი­ქა­ია, ჟურ­ნა­ლის­ტი, 27 წლის:

- სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტი ვარ და სულ მგო­ნია, რომ უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ზო­გა­დად ქარ­თვე­ლი ხალ­ხის პრობ­ლე­მაც ეგ არის, სულ ასე ჰგო­ნია, რომ ყო­ვე­ლი ახა­ლი წელი ქვეყ­ნის სა­სი­კე­თოდ წა­რი­მარ­თე­ბა და ამ მო­ლო­დი­ნით ვცხოვ­რობთ. მოკ­ლედ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მინ­და, ისევ ოპ­ტი­მის­ტი ვიყო. ამას­თან, მრგვა­ლი თა­რი­ღე­ბიც მიყ­ვარს და მგო­ნია, რომ 2015 წელი სწო­რედ ამის გამო იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი წელი.

თუ პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ამა­ზე მე­ტად პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი არ უნდა დაგ­ვე­მუქ­როს, - რა­ღაც­ნა­ი­რად მთავ­რო­ბა­ში უკვე ყვე­ლა ერთი აზ­რის მქო­ნე დარ­ჩა. ამას­თან, არ­ჩევ­ნე­ბი არ გვე­ლო­დე­ბა და ამ კუ­თხით ვნე­ბა­თა­ღელ­ვა არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი. იმე­დი მაქვს, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. ის გა­ყი­ნუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ოდ­ნავ ამოძ­რავ­დე­ბა.

- გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს, უპოვ­რებს, უსახ­ლკა­რო­ებს რა ეშ­ვე­ლე­ბათ?

- ჰო, ეს რთუ­ლი სა­კი­თხია. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­გორც ცნო­ბი­ლია, არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა და სი­ახ­ლე დი­დად არ იგეგ­მე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი მსმე­ნია და ვე­რა­ვის და­ვა­ი­მე­დებ. ვფიქ­რობ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა ეცა­დოს და იმა­ზე იზ­რუ­ნოს, რომ შე­ამ­ცი­როს იმ სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც აქვთ და იგი­ვე პენ­სი­ებ­ში, სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბებ­ში, ჯან­დაც­ვის პრო­ექ­ტებ­ში გა­მო­ი­ყე­ნონ. ინფრას­ტუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა კარ­გია, მაგ­რამ ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მარ­თლაც, ას­ფალ­ტი ვჭა­მოთ?! - არ უნდა იყოს ეს ისევ ყბა­და­ღე­ბუ­ლი სა­კი­თხი.

ტა­რი­ელ ქა­რე­ლი, ტაქ­სის მძღო­ლი, 50 წლის:

- ჩემი პროგ­ნო­ზი ასე­თია: აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი. კი­დევ უფრო გარ­თულ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. მე მხო­ლოდ 2015 წელ­ზე კი არა, უფრო შორ­სმი­მა­ვალ პროგ­ნო­ზებ­ზე მაქვს ლა­პა­რა­კი. მომ­დევ­ნო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ეს ხე­ლი­უფ­ლე­ბა და­მარ­ცხდე­ბა.

"ოც­ნე­ბის" მი­მართ ბევ­რი ოპ­ტი­მის­ტუ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი, თუმ­ცა უმ­რავ­ლე­სო­ბა აღი­ა­რებს, რომ გა­ტყდნენ. ნე­ბის­მი­ერ სო­ცი­ა­ლურ ფე­ნა­ში უმე­ტე­სად უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი მხვდე­ბი­ან და ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმე­დი ნამ­დვი­ლად არ მაქვს, რომ კარგ წელს დაგ­ვი­ყე­ნე­ბენ. და­მერ­წმუ­ნეთ, ასე ფიქ­რო­ბენ და ლა­პა­რა­კო­ბენ მა­ღა­ზი­ა­ში, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­ში, ბირ­ჟა­ზე, ამას ამ­ბობს გამ­ყიდ­ვე­ლი, ექი­მი.

ნა­თია აგ­ლა­ძე, პე­და­გო­გი, 32 წლის:

- დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ძა­ლი­ან ბუნ­დო­ვა­ნია, რას შე­იძ­ლე­ბა ვე­ლო­დოთ მო­მა­ვალ 2015 წელს და რა კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ი­დოს პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, - იმ კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის თვალ­საზ­რი­სით, რაც ქვე­ყა­ნას და მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან დიდ ნა­წილს აწუ­ხებს. ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად რთუ­ლია, რომ რა­ი­მე და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი პროგ­ნო­ზე­ბის გა­კე­თე­ბა მი­ჭირს. უბ­რა­ლოდ, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ახ­ლოვ­დე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას 2016 წელს ოთხწ­ლი­ა­ნი ვადა გას­დის, მინ­და, იმე­დი და­ვი­ტო­ვო, რომ 2015 წელს მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ქვეყ­ნის­თვის სა­სარ­გებ­ლო ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმი­სათ­ვის.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად Ambebi.ge-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ასფალტი ვჭამოთ?!" – როგორი წელი გველის 2015-ში - მოქალაქეების პროგნოზები და შეფასებები

"ასფალტი ვჭამოთ?!" – როგორი წელი გველის 2015-ში - მოქალაქეების პროგნოზები და შეფასებები

ორ კვირაში ახალი, 2015 წელი გვესტუმრება. ახალი წლის მოლოდინს ყოველთვის თავისებური მღელვარება ახლავს, - ყველას უნდა, რომ ამ დღესასწაულს ღირსეულად შეხვდეს, უნდა რაღაც კარგი ჩაიფიქროს, უიმედოდ არ იყოს. ამ დროისთვის ასტროლოგებსაც საქმე ეძლევათ, - სამომავლო პროგნოზებს აკეთებენ, თუ როგორი წელი შეიძლება იყოს მომავალი და ამა თუ იმ წელიწადს სხვადასხვა ცხოველის სახელს ანიჭებენ. შესაბამისად, მათი მოთხოვნების შესრულებას გვთავაზობენ და თან გვაიმედებენ, - ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, ყველაფერი კარგად იქნებაო. ეს რაც შეეხება ასტროპროგნოზებს და ასტროლოგებს...

საინტერესოა, რას პროგნოზირებენ ჩვენი მოქალაქეები იმასთან დაკავშირებით, - რას მოგვიტანს 2015 წელი და როგორი შეიძლება იყოს ის საქართველოს მოსახლეობისთვის. ისინი უბრალოდ, არსებულ რელობას აფასებენ და აქედან აკეთებენ სამომავლოდ დასკვნებს.

კოტე ნემსიწვერიძე, იურისტი, 24 წლის:

- ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ მესამე წელი უკვე კარგი უნდა ყოფილიყო და მეოთხე უკეთესი, მაგრამ ამის თქმის საფუძველს, ამ წლის ბოლოს ისე განვითარდა მოვლენები, იგივე ლარის კურსთან დაკავშირებით, რომ არაფერი გვაძლევს. ქვეყანაში მართლა არაფერი ხდება და აქედან გამომდინარე, მომავალშიც საინტერესო და დასაიმედებელი არაფერი მოხდება, რომ წელს გაკეთებული სამომავლოდ ფთებს შეისხამს, განვითარდება და მოქალაქეებისთვის დადებით შედეგს მოიტანს. მაპატიეთ, მაგრამ ვერცერთ წარმატებულ სფეროს ვერ გამოვყოფ.

- არც სოციალური კუთხით?

- ვფიქრობ, რომ არა. მოკლედ, არც პროგრესი იქნება და არც რეგრესი. უკეთესობის დიდი მოლოდინი ნუ გვექნება.

- სამთავრობო ცვლილებები როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია?

- კი, ამას ვარაუდობენ კიდეც, სამთავრობო ცვლილებები იქნება. ცოტა ხნის წინ ერთი სერიოზული ძალა გამოეყო "ოცნებას". ახლა ლაპარაკობენ, რომ "რესპუბლიკური პარტია" დაადგება ამ გზას და ალბათ დაპირისპირებაში შევა... 2015 წელი საარჩევნო წლის წინა წელი იქნება და სხვა პოლიტიკური ძალებიც შეეცდებიან, რომ მოძლიერდნენ, გამოიკვეთონ.

ისე, ჩემი აზრით, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის პრიორიტეტული პოლიტიკა სულაც არ უნდა იყოს. სასურველია, ინტერესი სხვა მიმართულებით გამოავლინონ, მაგრამ ისე მიდის ვითარება საქართველოში, რომ ხალხს ჯერ სხვა არაფერი აინტერსებს. იმედს ვიტოვებ, რომ ოდესმე საქმე ისე იქნება, რომ ყველა ოჯახში საინფორმაციო გამოშვების ყურება აუცილებელი არ იქნება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ასეა.

ერთადერთი სასიკეთო რამ, რაც შესაძლებელია, რომ მოხდეს, ალბათ დაჩქარდება მუშაობა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით.

ანა მიქაია, ჟურნალისტი, 27 წლის:

- საერთოდ, ძალიან ოპტიმისტი ვარ და სულ მგონია, რომ უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი. ზოგადად ქართველი ხალხის პრობლემაც ეგ არის, სულ ასე ჰგონია, რომ ყოველი ახალი წელი ქვეყნის სასიკეთოდ წარიმართება და ამ მოლოდინით ვცხოვრობთ. მოკლედ, მიუხედავად ამისა, მინდა, ისევ ოპტიმისტი ვიყო. ამასთან, მრგვალი თარიღებიც მიყვარს და მგონია, რომ 2015 წელი სწორედ ამის გამო იქნება ძალიან კარგი წელი.

თუ პოლიტიკურ სიტუაციას გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამაზე მეტად პოლიტიკური კრიზისი არ უნდა დაგვემუქროს, - რაღაცნაირად მთავრობაში უკვე ყველა ერთი აზრის მქონე დარჩა. ამასთან, არჩევნები არ გველოდება და ამ კუთხით ვნებათაღელვა არ არის მოსალოდნელი. იმედი მაქვს, რომ სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ის გაყინული სიტუაცია ოდნავ ამოძრავდება.

- გაჭირვებულებს, უპოვრებს, უსახლკაროებს რა ეშველებათ?

- ჰო, ეს რთული საკითხია. ამ მიმართულებით, როგორც ცნობილია, არანაირი ცვლილება და სიახლე დიდად არ იგეგმება. ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ არაფერი მსმენია და ვერავის დავაიმედებ. ვფიქრობ, ხელისუფლებამ უნდა ეცადოს და იმაზე იზრუნოს, რომ შეამციროს იმ სახელფასო დანამატების რაოდენობა, რომელიც აქვთ და იგივე პენსიებში, სოციალურ დახმარებებში, ჯანდაცვის პროექტებში გამოიყენონ. ინფრასტუქტურის მოწყობა კარგია, მაგრამ ხალხის კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანი. მართლაც, ასფალტი ვჭამოთ?! - არ უნდა იყოს ეს ისევ ყბადაღებული საკითხი.

ტარიელ ქარელი, ტაქსის მძღოლი, 50 წლის:

- ჩემი პროგნოზი ასეთია: აუცილებლად მოხდება სამთავრობო ცვლილებები. კიდევ უფრო გართულდება ეკონომიკური მდგომარეობა. მე მხოლოდ 2015 წელზე კი არა, უფრო შორსმიმავალ პროგნოზებზე მაქვს ლაპარაკი. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ეს ხელიუფლება დამარცხდება.

"ოცნების" მიმართ ბევრი ოპტიმისტურად იყო განწყობილი, თუმცა უმრავლესობა აღიარებს, რომ გატყდნენ. ნებისმიერ სოციალურ ფენაში უმეტესად უკმაყოფილო ადამიანები მხვდებიან და ამ ხელისუფლების იმედი ნამდვილად არ მაქვს, რომ კარგ წელს დაგვიყენებენ. დამერწმუნეთ, ასე ფიქრობენ და ლაპარაკობენ მაღაზიაში, სამარშრუტო ტაქსიში, ბირჟაზე, ამას ამბობს გამყიდველი, ექიმი.

ნათია აგლაძე, პედაგოგი, 32 წლის:

- დღევანდელი გადასახედიდან ძალიან ბუნდოვანია, რას შეიძლება ველოდოთ მომავალ 2015 წელს და რა კონკრეტული შედეგები შეიძლება დაიდოს პოლიტიკური თუ სოციალური მიმართულებით, - იმ კონკრეტული პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით, რაც ქვეყანას და მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს. ვითარება იმდენად რთულია, რომ რაიმე დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთება მიჭირს. უბრალოდ, იმის გათვალისწინებით, რომ ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლებას 2016 წელს ოთხწლიანი ვადა გასდის, მინდა, იმედი დავიტოვო, რომ 2015 წელს მაქსიმალურად გამოიყენებენ ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯების გადადგმისათვის.

ლალი ფაცია

სპეციალურად Ambebi.ge-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია