პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნიჭო პინგვინი ჩაიჭრება და "უმაღლესის" გარეთ დარჩება - ზელიმხან უძილაური
უნიჭო პინგვინი ჩაიჭრება და "უმაღლესის" გარეთ დარჩება - ზელიმხან უძილაური

"ჩვე­ნი ყოფა-ცხოვ­რე­ბა იმ­დე­ნად რუ­ტი­ნუ­ლია, რომ აქ შე­ძე­ნი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა არაფ­რისმთქმე­ლია", - წერს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ტუ­ბინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი, რე­ლი­გი­ის­მცოდ­ნე ზე­ლიმ­ხან უძი­ლა­უ­რი. იგი სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და დღე­ვან­დე­ლო­ბას შო­რის ავ­ლებს პა­რა­ლელს.

"პინგვი­ნი" ჩა­იჭ­რე­ბა!

ჩემი ფე­ის­ბუ­კის მდი­ნა­რე­ში, გავ­ხსენ თუ არა, 3 ნი­უ­სი ზე­დი­ზედ ამო­მი­ტივ­ტივ­და:

1."საყ­დრი­სის სა­ბა­დო აღარ არ­სე­ბობს";

2. "კას­პში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი სა­კუ­თარ სახ­ლში მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს";

3. "უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ეკა ზღუ­ლა­ძის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის ბრძა­ნე­ბას ხელი მო­ა­წე­რა".

სა­მი­ვე ნი­უ­სი გვიქ­მნის წარ­მოდ­გე­ნას, რომ სა­ქარ­თვე­ლო დრო­ში არ­სე­ბობს, შინ თუ გა­რეთ და აქ რა­ღაც ხდე­ბა ანუ გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ძენთ ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თვით თუ თუნ­დაც მისი მხო­ლოდ ყუ­რე­ბა-მი­ყუ­რა­დე­ბით.

მაგ­რამ მე მაქვს გან­ცდა, რომ გა­მოც­დი­ლე­ბას ვე­ღარ ვი­ძენთ ანუ ჩვე­ნი ყოფა-ცხოვ­რე­ბა იმ­დე­ნად რუ­ტი­ნუ­ლია, რომ აქ შე­ძე­ნი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა არაფ­რისმთქმე­ლია, და ფაქ­ტობ­რი­ვად აღარ­ცაა გა­მოც­დი­ლე­ბა.

ასე­თი იყო ზუს­ტად საბ­ჭო­უ­რი 'გა­მოც­დი­ლე­ბა', არაფ­რისმთქმე­ლი, არაფ­რის­მაქ­ნი­სი და გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი, რა­ზეც დიდი მე­რაბ მა­მარ­დაშ­ვი­ლი სა­უბ­რობ­და...

მე მინ­დო­და, რომ ეს ნო­უ­ტი ზე­პო­ლი­ტი­კუ­რი თუ არა, აპო­ლი­ტი­კუ­რი მა­ინც ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ვი­ღაც ბი­ძი­ნას აჩ­რდილს თავს რომ ვერ ვაღ­წევ? ესაა სა­ყო­ველ­თაო აჩ­რდი­ლი - საბ­ჭო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის ადეპ­ტი და ფაქ­ტი­უ­რი შე­მობ­რუ­ნე­ბაა.

აი, ყურ­დაც­ქვე­ტი­ლე­ბი ვე­ლო­დე­ბით მის შოუს, რა­ტომ­ღაც ვა­სილ მჟა­ვა­ნა­ძის კი არა, ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძის თა­მა­დო­ბით რომ უნდა წა­რი­მარ­თოს. თუ გახ­სოვთ, რე­პე­ტი­ტო­რო­ბის ხანა? საბ­ჭო­ურ 'პინგვი­ნებს' რომ ამ­ზა­დებ­დნენ ანუ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს? ამ­ხა­ნა­გი და ბა­ტო­ნი ვ. მაღ­ლა­ფე­რი­ძე გა­მო­ჩე­ნი­ლი ფი­ლო­ლო­გია და 'პინგვი­ნე­ბის' ფა­სიც ეცო­დი­ნე­ბა. ჰოდა, არ ჯო­ბია ერთ, სარ­ფი­ან პინგვინს ამო­ად­გმე­ვი­ნო ენა, ვიდ­რე რამ­დე­ნი­მე მომცროს შე­ა­ლიო დრო და რუ­დუ­ნე­ბა?

ჰოდა, ეს ვი­ღაც ბი­ძი­ნა, - ჩემ­თვის ის ასეა, - რა­ღაც საბ­ჭო­უ­რი აჩ­რდი­ლი, რა­ხა­ნია რაც ნას­წავ­ლი ქარ­თვე­ლო­ბის მიერ მზად­დე­ბა და გა­დამ­ზად­დე­ბა რო­გორც ნამ­დვი­ლი პინგვინ-აბი­ტუ­რი­ენ­ტი...

სა­ბო­ლო­ოდ კი ეს უნი­ჭო მა­ინც ჩა­იჭ­რე­ბა და "უმაღ­ლე­სის" გა­რეთ დარ­ჩე­ბა, რად­გან დრო იც­ვლე­ბა და ის ყვე­ლა ჩვენ­თა­გა­ნის უმო­წყა­ლო გა­მომ­ცდე­ლია.

უნიჭო პინგვინი ჩაიჭრება და "უმაღლესის" გარეთ დარჩება - ზელიმხან უძილაური

უნიჭო პინგვინი ჩაიჭრება და "უმაღლესის" გარეთ დარჩება - ზელიმხან უძილაური

"ჩვენი ყოფა-ცხოვრება იმდენად რუტინულია, რომ აქ შეძენილი გამოცდილება არაფრისმთქმელია", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტუბინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი, რელიგიისმცოდნე ზელიმხან უძილაური. იგი საქართველოს საბჭოთა გამოცდილებასა და დღევანდელობას შორის ავლებს პარალელს.

"პინგვინი" ჩაიჭრება!

ჩემი ფეისბუკის მდინარეში, გავხსენ თუ არა, 3 ნიუსი ზედიზედ ამომიტივტივდა:

1."საყდრისის საბადო აღარ არსებობს";

2. "კასპში ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს";

3. "უკრაინის პრეზიდენტმა ეკა ზღულაძისთვის მოქალაქეობის მიღების ბრძანებას ხელი მოაწერა".

სამივე ნიუსი გვიქმნის წარმოდგენას, რომ საქართველო დროში არსებობს, შინ თუ გარეთ და აქ რაღაც ხდება ანუ გამოცდილებას ვიძენთ ცხოვრებაში ჩართვით თუ თუნდაც მისი მხოლოდ ყურება-მიყურადებით.

მაგრამ მე მაქვს განცდა, რომ გამოცდილებას ვეღარ ვიძენთ ანუ ჩვენი ყოფა-ცხოვრება იმდენად რუტინულია, რომ აქ შეძენილი გამოცდილება არაფრისმთქმელია, და ფაქტობრივად აღარცაა გამოცდილება.

ასეთი იყო ზუსტად საბჭოური 'გამოცდილება', არაფრისმთქმელი, არაფრისმაქნისი და გამოუყენებელი, რაზეც დიდი მერაბ მამარდაშვილი საუბრობდა...

მე მინდოდა, რომ ეს ნოუტი ზეპოლიტიკური თუ არა, აპოლიტიკური მაინც ყოფილიყო, მაგრამ ვიღაც ბიძინას აჩრდილს თავს რომ ვერ ვაღწევ? ესაა საყოველთაო აჩრდილი - საბჭოური გამოცდილების ადეპტი და ფაქტიური შემობრუნებაა.

აი, ყურდაცქვეტილები ველოდებით მის შოუს, რატომღაც ვასილ მჟავანაძის კი არა, ვასილ მაღლაფერიძის თამადობით რომ უნდა წარიმართოს. თუ გახსოვთ, რეპეტიტორობის ხანა? საბჭოურ 'პინგვინებს' რომ ამზადებდნენ ანუ აბიტურიენტებს? ამხანაგი და ბატონი ვ. მაღლაფერიძე გამოჩენილი ფილოლოგია და 'პინგვინების' ფასიც ეცოდინება. ჰოდა, არ ჯობია ერთ, სარფიან პინგვინს ამოადგმევინო ენა, ვიდრე რამდენიმე მომცროს შეალიო დრო და რუდუნება?

ჰოდა, ეს ვიღაც ბიძინა, - ჩემთვის ის ასეა, - რაღაც საბჭოური აჩრდილი, რახანია რაც ნასწავლი ქართველობის მიერ მზადდება და გადამზადდება როგორც ნამდვილი პინგვინ-აბიტურიენტი...

საბოლოოდ კი ეს უნიჭო მაინც ჩაიჭრება და "უმაღლესის" გარეთ დარჩება, რადგან დრო იცვლება და ის ყველა ჩვენთაგანის უმოწყალო გამომცდელია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს