თანამედროვე ცხოვრებაში, დატვირთული რიტმის გამო დრო ძალიან ძვირფასი გახდა. შესაბამისად, ადამიანებისთვის აქტუალური გახდა ისეთი სივრცეები, სადაც ისინი რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას მოასწრებენ. ამ კუთხით ბიბლუსი მკითხველს სიურპრიზს ჰპირდება.
რას სთავაზობს ახალი წლის დღეებში ბიბლუსი მომხმარებელს, იქნება თუ არა ახალი წლის ტრადიციული აქცია, კითხვებს "ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის უფროსი, თათა დგებუაძე უპასუხებს.
კითხვები გამოაგზავნეთ კომენტარების ველში
ნანა:
რით განსხვავდება "ბიბლუსი გალერი" სტანდარტული წიგნის მაღაზიებისგან?
-"ბიბლუსი გალერი" ეს არ არის სტანდარტული ტიპის მაღაზია. აქ იქნება განსხვავებული ფორმატის, ბევრად უფრო მაშტაბური ცენტრი. სადაც მრავაფეროვანი წიგნების გარდა, იქნება წარმოდგენილი ბავშვთა გასართობი ცენტრი. სამკითხველო დარბაზი, იტალიური ბრენდის კაფე. შესაბამისად ეს იქნება დასასვენებელ-ინტელექტუალური ცენტრი ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მქონე მომხმარებლისათვის.
რა განთავსდება "ბიბლუსი გალერიში" , რას სთავაზობენ იდეის ავტორები მომხმარებლებს?
-კომპანია გადადის განვითარების ახალ ეტაპზე. აქამდე 45 მაღაზიის ფილიალის სახით ვიყავით წარმოდგენელი მთელი საქართველოს მაშტაბით. ”ბიბლუსის” ადმინისტრაციამ გადაწყვიტა რომ გაგვეკეთებინა უფრო მეტი ჩვენი მკითხველისთვის, ვიდრე მხოლოდ წიგნების შეთავაზება არის.
შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ ”ბიბლუსი გარეში” მოვაწყოთ სივრცე ისე, რომ ყიდვის პროცესი, წიგნის შერჩევის პროცესი, წიგნთან ურთიერთობის პროცესი იყოს ძალიან სასიამოვნო. ამიტომ ”ბიბლუსი გალერიში” იქნება ძალიან კომფორტული სამკითხველო კუთხე, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება ჩამოჯდეს და მშვიდ გარემოში შეარჩიოს წიგნი. მოგეხსენებათ წიგნის შერჩევა არცისე მარტივია. ყოველი წიგნი ახალი თავგადასავალი და ახალი ისტორიაა. აქ უკვე რთულია გადაწყვიტო რა განწყობაზე ხარ და რომელ ისტორიასთან შეხვედრას ისურვებ. ამიტომ ეს სამკითხველო იქნება მოწყობილი ისე რომ თავისუფალდ მიიღებ ამ გადაწყვეტილებას და არჩევანს კარგად გააკეთებ.
რაც შეეხება სხვა მიმართულებებს. ჩვენ გავხდით ერთერთი საერთაშორისო, იტალიური ბრენდის ci gusta -ს ოფიციალური ამიერკავკასიაში. ბრენდი გულისხმობს თავის კონცეფციაში ტკბილეულის, ნაყინის და პიცის კაფეტერიას. ჩვენთან იქნებიან იტალიელი მზარეულები. მომხმარებლებს გავუმასპინძლდებით იტალური რეცეპტებით მომზადებული კერძებით. დარწმუნებული ვარ ამ ბრენდს ქართველი მომხმარებელი აუცილებლად შეიყვარებს.
მაია:
რა კატეგორიისა და ასაკის მომხმარებელზე იქნება გათვლილი ,,ბიბლუსის" მულტიფუნქციური ცენტრი?
-”ბიბლუსის” მულტიფუნქციური ცენტრი იქნება სივრცე, სადაც ნებისმიერი მოთხოვნისა და ასაკის ადამიანი იპოვის თავის ინტერესს. როგორც უკვე ავღნიშნე, ჩვენთან კეთდება იტალიური კაფე, სადაც ოჯახი, მეგობრები, სტუდენტები შეძლებენ თავშეყრას. კაფის მენიუ არის საკმაოდ მრავალფეროვანი. ავღნიშნავ ასევე იმას, რომ კომპანია Pregel, რომლის შვილობილიც არის კომპანია
ci gusta! მსოფლიოს მასტაბით არის ცნობილი მისი ნედლეული. მაგალითად მის ნედლეულს, ტკბილეულს და ნაყინს გამოიყენებენ ისეთი მსოფლიო ბრენდები, როგორებიც არიან სტარბაქსი, KFC , მაკდონალდსი და ა.შ. შესაბამისად ეს არის სწორედ ის კომპანია, რომლის ფრენჩაიზერები გავხდით ჩვენ და ამიერიდან ეს საერთაშორისო ბრენდი და იტალიური გემო ხემისაწვდომი იქნება ”ბიბლუსი გალერიში”, ci gusta! -ს კაფეში.
სტუდენტებს, მეგობრებს, დასაქმებულ ადამიანებს შეუძლიათ გვეწვიონ ლანჩზე. შეიკრიბომნ საღამოს და გაატარონ დაუვიწყარი საღამო წიგნების გარემოცვაში.
რაც შეეხება ჩვენს პატარა მომხმარებლებს, რომლებიც საკმაოდ ბევრი გვყავს. ძალიან მალე ”ბიბლუსი გალერის” ფარგლებში გავხსნით ბავშვთა გასართობ ცენტრს, თუმცა ეს არ იქნება მხოლოდ ფიზიკურ გართობაზე ორიენტირებული. ვინაიდან ბიბლუსი ემსახურება წიგნიერების დონის ამაღლებას ქვეყანაში. გვინდა რომ ბავშვები დავაახლოვოთ შემეცნებით-ინტელექტუალურ პროდუქტთან. ამ მიზნით გასართობი ცენტრის ფარგლებში ითანამშრომლებენ პროფესიონალი ფსიქოლოგები და პედაგოგები, ასევე ანიმატორები, რომლებიც ბავშვებს შეასწავლიან ხატვას, ძერწვას, წაუკითხავენ წიგნებს, ზღაპრებს და ასევე რა თქმა უნდა იქნება ბავშვებისთვის საყვარელი სასრიალოები, სათამაშო აპარატები და ლაბირინთები.
მაკა:
რა უპირატესობა აქვს "ბიბლუსის" დაგროვებითი ბარათით სარგებლობას?
-მინდა სიხარულით ავღნიშნო, რომ ჩვენ უკვე 160 ატასზე მეტი ლოიალური მომხმარებელი გვყავს, ეს ის რიცხვია რომლებასც აქვთ ბიბლუსის დაგროვებითი ბარათი. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან რატომ აქვთ და რასი გამოიყენება ეს ბარათი. იმისთვის რომ მომხმარებელს კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რატომ უნდა შეიძინონ ბიბლუსის დაგროვებითი ბარათი, ვაცნობებთ, რომ ქულების ელევანტური თანხის საჩუქრები შეუძლიათ გაიტანონ ბიბლუსის ნებისმიერი ფილიალიდან.
სალომე:
როდის დაიწყება საახალწლო ფასდაკლებები?
-დიდი საახალწლო ფასდაკლება ბიბლუსის ქსელში უკვე დაიწყო. ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის რომ წელიწადში ორჯერ (ზაფხულში და წინა საახალწლოდ) გვაქვს დიდი ფასდაკლება. წელს არის განსაკუთრებული შემთხვევა: ფასდაკლება მოქმედებს ყველა წიგნზე "ბიბლუსის" მთელი ქსელის მაშტაბით და ფასდაკლების პროცენტი არც თუ ისე მცირეა. 50%-მდე ფასდაკლება მოქმედებს ყველა წიგნზე და მათ შორის საკანცელარიო ნივთებზე.
ჩვენ შევძელით და გამომცემლობებთან ერთად მოვახერხეთ ფასდაკლება გავრცელებულიყო არა ერთეულ წიგნებზე, არამედ სრულ ასორტიმენტზე. შესაბამისად ჩვენს მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ თხოვნა: იქნებ "50 წიგნის" სერიებზე გაკეთდეს ფასდაკლება, ასევე ძალიან მოთხოვნად წიგნებზე იყოს კარგი ფასდაკლება. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ გამომცემლობები წამოგვეყვანა ამ პირობაზე და წელს მართლაც მოვახერხეთ, რომ "ბიბლუსის" მთელ ქსლეში არის 50%-მდე ფასდაკლება.
ქეთი:
როგორც ვიცით ბიბლუსს აქვს "სახლში მიტანის სერვისი" - ეს სერვისი უფასოა?
-იმ მომხმარებლისთვის, რომელიც ვერ პოულობს დროს, რომ გამოვიდეს სახლიდან და წიგნი ფიზიკურად შეიძინოს "ბიბლუსის" მაღაზიაში. ჩვენ გავაკეთეთ "ბიბლუსის" საიტზე ონლაინ შესყიდვის სერვისი, სადაც იგივე ფასად, იგივე ფასდაკლებების გათვალისწინებით შეუძლია მომხმარებელს ნებისმიერი წიგნი შეარჩიოს და ჩვენი კურიერი მას სახლში მიუტანს. სერვისი უფასოა თუ შესყიდვა ხორციელდება ოც ლარს ზემოთ, მათ შორის მთელი საქართველოს მაშტაბით. ეს სერვისი რეგიონებშიც იგივე ტარიფს ინარჩუნებს.
ექნება თუ არა წელს ბიბლუსს მსგავსი აქცია, როგორიც შარშან ჰქონდა ბავშვებისთვის?
--წინა საახალწლოდ ჩვენ ვცდილობთ გავახალისოთ ჩვენი პატარა მომხმარებლები და "ბიბლუსი გალერიში" ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები ყოველდღიურად თოვლის ბაბუასთან ერთად (ეს ღონისძიებები დაანონსდება წინასწარ) და ცვენი თოვლის ბაბუა წაუკითახვს ზღაპრებს ბავშვებს და იქნება ბევრი სხვადსხვა გასართობ-შემეცნებითი ღონიძიება.
მარი:
საბავშვო ლიტერატურაზე რამდენპროცენტიანი ფასდაკლება ვრცელდება?
-ისევე როგორც საბავშვო ლიტერატურაზე, ბიბლუსში წარმოდგენილი წიგნების სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება 50 %-მდე ფასდაკლება. 50%-მდე ფასდაკლებ აგულისხმობს იმას, რომ ფასდაკლების პროცენტი იქნება 10,20, 30,40 50%-ის ფარგლებში.
თეონა:
თქვენთან ხშირად გვინახავს უპრეცედენტი ფასდაკლებებიფასდაკლებების სამყარო!, მაგალითად წიგნები 2 ლარად. ახლა თუ გაქვთ ასეთი აქციები?
-ბიბლუსის ქსელში საკმაოდ ხშირად ეწყობა აქციები. ახლაც მაგალითად "პალიტრა L" -მა გამოსცა ახალი წიგნი "ლაბირინთში მორბენალი", რომელიც საკმაოდ მოთხოვნადი წიგნია, განსაკუთრებით თინეიჯერებში. ამიტომ ბიბლუსის ქსელის ერთ მარაძიაში ერთი დღით ეს წიგნი გაიყიდა 2 ლარად. რეალურად წიგნის ფასი არის 9,95 ლარი. შესაბამისად გასაგებია რა ფასდაკლება გაკეთდა და საკმაოდ დიდი იყო მომხმარებელთა დაინტერესება და საკმაოდ კარგად ჩაიარა აქციამ.
მე მინდა ვთხოვო ჩვენს მომხმარებლებს, იყვნენ ყურადღებით, იმიტომ, რომ ბიბლუსი ორიენტირებულია რაც შეიძლება მეტი მკომხმარებელი მივიყვანოთ წიგნთან და მათთვის ხელსაყრელი პირობები შევქმნათ. ამიტომ ვთანამშრომლობთ სხვადსხვა გამომცემლობებთან, რომ ყველაზე მოთხოვნადი წიგნები ხშირად ჩაისვას სხვადსხვა აქციაში.