პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში მოზარდთა 2/3 ფულზე თამაშობს
საქართველოში მოზარდთა 2/3 ფულზე თამაშობს

გა­მო­კი­თხუ­ლი 100-მდე არას­რულ­წლო­ვა­ნი­დან 67-მა კი­თხვა­ზე - ხართ თუ არა ონ­ლა­ინ და ოფ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ე­ბის და ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი - და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი გას­ცა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, სა­გან­გა­შოა ის ფაქ­ტი, რომ კა­ზი­ნო­ე­ბი და სხვა­დას­ხვა აზარ­ტუ­ლი სა­თა­მა­შო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, სკო­ლებ­თან და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს, რაც არ­ცერთ ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­ში არ ხდე­ბა.

"მთელ კვი­რას­თან" სა­უ­ბარ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "ადა­მი­ა­ნი, კა­ნო­ნი, თა­ვი­სუფ­ლე­ბა" წევ­რი გი­ორ­გი მღვდე­ლა­ძე ამ­ბობს, რომ მოქ­მედ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია:

"ლა­ტა­რი­ე­ბის, აზარ­ტუ­ლი და სხვა მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შო­ბე­ბის მო­წყო­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 21 წლამ­დე ასა­კის პი­რი­სათ­ვის სა­მო­რი­ნე­ში ან/და აზარ­ტულ კლუბ­ში, ხოლო 18 წლამ­დე ასა­კის პი­რი­სათ­ვის სა­თა­მა­შო აპა­რა­ტე­ბის სა­ლონ­სა და მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შო­ბის (გარ­და წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი გა­თა­მა­შე­ბი­სა) მო­წყო­ბის ად­გი­ლას შეს­ვლა ან/და თა­მა­შო­ბა­ში (მათ შო­რის, სის­ტე­მურ-ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მით მო­წყო­ბილ აზარ­ტულ თა­მა­შო­ბა­ში) მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია. აზარ­ტუ­ლი ან მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ვალ­დე­ბუ­ლია პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის მეშ­ვე­ო­ით უზ­რუნ­ველ­ყოს აზარ­ტუ­ლი ან მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შო­ბის მო­წყო­ბის ად­გი­ლას შე­სუ­ლი პი­რის ასა­კის შე­მოწ­მე­ბა, თუ არ­სე­ბობს გო­ნივ­რუ­ლი ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ მისი ასა­კი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ამ პუნ­ქტით დად­გე­ნილ მო­თხოვ­ნებს. დღეს მოქ­მე­დი კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, კომ­პა­ნი­ე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად ყო­ველ­გვარ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იხ­სნი­ან, რად­გან კა­ნონ­ში წე­რია, რომ პი­როვ­ნე­ბის ასა­კის შე­მოწ­მე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დეს, თუ არ­სე­ბობს გო­ნივ­რუ­ლი ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბის ასა­კი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს იმ პუნ­ქტით დად­გე­ნილ მო­თხოვ­ნებს. ამის გამო კომ­პა­ნი­ებს ვე­რა­ნა­ი­რად ვერ და­ე­კის­რე­ბათ ჯა­რი­მა თუნ­დაც არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის შეშ­ვე­ბა­ზე, იმი­ტომ, რომ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში მათ შე­უძ­ლი­ათ თქვან, რომ ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბის მი­მართ არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი, რომ თუნ­დაც ის 16 ან 17 წლი­საა", - ამ­ბობს გი­ორ­გი მღვდე­ლა­ძე.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

საქართველოში მოზარდთა 2/3 ფულზე თამაშობს

საქართველოში მოზარდთა 2/3 ფულზე თამაშობს

გამოკითხული 100-მდე არასრულწლოვანიდან 67-მა კითხვაზე - ხართ თუ არა ონლაინ და ოფლაინ კაზინოების და ტოტალიზატორების მომხმარებელი - დადებითი პასუხი გასცა. ორგანიზაციის განცხადებით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ კაზინოები და სხვადასხვა აზარტული სათამაშო დაწესებულებები დედაქალაქის ცენტრში, სკოლებთან და უნივერსიტეტებთან ახლოს მდებარეობს, რაც არცერთ ევროპულ სახელმწიფოში არ ხდება.

"მთელ კვირასთან" საუბარში არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" წევრი გიორგი მღვდელაძე ამბობს, რომ მოქმედ კანონში ცვლილებების განხორციელება აუცილებელია:

"ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში აღნიშნულია, რომ 21 წლამდე ასაკის პირისათვის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირისათვის სათამაშო აპარატების სალონსა და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობაში) მონაწილეობა აკრძალულია. აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეოით უზრუნველყოს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილას შესული პირის ასაკის შემოწმება, თუ არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ მისი ასაკი არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. დღეს მოქმედი კანონის საფუძველზე, კომპანიები ფაქტობრივად ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიან, რადგან კანონში წერია, რომ პიროვნების ასაკის შემოწმება იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ კონკრეტული პიროვნების ასაკი არ აკმაყოფილებს იმ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. ამის გამო კომპანიებს ვერანაირად ვერ დაეკისრებათ ჯარიმა თუნდაც არასრულწლოვანების შეშვებაზე, იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მათ შეუძლიათ თქვან, რომ ამა თუ იმ პიროვნების მიმართ არ არსებობს არანაირი გონივრული ეჭვი, რომ თუნდაც ის 16 ან 17 წლისაა", - ამბობს გიორგი მღვდელაძე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია