Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთში მედიასაშუალებების 20-ზე მეტი თანამშრომელი დააკავეს
თურქეთში მედიასაშუალებების 20-ზე მეტი თანამშრომელი დააკავეს

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მით­ვი­სე­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, თურ­ქე­თის პო­ლი­ცი­ამ 20-ზე მეტი ჟურ­ნა­ლის­ტი, მე­ნე­ჯე­რი და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­სა და გა­ზე­თებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ "ბი-ბი-სი" იუ­წყე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­კა­ვე­ბე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია აშშ-ში მცხოვ­რებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ფე­თჰუ­ლაჰ გი­უ­ლენ­თან, რო­მე­ლიც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია. მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში ჩხრე­კა სტამ­ბულ­სა და თურ­ქე­თის 12 ქა­ლაქ­ში ჩა­ტარ­და. და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის არი­ან მე­დი­აჯ­გუფ "შა­მან­ყო­ლუ"-სა და გა­ზეთ "ძა­მან"-ის რე­დაქ­ტო­რი. მათი და­კა­ვე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და უკა­ნო­ნო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მით­ვი­სე­ბის ბრალ­დე­ბით.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეპ ტაიპ ერ­დო­ღა­ნი და ფე­თჰუ­ლაჰ გი­უ­ლე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი არი­ან და დამ­კვირ­ვე­ბელ­თა აზ­რით, ჩხრე­კე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს ამ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მომ­ხრე­ებს გა­ჩუ­მე­ბა აი­ძუ­ლოს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თურქეთში მედიასაშუალებების 20-ზე მეტი თანამშრომელი დააკავეს

თურქეთში მედიასაშუალებების 20-ზე მეტი თანამშრომელი დააკავეს

ხელისუფლების მითვისების მცდელობის ბრალდებით, თურქეთის პოლიციამ 20-ზე მეტი ჟურნალისტი, მენეჯერი და მედიასაშუალებების სხვა თანამშრომლები სხვადასხვა ტელევიზიებსა და გაზეთებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დააკავა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

აღნიშნული დაკავებები დაკავშირებულია აშშ-ში მცხოვრებ ოპოზიციონერ ფეთჰულაჰ გიულენთან, რომელიც სასულიერო პირია. მედიასაშუალებებში ჩხრეკა სტამბულსა და თურქეთის 12 ქალაქში ჩატარდა. დაკავებულთა შორის არიან მედიაჯგუფ "შამანყოლუ"-სა და გაზეთ "ძამან"-ის რედაქტორი. მათი დაკავება განხორციელდა უკანონო ორგანიზაციისა და ხელისუფლების მითვისების ბრალდებით.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და ფეთჰულაჰ გიულენი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არიან და დამკვირვებელთა აზრით, ჩხრეკების მეშვეობით ხელისუფლება ცდილობს ამ სასულიერო პირის მომხრეებს გაჩუმება აიძულოს.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები