საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს ტერიტორიაზე ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, არქეოლოგები თბილისიდან საყდრისში ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ.

აქციის მონაწილეები ცდილობდნენ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან ახლოს მისვლას. მათ მცირე წინააღმდეგობა გაუწია დაცვის სამსახურმა და პოლიციის თანამშრომლებმა, თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მაინც შეძლეს, რომ საბადოს მისადგომებთან მისულიყვნენ. ამ წუთებში საპროტესტო აქცია სწორედ იქ იმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრმა ირაკლი მამალაძემ განაცადა, კულტურის მინისტრმა და ძეგლთა დაცვის სააგენტომ ისტორიული ძეგლის ნგრევას მოაწერეს ხელი, მაშინ, როცა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რაც უკანონო ქმედება იყო მათი მხრიდან და ამ გადაწყვეტილებაზე ხელმომწერნი აუცილებლად უნდა დაისაჯონ.

ირაკლი მამალაძემ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას, მკაცრი რეაგირება მოახდინონ საყდრისის საბადოს ნგრევის ფაქტზე.

უფლებადამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა საბადოს ტერიტორიასთან შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც კონტრ-აქციას მართავდნენ და კომპანია "არემჯის" თანამშრომლებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება გააცნო, რომელიც საყდრისთან დაკავიშირებით გააკეთა.

საყდრისის საბადოს ნგრევის ფაქტს აპროტესტებს არქეოლოგი გიორგი გოგოჭური, რომელიც ქართულ-გერმანული ექსპედიციის წევრი იყო. საპროტესტო აქციაში მონაწილეობს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია.

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და დაცვის სამსახური, რომელთაც დაპირისპირების მონაწილეების განცალკევება დროულად მოახერხეს და სიტუაცია განმუხტეს.

ამ წუთებში საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები, ასევე აქციის სხვა მონაწილეები, ასევე კონტრაქციის მონაწილეები იმ ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც მძიმე ტექნიკა მუშაობს და მიმდინარეობს საყდრისის ისტორიული საბადოს ტერიტორიაზე გზის გაწმენდა და ტერიტორიის გასუფთავება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია