საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი სიყვარული ვერაფერმა "ლეგალაიზა" - ჩემო ელაიზა" - ვინ არის მასტერის ნამუშევრების მუზა
"ჩვენი სიყვარული ვერაფერმა "ლეგალაიზა" - ჩემო ელაიზა" - ვინ არის მასტერის ნამუშევრების მუზა

რე­პე­რი მას­ტე­რი (გი­ორ­გი პავ­ლი­აშ­ვი­ლი) თვეს ისე არ გა­უშ­ვებს, ახა­ლი კლი­პი სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით არ გა­და­ი­ღოს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ინ­ტერ­ნეტ­ში ახა­ლი პრო­დუქ­ტი ატ­ვირ­თა, რომ­ლის ტექ­სტი და სა­ერ­თოდ, რე­პ­კომ­პო­ზი­ცია, გა­და­ღე­ბა, მონ­ტა­ჟი, ყვე­ლა­ფე­რი მას ეკუთ­ვნის. ახალ ნა­მუშ­ვარ­ში მხო­ლოდ ერთი ლა­მა­ზი და მშვე­ნი­ე­რი გო­გო­ნა ელი­სა­ბედ გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლია.

მას­ტე­რი:

- ლიზა ამე­რი­კა­ში ბრუნ­დე­ბო­და მაგ დღეს და გა­და­ვი­ღე. მახ­სოვს, 4 ივ­ლი­სი თენ­დე­ბო­და, მან­ქა­ნა ვა­ხუშ­ტის ხიდ­თან გა­ვა­ჩე­რე, რად­გან მტკვარ­ში "ნივ­თი" უნდა გა­და­ეგ­დო (ამას ალ­ბათ მა­ყუ­რე­ბე­ლი თა­ვად მიხ­ვდე­ბა და გა­შიფ­რავს). ისე მოხ­და, რომ ხი­დის ქვე­მოთ მან­ქა­ნე­ბი და­დი­ოდ­ნენ, ანუ ცოტა ადრე მო­მი­წია გა­ჩე­რე­ბამ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ლი­ზას ფე­ხით სი­ა­რუ­ლი მო­უხ­და, რათა ნივ­თი მტკვარ­ში ჩა­ეგ­დო. მეც ავ­დე­ქი და ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბა და­ვი­წყე... არა­ნა­ი­რი იდეა არ მქო­ნია, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ოდეს­მე კლი­პის ფორ­მა­ტის სა­ხეს მივ­ცემ­დი... შემ­დეგ ლიზა გაფ­რინ­და... ერთ დღე­საც ვნა­ხე ის ვი­დეო და იმის იდეა მო­მი­ვი­და, რაც უკვე გა­ვა­კე­თე... პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რაა, რო­მე­ლიც გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით დავ­წე­რე ანუ რომ ვწერ­დი, თან, ამ კად­რებს ვუ­ყუ­რებ­დი, - ასე­ვე პირ­ვე­ლი კლი­პია, სა­დაც ის გოგო მო­ნა­წი­ლე­ობს, რო­მელ­საც კონ­კრე­ტუ­ლად სიმ­ღე­რა ეძღვნე­ბა: "ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი ვე­რა­ფერ­მა "ლე­გა­ლა­ი­ზა" - ჩემო ელა­ი­ზა"...

- ანუ თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი ვე­რა­ფერ­მა გა­ხა­და ლე­გა­ლუ­რი?

- ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი ვე­რა­ფერ­მა გა­ხა­და ლე­გა­ლუ­რი (სი­ცი­ლით ამ­ბობს).

დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამას, მაგ­რამ ჯო­ბია, მსმე­ნელ­მა თა­ვი­სით ამოხ­სნას ეს ყვე­ლა­ფე­რი... რაც შეგ­ვე­ხე­ბა მე და ლი­ზას, რა თქმა უნდა, ეს არ იყო მხო­ლოდ მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და სხვა რა­მის და­მა­ტე­ბა ამ თე­მა­ზე ზედ­მე­ტი მგო­ნია...

მოკ­ლედ, ამ წე­ლი­წდ­ში ისე მოხ­და, რომ ყო­ველ­თვე ახალ კლიპს ვთა­ვა­ზობ­დი. მერე მკი­თხა, - დე­კემ­ბერ­ში რა კლიპს აპი­რე­ბო? არა­ფერს ვე­უბ­ნე­ბო­დი და ეს ვი­დე­ორ­გო­ლი მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­მო­ვუშ­ვი ისე, რომ არც სიმ­ღე­რის შე­სა­ხებ იცო­და რამე და არც ის ახ­სოვ­და, რომ მა­შინ ვი­დე­ოს ვუ­ღებ­დი... ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე ნა­ტუ­რა­ლუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რია, რაც კი შე­მიქ­მნია, რად­გან მას­ში არც ერთი % სი­ყალ­ბე არ არის... ლი­ზას­თან რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში ნამ­დვი­ლად არ ვიცი, ან შე­იძ­ლე­ბა ვიცი კი­დეც... მაგ­რამ ფაქ­ტია ის არის, რომ ამ ნა­ბი­ჯით მე ის ჩემი კა­რი­ე­რის მუდ­მივ თა­ნამ­გზავ­რად ვაქ­ციე.

ლალი ფა­ცია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"ჩვენი სიყვარული ვერაფერმა "ლეგალაიზა" - ჩემო ელაიზა" - ვინ არის მასტერის ნამუშევრების მუზა

"ჩვენი სიყვარული ვერაფერმა "ლეგალაიზა" - ჩემო ელაიზა" - ვინ არის მასტერის ნამუშევრების მუზა

რეპერი მასტერი (გიორგი პავლიაშვილი) თვეს ისე არ გაუშვებს, ახალი კლიპი საკუთარი ძალებით არ გადაიღოს. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ახალი პროდუქტი ატვირთა, რომლის ტექსტი და საერთოდ, რეპკომპოზიცია, გადაღება, მონტაჟი, ყველაფერი მას ეკუთვნის. ახალ ნამუშვარში მხოლოდ ერთი ლამაზი და მშვენიერი გოგონა ელისაბედ გაფრინდაშვილი მონაწილეობს, რომელიც ამერიკაში მცხოვრები ქართველია.

მასტერი:

- ლიზა ამერიკაში ბრუნდებოდა მაგ დღეს  და გადავიღე. მახსოვს, 4 ივლისი თენდებოდა, მანქანა ვახუშტის ხიდთან გავაჩერე, რადგან მტკვარში "ნივთი" უნდა გადაეგდო (ამას ალბათ მაყურებელი თავად მიხვდება და გაშიფრავს). ისე მოხდა, რომ ხიდის ქვემოთ მანქანები დადიოდნენ, ანუ ცოტა ადრე მომიწია გაჩერებამ, აქედან გამომდინარე, ლიზას ფეხით სიარული მოუხდა, რათა ნივთი მტკვარში ჩაეგდო. მეც ავდექი და ვიდეოს გადაღება დავიწყე... არანაირი იდეა არ მქონია, რომ ამ ყველაფერს ოდესმე კლიპის ფორმატის სახეს მივცემდი... შემდეგ ლიზა გაფრინდა... ერთ დღესაც ვნახე ის ვიდეო და იმის იდეა მომივიდა, რაც უკვე გავაკეთე... პირველი სიმღერაა, რომელიც გამოსახულების მიხედვით დავწერე ანუ რომ ვწერდი, თან, ამ კადრებს ვუყურებდი, - ასევე პირველი კლიპია, სადაც ის გოგო მონაწილეობს, რომელსაც კონკრეტულად სიმღერა ეძღვნება: "ჩვენი სიყვარული ვერაფერმა "ლეგალაიზა" - ჩემო ელაიზა"...

- ანუ თქვენი სიყვარული ვერაფერმა გახადა ლეგალური?

- ჩვენი სიყვარული ვერაფერმა გახადა ლეგალური (სიცილით ამბობს).

დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, მაგრამ ჯობია, მსმენელმა თავისით ამოხსნას ეს ყველაფერი... რაც შეგვეხება მე და ლიზას, რა თქმა უნდა, ეს არ იყო მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა და სხვა რამის დამატება ამ თემაზე ზედმეტი მგონია...

მოკლედ, ამ წელიწდში ისე მოხდა, რომ ყოველთვე ახალ კლიპს ვთავაზობდი. მერე მკითხა, - დეკემბერში რა კლიპს აპირებო? არაფერს ვეუბნებოდი და ეს ვიდეორგოლი მის დაბადების დღეზე გამოვუშვი ისე, რომ არც სიმღერის შესახებ იცოდა რამე და არც ის ახსოვდა, რომ მაშინ ვიდეოს ვუღებდი... ვფიქრობ, ყველაზე ნატურალური ნამუშევარია, რაც კი შემიქმნია, რადგან მასში არც ერთი % სიყალბე არ არის... ლიზასთან რა იქნება მომავალში ნამდვილად არ ვიცი, ან შეიძლება ვიცი კიდეც... მაგრამ ფაქტია ის არის, რომ ამ ნაბიჯით მე ის ჩემი კარიერის მუდმივ თანამგზავრად ვაქციე.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება