ლოლიტასა და გიორგი წერეთლის ქორწილის ექკლუზიური დეტალები - როგორ დაამარცხეს ასაკობრივი სხვაობა

ლოლიტასა და გიორგი წერეთლის ქორწილის ექკლუზიური დეტალები - როგორ დაამარცხეს ასაკობრივი სხვაობა

მომღერლებმა გიორგი წერეთელმა და ლოლიტამ ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ გადაწყვიტეს ურთერთობისთვის ოფიცალური სახე მიეცათ და ხელი რიტუალების სასახლეში მოაწერეს. როგორც გიორგი ამბობს, შეყვარებული წყვილისთვის ხელმოწერა პრიორიტეტული არ ყოფილა, ამისთვის მათ მიზეზი ჰქონდათ.

- გიორგი, პირველ რიგში გილოცავთ გაბედნიერებას, ხუთი წლის თავზე გადაწვიტეთ თქვენი ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე მიგეცათ...

- ამერიკის საელჩომ გადაგვიწყვიტა. ხელმოწერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა, უბრალოდ ამერიკაში ვაპირებთ წასვლას და ჩვენი ცოლ-ქმრობა საბუთით უნდა დაგვედასტურებინა.

- ეფექტური პატარძალი გედგათ გვერდით, ვინ იზრუნა ლოლიტას ჩაცმულობაზე?

- ეს ალბათ თვითონ ლოლას ჰკითხოთ ჯობია. მაგ საქმეებში კაცებს არ ახედებენ. ხელმოწერამდე არც მინახავს კაბა. ლოლიტას თეთრი საპატარძლო კაბა არასდროს სცმია. შესაბამისად ეს სიტუაცია გამოვიყენეთ.

- იყო ეს მისი ოცნება?

- რა თქმა უნდა, თეთრი საპატარძლო კაბის ჩაცმა ყველა ქალის ოცნებაა.

- ქართულიც იცეკვეთ?

- ქორწილი არ გვქონია. ხელმოწერის შემდეგ მეჯვარეებთან ერთად ავედით მეგობართან, ყავა მივირთვით, გამოვიცვალეთ და წავედით სამსახურში. კიდევ ვიმეორებ, ხელმოწერა ჩვენთვის პრიორიტეტული არ იყო. ჯვრისწერა სხვაა. იერუსალიმში ვაპირებთ ჯვრისწერას და ამისთვის ვემზადებით. ეს კი ნამდვილი დღესასწაული იქნება.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება