მარი ბაბეტას აღიარება ნაციონალ პოლიტიკოსზე: ''იარაღით დამემუქრა...''

მარი ბაბეტას აღიარება ნაციონალ პოლიტიკოსზე: ''იარაღით დამემუქრა...''

რეპერი, კლუბის მოცეკვავე და უბრალოდ, სექსუალური მარი ბაბეტა ნებისმიერი გადაცემის სასურველი სტუმარია. ყოველთვის გულახდილად ლაპარაკობს და ჩაცმის მხრივ კომპლექსები არ აწუხებს. ეს სპეციალურად''რეიტინგისთვის'' მოწყობილ ფოტოსესიაშიც კარგად ჩანს.

გასულ კვირას''იმედის'' ეთერში კიდევ ერთხელ გააოგნა საზოგადოება იმის აღიარებით, რომ ერთ-ერთი პოლიტიკოსი მასზე ძალადობდა. რა მოხდა რეალურად და როგორ დააღწია თავი მოძალადე მამაკაცს, ამის შესახებ მარიმ ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა.

- მარი, გასულ კვირას გია ჯაჯანიძის გადაცემაში შენი მისამართით დასმულმა კითხვამ, ხარ თუ არა ბოზი, საზოგადოების ნაწილი კვლავ აღაშფოთა, ისევე როგორც ცნობილი ტამტამშოუს შემდეგ. ამბობენ, ბაბეს უფლებები დაირღვაო...

- ტამტამშოუს შემდეგაც უამრავი ადამიანი მირეკავდა და ყველას ვეუბნებოდი, რომ ეს არ იყო ქალის დისკრიმინაცია, ბოდიში და ყველამ თავის ტრაკს მიხედოს. რაც შეეხება კითხვას ბოზზე, სტუდიაში მწვავე თემას, არალეგალურ პროსტიტუციას განიხილავდნენ. ცოტა მომხვდა გულზე. უცებ ეთერში რომ გეკითხებიან, ხარ თუ არა ბოზი და ყველა გიყურებს, რას უპასუხებ?! რთულია, მაგრამ არ დავბნეულვარ. კარგად ვუპასუხე - მე პატიოსანი მოცეკვავე ვარ და მირჩევნია, დღეში რამდენიმე კლუბში ვიმუშაო, გადაღებებზე ვირბინო და შრომით ვიშოვო ფული. თუმცა ნამდვილად არსებობენ გრძელკაბიანი ბოზები და ეს საკუთარი თვალითაც მინახავს.

- ამ გადაცემაშივე მოყევი ერთ-ერთი პოლიტიკოსის მხრიდან შენზე ძალადობის შესახებ, თუმცა მას თავი დააღწიე, ეს ადამიანი ძველი მოწვევის პარლამენტარი იყო?

- რადგან ისევ ამ თემაზე მკითხეთ, იმ პიროვნების სახელსა და გვარს ვერ გეტყვით, მაგრამ ის მიხეილ სააკაშვილის დროის ნაციონალი პარლამენტარი იყო.

- ხშირად პოლიტიკოსებთან ურთიერთობას გოგონები კარგად იყენებენ კარიერის მოსაწყობად, შენ ეს ცდუნება არ გქონია?

- ჩემს გემოვნებაში პოლიტიკოსები არასოდეს ჯდებოდნენ. ის ადამიანი, როგორც მამაკაციც, არ მომწონდა. ვმეგობრობდით, ერთმანეთი კლუბში საერთო მეგობარმა გაგვაცნო. თვითონ მითხრა, რამეში თუ დაგჭირდი, ჩემი იმედი გქონდესო. მისი იმედი როგორ უნდა მქონოდა, როდესაც მთვრალი ჩემს კორპუსთან მოვიდა, ვითომ კლუბში სამსახურში უნდა წავეყვანე, ამ დროს კი კარი ჩამიკეტა და მითხრა, რომ უნდა დავნებებოდი.

- როგორ დააღწიე თავი?

- ვაშლიჯვრის გზაზე გამიყვანა, ახლა ეს გზა უკვე გაკეთებულია, ადრე უდაბნოსავით იყო. საჭესთან ნასვამი იყო და არ ადარდებდა, პატრული თუ გააჩერებდა. იარაღით დამემუქრა, მაგრამ არ შემეშინდა. მითხრა, რომ სადღაც გადაკარგულ ადგილას სახლი ჰქონდა, იქ მიმიყვანდა, ყოველდღე საჭმელს მომიტანდა. ჩემს შვილსა და ოჯახის წევრებს კი ვერ ვნახავდი, სანამ არ დავნებდებოდი. არ ვიცი, ნასვამი იყო, თუ რაიმეს ზემოქმედების ქვეშ, ადამიანს არ ჰგავდა. უცებ დავინახე, რომ მანქანის სალონში სამი ხატი ჰქონდა დამაგრებული და გულზე ორი ჯვარი ეკიდა. ვუთხარი, შეიძლება, ჩემი სიკვდილით ნამუსმა არ შეგაწუხოს, მაგრამ ხატები გაქვს, ჯვარი გიკეთია და ღმერთის არ გეშინია-მეთქი? ვთხოვე, მეორე დღეს რომ გამოფხიზლდებოდა, მაშინ გვესაუბრა. რაღაცნაირად მოლბა, მითხრა, რომ სახლში მიმიყვანდა, მეორე დღესაც ფხიზელი იმავეს მეტყოდა და უნდა დავნებებოდი. მადლობა ღმერთს, სახლში მიმიყვანა. მერე მივხვდი, რა შიში ვჭამე. ყველაფერი ცუდისთვის მზად ვიყავი.

- რატომ არ უჩივლე?

- ჩვენს საერთო მეგობარს დავუკავშირდი, მამაკაცს, ვინც ერთმანეთი გაგვაცნო და მოვუყევი, რაც მოხდა. მას მაღალი თანამდებობა ეკავა, მეორე დღეს ერთ-ერთ განყოფილებაში დაიბარა და ჟარგონულად რომ ვთქვა,''მიაკაჩავა''.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება