საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასიამოვნო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ჩასაბარებელი დარჩა
სასიამოვნო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ჩასაბარებელი დარჩა

მათ, ვინც 1 ნო­ემ­ბრი­დან 15 დე­კემ­ბრამ­დე ჩა­ა­ბა­რა მარ­თვის მოწ­მო­ბის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დის თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის ჩა­სა­ბა­რებ­ლად 30-ის ნაც­ვლად 60 კა­ლენ­და­რუ­ლი დღე ექ­ნე­ბათ. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სსიპ - სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­დან აც­ნო­ბეს.

მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ცვლი­ლე­ბა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის მოწ­მო­ბის მი­ღე­ბის მსურ­ველ­თა მო­მა­ტე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გან­ხორ­ცი­ელ­და, ვი­ნა­ი­დან მო­ქა­ლა­ქე­თა გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა ვერ შეძ­ლო პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა გან­სა­ზღვრულ ვა­დებ­ში.

"პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დებ­ზე გას­ვლის მსურ­ვე­ლებს დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდის მო­უ­ხე­და­ვად, უფ­ლე­ბა აქვთ ისარ­გებ­ლონ არა­უ­მე­ტეს 5 გას­ვლით. აღ­ნიშ­ნულ­ში არ ჩა­ით­ვლე­ბა პრაქ­ტი­კულ გა­მოც­და­ზე ვა­და­ზე ადრე დაშ­ვე­ბის (ფა­სი­ა­ნი გას­ვლის) შემ­თხვე­ვე­ბი. გა­მოც­და­ზე უფა­სოდ გას­ვლის უფ­ლე­ბის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, მო­ქა­ლა­ქეს ფა­სი­ა­ნი გას­ვლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა აღარ შე­ეძ­ლე­ბა", - აცხა­დე­ბენ სა­ა­გენ­ტო­ში.

მათი ცნო­ბით­ვე, შე­ღა­ვა­თე­ბი არ გავ­რცელ­დე­ბა იმ პი­რებ­ზე, რომ­ლებ­მაც 15 დე­კემ­ბრამ­დე უკვე ისარ­გებ­ლეს გა­მოც­და­ზე 5 უფა­სო გას­ვლის უფ­ლე­ბით.

შე­გახ­სე­ნებთ, 15 დე­კემ­ბრი­დან მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბის მსურ­ვე­ლებს ახა­ლი წე­სე­ბით მო­უ­წევთ გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა. ამი­ტომ დღეს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს, დრო არ და­კარ­გოს, ახა­ლი კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბამ­დე გა­მოც­და ჩა­ა­ბა­როს და ნა­ნატ­რი მარ­თვის მოწ­მო­ბა აი­ღოს. სა­ნამ ახა­ლი ბი­ლე­თე­ბი ძა­ლა­ში შევა, მსურ­ვე­ლებს ძვე­ლი ბი­ლე­თე­ბით შე­უძ­ლი­ათ გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბის მსურ­ველ­თა რი­გე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი ვრცელ­დე­ბა...

მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, ახა­ლი ბი­ლე­თე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 21 ოქ­ტომ­ბერს დამ­ტკიც­და. ბი­ლე­თე­ბის ჩა­ბა­რე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს კვლავ შე­ეძ­ლე­ბათ ქარ­თულ, აფხა­ზურ, ოსურ, ინ­გლი­სურ, თურ­ქულ, რუ­სულ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ და სომ­ხურ ენებ­ზე.

გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ფოტო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სასიამოვნო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ჩასაბარებელი დარჩა

სასიამოვნო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ჩასაბარებელი დარჩა

მათ, ვინც 1 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე ჩააბარა მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის თეორიული ნაწილი, პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად 30-ის ნაცვლად 60 კალენდარული დღე ექნებათ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან აცნობეს.

მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ცვლილება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მსურველთა მომატებული რაოდენობიდან გამომდინარე განხორციელდა, ვინაიდან მოქალაქეთა გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება განსაზღვრულ ვადებში.

"პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლის მსურველებს დღეების რაოდენობის გაზრდის მოუხედავად, უფლება აქვთ ისარგებლონ არაუმეტეს 5 გასვლით. აღნიშნულში არ ჩაითვლება პრაქტიკულ გამოცდაზე ვადაზე ადრე დაშვების (ფასიანი გასვლის) შემთხვევები. გამოცდაზე უფასოდ გასვლის უფლების ამოწურვის შემდეგ, მოქალაქეს ფასიანი გასვლის უფლებით სარგებლობა აღარ შეეძლება", - აცხადებენ სააგენტოში.

მათი ცნობითვე, შეღავათები არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც 15 დეკემბრამდე უკვე ისარგებლეს გამოცდაზე 5 უფასო გასვლის უფლებით.

შეგახსენებთ, 15 დეკემბრიდან მართვის მოწმობის აღების მსურველებს ახალი წესებით მოუწევთ გამოცდის ჩაბარება. ამიტომ დღეს ბევრი ადამიანი ცდილობს, დრო არ დაკარგოს, ახალი კანონის ამოქმედებამდე გამოცდა ჩააბაროს და ნანატრი მართვის მოწმობა აიღოს. სანამ ახალი ბილეთები ძალაში შევა, მსურველებს ძველი ბილეთებით შეუძლიათ გამოცდის ჩაბარება. სოციალურ ქსელში მართვის მოწმობის აღების მსურველთა რიგების ამსახველი ფოტოები ვრცელდება...

მომსახურების სააგენტოს ცნობით, ახალი ბილეთები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, 21 ოქტომბერს დამტკიცდა. ბილეთების ჩაბარება მოქალაქეებს კვლავ შეეძლებათ ქართულ, აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, თურქულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

გიორგი ზურაბიშვილის ფოტო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ