პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უაზრობაა, მწუხარე ვიყო იმის გამო, რომ ის წავიდა" - ემოციური პოსტი კახა ბენდუქიძეს მოსიყვარულე გერისგან
"უაზრობაა, მწუხარე ვიყო იმის გამო, რომ ის წავიდა" - ემოციური პოსტი კახა ბენდუქიძეს მოსიყვარულე გერისგან

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ი­ტის დამ­ფუძ­ნებ­ლის, კახა ბენ­დუ­ქი­ძის გერი ანას­ტა­სია გონ­ჩა­რო­ვა მა­მი­ნაც­ვალს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს უძღვნის.

"მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კე­თი­ლი სი­ტყვე­ბით მა­მახ­ნე­ვებ­და. მამა ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა, თუმ­ცა მისი არ­სე­ბო­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იმ­დე­ნად ყოვ­ლის­მომ­ცვა­ლი იყო, რომ ახ­ლაც კი, რო­დე­საც ის აღარ არის, მგო­ნია, სა­დღაც აქ­ვეა. ასე მგო­ნია, სად­მე სა­მოგ­ზა­უ­რო­დაა წა­სუ­ლი, შე­საძ­ლოა კი­დევ რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად, ვთქვათ, უკ­რა­ი­ნის, ალ­ბა­ნე­თის, გვა­ტე­მა­ლის ან ჰონ­დუ­რა­სის.

ჩემი ცხოვ­რე­ბის დე­ვი­ზი ყო­ველ­თვის იყო Amor Fati. მამა გა­მუდ­მე­ბით დამ­ცი­ნო­და ამის გამო, თუმ­ცა ეს მას ხელს არას­დროს უშ­ლი­და, ცუდ ან მძი­მე წუ­თებ­ში ჩემ­თვის ეთ­ქვა: "მერე რა! Amor Fati".

Amor Fati ლა­თი­ნუ­რი­დან ითარ­გმე­ნა, რო­გორც "ბე­დის სიყ­ვა­რუ­ლი" - და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­დე­საც ყვე­ლა­ფერს, რაც შენს ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა, მათ შო­რის ტან­ჯვა­სა და და­ნა­კარგს, აღიქ­ვამ, რო­გორც სა­სარ­გებ­ლოს, ან სა­ჭი­როს, - ისი­ნი შენი ცხოვ­რე­ბი­სა და არ­სე­ბო­ბის ნა­წი­ლია და ამ­გვა­რად, ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა შენს ცხოვ­რე­ბა­ში, მოგ­წონს ეს თუ არა.

უაზ­რო­ბაა, მწუ­ხა­რე ვიყო იმის გამო, რომ ის წა­ვი­და - არა­ვის შე­უძ­ლია ამის შეც­ვლა, ამი­ტომ ამ და­ნა­კარ­გზე კონ­ცენმტრი­რე­ბა დრო­ის ფუჭი კარ­გვა იქ­ნე­ბა, კახა ბენ­დუ­ქი­ძე კი არ მო­ი­წო­ნებ­და დრო­ის უაზ­როდ და­კარ­გვას.

ის მეც და ყვე­ლას, მის გარ­შე­მო გვას­წავ­ლი­და, ჩვე­ნი მო­რა­ლუ­რი კომ­პა­სით გვე­ცხოვ­რა, გვქო­ნო­და შეგ­ნე­ბა და პა­ტი­ოს­ნე­ბა და არ შეგ­ვრცხვე­ნო­და ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბე­ბის. გვე­კე­თე­ბი­ნა ის, რაც გვიყ­ვარს და გვე­ა­მა­ყა ამით. გვებ­რძო­ლა უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. გვე­ქო­ნო­და სა­კუ­თა­რი აზრი და არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით იდი­ო­ტე­ბი. ვყო­ფი­ლი­ყა­ვით თა­ვი­სუ­ფა­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის­გან და ღია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის.

ახლა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, არ ჩავ­ვარ­დეთ სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში, არა­მედ გა­ვაგ­რძე­ლოთ მისი მემ­კვი­დე­რო­ბა, ისე, რომ ცი­დან გად­მოგ­ვხე­დოს და ია­მა­ყოს ჩვე­ნით.

გი­ლო­ცავთ დამ­დეგ შო­ბას ორი წი­თე­ლი სან­ტას­გან", - წერს ანას­ტა­სია.

შე­გახ­სე­ნებთ, კახა ბენ­დუ­ქი­ძე გულ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, ლონ­დონ­ში 13 ნო­ემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა. იგი 22 ნო­ემ­ბერს კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე, დე­დის გვერ­დით დაკ­რძა­ლეს.

ბენ­დუ­ქი­ძე რუს ჟურ­ნა­ლისტსა და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ნა­ტა­ლია ზო­ლო­ტო­ვა­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მათ 1999 წელს იქორ­წი­ნეს.

ნა­ტა­ლია ზო­ლო­ტო­ვას­თვის ეს მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბაა. მას წინა ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი შვი­ლი ჰყავს. მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე გარ­დაც­ვლი­ლია.

"უაზრობაა, მწუხარე ვიყო იმის გამო, რომ ის წავიდა" - ემოციური პოსტი კახა ბენდუქიძეს მოსიყვარულე გერისგან

"უაზრობაა, მწუხარე ვიყო იმის გამო, რომ ის წავიდა" - ემოციური პოსტი კახა ბენდუქიძეს მოსიყვარულე გერისგან

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრისა და თავისუფალი უნივერსიტეიტის დამფუძნებლის, კახა ბენდუქიძის გერი ანასტასია გონჩაროვა მამინაცვალს სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის.

"მადლობა ყველას, ვინც ბოლო ერთი თვის განმავლობაში კეთილი სიტყვებით მამახნევებდა. მამა ძალიან მენატრება, თუმცა მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში იმდენად ყოვლისმომცვალი იყო, რომ ახლაც კი, როდესაც ის აღარ არის, მგონია, სადღაც აქვეა. ასე მგონია, სადმე სამოგზაუროდაა წასული, შესაძლოა კიდევ რომელიმე ქვეყნის გადასარჩენად, ვთქვათ, უკრაინის, ალბანეთის, გვატემალის ან ჰონდურასის.

ჩემი ცხოვრების დევიზი ყოველთვის იყო Amor Fati. მამა გამუდმებით დამცინოდა ამის გამო, თუმცა ეს მას ხელს არასდროს უშლიდა, ცუდ ან მძიმე წუთებში ჩემთვის ეთქვა: "მერე რა! Amor Fati".

Amor Fati ლათინურიდან ითარგმენა, როგორც "ბედის სიყვარული" - დამოკიდებულება, როდესაც ყველაფერს, რაც შენს ცხოვრებაში ხდება, მათ შორის ტანჯვასა და დანაკარგს, აღიქვამ, როგორც სასარგებლოს, ან საჭიროს, - ისინი შენი ცხოვრებისა და არსებობის ნაწილია და ამგვარად, ისინი აუცილებლად იქნება შენს ცხოვრებაში, მოგწონს ეს თუ არა.

უაზრობაა, მწუხარე ვიყო იმის გამო, რომ ის წავიდა - არავის შეუძლია ამის შეცვლა, ამიტომ ამ დანაკარგზე კონცენმტრირება დროის ფუჭი კარგვა იქნება, კახა ბენდუქიძე კი არ მოიწონებდა დროის უაზროდ დაკარგვას.

ის მეც და ყველას, მის გარშემო გვასწავლიდა, ჩვენი მორალური კომპასით გვეცხოვრა, გვქონოდა შეგნება და პატიოსნება და არ შეგვრცხვენოდა ჩვენი მოქმედებების. გვეკეთებინა ის, რაც გვიყვარს და გვეამაყა ამით. გვებრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ. გვექონოდა საკუთარი აზრი და არ ვყოფილიყავით იდიოტები. ვყოფილიყავით თავისუფალი სტერეოტიპებისგან და ღია ცვლილებებისთვის.

ახლა ყველაზე მთავარია, არ ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში, არამედ გავაგრძელოთ მისი მემკვიდერობა, ისე, რომ ციდან გადმოგვხედოს და იამაყოს ჩვენით.

გილოცავთ დამდეგ შობას ორი წითელი სანტასგან", - წერს ანასტასია.

შეგახსენებთ, კახა ბენდუქიძე გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ლონდონში 13 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი 22 ნოემბერს კუკიის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს.

ბენდუქიძე რუს ჟურნალისტსა და ხელოვნებათმცოდნე ნატალია ზოლოტოვაზე იყო დაქორწინებული. მათ 1999 წელს იქორწინეს.

ნატალია ზოლოტოვასთვის ეს მეორე ქორწინებაა. მას წინა ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. მისი პირველი მეუღლე გარდაცვლილია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს