პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკულმა მთებმა 4 წლის ბავშვს ინსულტი დამართა
ამერიკულმა მთებმა 4 წლის ბავშვს ინსულტი დამართა

4 წლის ბი­ჭუ­ნას ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბის პარკში ამე­რი­კულ მთებ­ზე "გა­სე­ირ­ნე­ბის" შემ­დეგ ინ­სულ­ტი გა­ნუ­ვი­თარ­და. ამის შე­სა­ხებ ვრცე­ლი წე­რი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნალ­ში Pediatric Neurology-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა. სიჩ­ქა­რის უცა­ბე­დი მო­მა­ტე­ბა, და­მუხ­რუ­ჭე­ბა და სწრა­ფად ტრი­ა­ლი ბი­ჭუ­ნას ორ­გა­ნიზ­მში სა­ძი­ლე არ­ტე­რი­ის გა­ხეთ­ქვის მი­ზე­ზი გახ­და.

არ­ტე­რი­ა­ში გა­ჩე­ნილ­მა ნაპ­რალ­მა თრომ­ბი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. ამე­რი­კულ მთებ­ზე ქროლ­ვი­სას ინ­სულ­ტი ძი­რი­თა­დად, ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებს ემარ­თე­ბათ, თუმ­ცა 2 შემ­თხვე­ვა ბავ­შვებ­საც უკავ­შირ­დე­ბათ - 13 წლის გო­გო­ნას და 14 წლის ბიჭს. 4 წლის ბიჭი კი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდაა, ვი­საც ინ­სულ­ტი მოს­ვლია.

ამ შემ­თხვე­ვამ­დე ბიჭი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო. მშობ­ლებ­თან ერ­თად პარკში ამე­რი­კუ­ლი მთე­ბის 2 ატ­რაქ­ცი­ო­ნი მო­ი­ნა­ხუ­ლა. პირ­ვე­ლი ატ­რაქ­ცი­ო­ნი 200 მეტ­რი სი­მაღ­ლის და 10-მეტ­რი­ა­ნი სიგ­რძის იყო. სიჩ­ქა­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზღვა­რი კი 40 კმ/სთ. მე­ო­რე ატ­რაქ­ცი­ო­ნის სი­მაღ­ლე თით­ქმის 18 მეტრს აღ­წევს, ვა­გო­ნე­ბის სიჩ­ქა­რე კი - 60 კმ/სთ-ს.

მე­ო­რე ატ­რაქ­ცი­ო­ნი­დან რომ ჩა­მო­ვი­და, ბავ­შვს ჯერ გული აე­რია, სახ­ლში მი­სულ­მა კი ვე­ღარ გა­ი­ა­რა, სა­ხის მარ­ცხე­ნა მხა­რეც პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ჰქონ­და. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ დად­გინ­და, რომ ინ­სულ­ტი გა­და­ი­ტა­ნა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია americaru.com-ის მი­ხედ­ვით.

ამერიკულმა მთებმა 4 წლის ბავშვს ინსულტი დამართა

ამერიკულმა მთებმა 4 წლის ბავშვს ინსულტი დამართა

4 წლის ბიჭუნას ატრაქციონების პარკში ამერიკულ მთებზე "გასეირნების" შემდეგ ინსულტი განუვითარდა. ამის შესახებ ვრცელი წერილი სამედიცინო ჟურნალში Pediatric Neurology-ში გამოქვეყნდა. სიჩქარის უცაბედი მომატება, დამუხრუჭება და სწრაფად ტრიალი ბიჭუნას ორგანიზმში საძილე არტერიის გახეთქვის მიზეზი გახდა.

არტერიაში გაჩენილმა ნაპრალმა თრომბი ჩამოაყალიბა. ამერიკულ მთებზე ქროლვისას ინსულტი ძირითადად, ზრდასრულ ადამიანებს ემართებათ, თუმცა 2 შემთხვევა ბავშვებსაც უკავშირდებათ - 13 წლის გოგონას და 14 წლის ბიჭს. 4 წლის ბიჭი კი ყველაზე ახალგაზრდაა, ვისაც ინსულტი მოსვლია.

ამ შემთხვევამდე ბიჭი სრულიად ჯანმრთელი იყო. მშობლებთან ერთად პარკში ამერიკული მთების 2 ატრაქციონი მოინახულა. პირველი ატრაქციონი 200 მეტრი სიმაღლის და 10-მეტრიანი სიგრძის იყო. სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი კი 40 კმ/სთ. მეორე ატრაქციონის სიმაღლე თითქმის 18 მეტრს აღწევს, ვაგონების სიჩქარე კი - 60 კმ/სთ-ს.

მეორე ატრაქციონიდან რომ ჩამოვიდა, ბავშვს ჯერ გული აერია, სახლში მისულმა კი ვეღარ გაიარა, სახის მარცხენა მხარეც პარალიზებული ჰქონდა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დადგინდა, რომ ინსულტი გადაიტანა.

მომზადებულია americaru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს