მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა გახდა ყველა მამაცი, მაგრამ ამ ფსევდო სიმამაცეს წერტილი დაესმევა თებერვლის ბოლოს"
"ახლა გახდა ყველა მამაცი, მაგრამ ამ ფსევდო სიმამაცეს წერტილი დაესმევა თებერვლის ბოლოს"

ახლა არის კუბ­ლაშ­ვი­ლი მა­მა­ცი კაცი, თო­რემ ადე­იშ­ვი­ლის დროს, მე, მისი ამო­ღე­ბუ­ლი ხმა და სა­სა­მარ­თლო­ში პრობ­ლე­მე­ბი­აო, არ მახ­სოვს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვის 2"-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა "კუ­რი­ერ­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე კონ­სტან­ტი­ნე კუბ­ლაშ­ვილს შე­უძ­ლია რე­ფორ­მის გზას და­ად­გეს და "გა­მოს­წორ­დეს".

"ახლა გახ­და ყვე­ლა მა­მა­ცი, მაგ­რამ ამ ფსევ­დო სი­მა­მა­ცეს წერ­ტი­ლი და­ეს­მე­ვა თე­ბერ­ვლის ბო­ლოს. თუმ­ცა მა­ნამ­დე დროა, მას შე­უძ­ლია რე­ფორ­მის გზას და­ად­გეს და გა­მოს­წორ­დეს და თუ არა, მა­შინ რა თქმა უნდა, ის მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის წი­ნა­შე აგებს პა­სუხს. ადა­მი­ანს, როცა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ იქ­ნე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან შეხ­ვედ­რის არ უნდა გრცხვე­ნო­დეს, მაგ­რამ ეს მის სინ­დის­ზე იყოს. ჩვენ, მო­მა­ვალ ხელ­მძღვა­ნელ­ზე, მე პი­რა­დად ძა­ლი­ან დიდ იმედს ვამ­ყა­რებ. იმე­დი მაქვს, ის იქ­ნე­ბა რე­ფორ­მა­ტო­რი, რომ ჩვე­ნი მთავ­რო­ბა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მე­თა­უ­რო­ბით, პარ­ლა­მენ­ტი, ბა­ტო­ნი უსუ­ფაშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ყვე­ლა ვიქ­ნე­ბით ერ­თსუ­ლო­ვა­ნი იმა­ში, რომ ეს სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კან­დი­და­ტუ­რა (არ ვიცი, წარ­მო­ად­გე­ნაც არ მაქვს ვინ იქ­ნე­ბა, ამ წუთ­ში შიგ­ნით დე­ბა­ტე­ბი გახ­სნი­ლი არ არის) იყოს რე­ფორ­მა­ტო­რი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს", - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა მო­სა­მარ­თლე იყო.

"რა თქმა უნდა, პრობ­ლე­მა იყო ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლი, რა თქმა უნდა, პრობ­ლე­მა იყო ადე­იშ­ვი­ლი, რა თქმა უნდა, პრობ­ლე­მა იყო ვანო, ბაჩო და მიშა, რომ­ლებ­ზეც სტრას­ბურ­გმა თქვა, პირი შეკ­რეს, რომ ირი­ნა ენუ­ქი­ძეს არ გა­ე­გო მისი შვი­ლი ვინ მოკ­ლაო, მაგ­რამ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა იყო გი­ორ­გი ჩე­მი­ას­ნა­ი­რი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­სა­მარ­თლო­ში უსა­მარ­თლო­ბას აკა­ნო­ნებ­დნენ", - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ახლა გახდა ყველა მამაცი, მაგრამ ამ ფსევდო სიმამაცეს წერტილი დაესმევა თებერვლის ბოლოს"

"ახლა გახდა ყველა მამაცი, მაგრამ ამ ფსევდო სიმამაცეს წერტილი დაესმევა თებერვლის ბოლოს"

ახლა არის კუბლაშვილი მამაცი კაცი, თორემ ადეიშვილის დროს, მე, მისი ამოღებული ხმა და სასამართლოში პრობლემებიაო, არ მახსოვს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის საინფორმაციო გამოშვება "კურიერთან" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილს შეუძლია რეფორმის გზას დაადგეს და "გამოსწორდეს".

"ახლა გახდა ყველა მამაცი, მაგრამ ამ ფსევდო სიმამაცეს წერტილი დაესმევა თებერვლის ბოლოს. თუმცა მანამდე დროა, მას შეუძლია რეფორმის გზას დაადგეს და გამოსწორდეს და თუ არა, მაშინ რა თქმა უნდა, ის მომავალი თაობების წინაშე აგებს პასუხს. ადამიანს, როცა თანამდებობაზე არ იქნები, საზოგადოებასთან შეხვედრის არ უნდა გრცხვენოდეს, მაგრამ ეს მის სინდისზე იყოს. ჩვენ, მომავალ ხელმძღვანელზე, მე პირადად ძალიან დიდ იმედს ვამყარებ. იმედი მაქვს, ის იქნება რეფორმატორი, რომ ჩვენი მთავრობა, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, პარლამენტი, ბატონი უსუფაშვილის მეთაურობით, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება, ყველა ვიქნებით ერთსულოვანი იმაში, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანდიდატურა (არ ვიცი, წარმოადგენაც არ მაქვს ვინ იქნება, ამ წუთში შიგნით დებატები გახსნილი არ არის) იყოს რეფორმატორი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგვიჭირდება საქართველო დემოკრატიად ჩამოყალიბდეს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მთავარი პრობლემა მოსამართლე იყო.

"რა თქმა უნდა, პრობლემა იყო ჩხატარაშვილი, რა თქმა უნდა, პრობლემა იყო ადეიშვილი, რა თქმა უნდა, პრობლემა იყო ვანო, ბაჩო და მიშა, რომლებზეც სტრასბურგმა თქვა, პირი შეკრეს, რომ ირინა ენუქიძეს არ გაეგო მისი შვილი ვინ მოკლაო, მაგრამ მთავარი პრობლემა იყო გიორგი ჩემიასნაირი მოსამართლეები, რომლებიც სასამართლოში უსამართლობას აკანონებდნენ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა