ზალიკო ბერგერი ქართულ ბომონდში ყველაზე პოზიტიური, ხალისიანი და ''გადამგდები''რესპონდენტია. დიზაინერი უჩვეულო რეჟიმით ცხოვრობს, ღამით ღვიძავს, დღის განმავლობაში კი ძილს მიეცემა. როგორც თავად ამბობს, ერთხელ 46 საათი გადაბმულად ეძინა.
ორკვირიანი მცდელობის შემდეგ მოვახერხეთ და ზალიკოსთან სატელეფონო ინტერვიუ ჩავწერეთ. თავის დაძვრენა ამჯერადაც სურდა, ხმა არ მაქვსო, გაიძახოდა, მაგრამ არ გაუვიდა.
- ზალიკო, გადაცემა ''ბრავოდან''დავიწყოთ. საკმაოდ საინტერესო და სახალისო ნომრები შესთავაზე მაყურებელს, როგორ ემზადებოდი ამ ყველაფრისთვის?
- კინტოური აჩიკო სოლოღაშვილმა დამიდგა. გადაცემაში ხუმრობდნენ კიდეც, აქამდე ცნობილი იყო სოფიკო ჭიაურელის კინტოური, ახლა ბერგერის კინტოურია განთქმულიო. ისე შევიჭერი როლებში, პროფესიონალებიც კი გავაოცე.
- მანამდე ქართულ ცეკვასთან შეხება გქონია?
- არასდროს, არც ქართულთან და არც სხვასთან. სულ ვამბობდი, რიტმის შეგრძნება არ მაქვს-მეთქი. ახლაც, ხმა რომ მაქვს ჩახლეჩილი, გუშინდელი დაბადების დღის შედეგია. იქაც მაცეკვეს კინტოური. უკვე მთხოვენ წვეულებებზე ცეკვას.
- ხმა ცეკვასთან რა კავშირშია?
- ღამე გავათენე, ვითამადე, დილამდე ვურახუნებდი ყინულებიან ვისკის... მოთხოვნით შევასრულე კინტოური, მართალია, ამჯერად უფასოდ, მაგრამ იმედია, მომავალში შაბაშებსაც მომცემენ. საბოლოოდ ჩამოვწერე გივი სიხარულიძე. უკვე მოცეკვავე თამადა ვარ. მასზე ნაკლებს ხომ არ ავიღებ?
- რამდენს მოითხოვ ცეკვასა და თამადობაში ერთად?
- გააჩნია, ვისთვის. უცხოებისგან ათას ხუთას დოლარზე ნაკლებს ხომ არ ავიღებ?!
- ''ბრავოს''მეორე ნომერზე რას მეტყვი. სრულიად საქართველო წუხს შენს მამაკაცურ ღირსებაზე. როგორ ხარ?
- რომ მითხრეს, ასეთი რამ უნდა გამეკეთებინა, სახე ამერია, გული გამისკდა. ორი ღამე არ მეძინა, ოღონდ ეს ნომერი არ გამეკეთებინა და საქართველოდან გაქცევაზეც კი ვფიქრობდი. მერე დამამშვიდეს, არც ისეთი საშიშია, დამცავი მექანიზმი არსებობსო.
- რა დამცავი მექანიზმი, რკინის ტრუსი ჩაგაცვეს?
- რკინის ტრუსი და ჯაჭვის პერანგი.
- ღადაობ თუ მართალს ამბობ?
- ვღადაობ, ქალო, რა რკინის ტრუსი! სილიკონი მიცავდა. მოკლედ, ვიცოდი, რომ დაცული ვიქნებოდი, თორემ არ გავრისკავდი. ჯერ შემომთავაზეს, რომელიმე დიზაინერს უთხარი დაგეხმაროს, ბლოკი კვერცხებზე გადაგამტვრიოსო. დავურეკე ავთო ცქვიტინიძეს. ბაქოში მივდივარო, მითხრა. კვერცხებზე ბლოკი რომ უნდა გადაემტვრია, მაგდენი აღარ მითქვამს, თორემ შეიძლება, დარჩენილიყო კიდეც (იცინის). ბოლოს მამულიჩას ხვდა წილად ეს პატივი. მოკლედ, ''ბრავომ''ორი სიმდიდრე მოიტანა ქვეყნისთვის, ზალიკო ბერგერის ''ოქროს კვერცხები''და კინტოური!
- ზალიკო, უცნაურ ნომრებს რომ გაკეთებინებენ, ეს უკვე ვნახეთ, ახლა ყველაზე უცნაურ საჩუქარზე მიამბე, რაც მიგიღია.
- უცნაური არ ვიცი რამდენად არის, მაგრამ სასაცილო კი იყო. ერთხელ მეგობრები ვლაპარაკობდით, ჯადო რომ გაუკეთო ვინმეს საჩუქრად, ხომ არის მაგარი საჩუქარი, მარნეულში იხარშებაო, ამბობდნენ. რა ღირს-მეთქი, ვიკითხე. ას..., დაიწყო ერთმა და გადააკეთა, - ორასი დოლარიო. თავისი ინტერესიც ჩადო (იცინის). ამის მერე ჩემმა მეგობრებმა დაბადების დღეზე მომართვეს საჩუქრად კონვერტი, რომელზეც ეწერა, ''ას... ორასი''. შიგნით იდო ასი დოლარი და ასი ევრო.
- და ჯადო?
- ჯადო არ იყო. აა, შეიძლება, კონვერტი იყო ჯადო და მე არ ვიცოდი, თავბრუ დამესხა და შემიყვარდა ისინი, როგორც მეგობრები (იცინის).
- ''ნანუკას შოუშიც''გნახეთ, დედალს დასდევდი...
- (იცინის) ჰო, კარგად გავერთეთ, ბრწყინვალე შოუ გამოვიდა.
იხილეთ გაგრძელება