13 დეკემბერს "ბადაგონის" ახალი ცქრიალა ღვინოების და ვიდეოკლიპის პრეზენტაცია გაიმართება

13 დეკემბერს "ბადაგონის" ახალი ცქრიალა ღვინოების და ვიდეოკლიპის პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ, 13 დეკემბერს "ბადაგონის" ახალი ცქრიალა ღვინოების - "ბრუტისა" და

"როზეს" და ასევე ბასა ფოცხიშვილის მიერ იტალიის ქალაქ ვერონაში გადაღებული ვიდეოკლიპის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება.

"ბადაგონის" მთავარ საწარმოში ახალი, სუპერთანამედროვე ტექნოლოგიური ხაზი გაიხსნება, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპაში ანალოგი არ აქვს.

როგორც "ბადაგონის" საზოგადოებასთან ურთიერთობის

სამსახურის ხელმძღვანელმა, ლიზა ბაგრატიონი აღნიშნავს, ხვალინდელი დღე მნიშვნელოვანია.

"ხვალინდელი დღე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოდის სპეციალური დელეგაცია. "ბადაგონის" ახალი ტექნოლოგიური ხაზი ნამდვილად ყველამ უნდა დაათვალიეროს, რადგან არამხოლოდ შინაარსობრივად, არამედ სანახაობრივადაც ძალიან შთამბეჭდავია. ჩემმა მეგობრებმა 22-ე საუკუნის ტექნოლოგია უწოდეს და მართლაც ასეა, დასაქმდება კიდევ უფრო მეტი ადამიანი, რაც ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია და გაიმართება ბასა ფოცხიშვილის მიერ ვერონაში გადაღებული ვიდეოკლიპის პრეზენტაცია. ჩემი სოლო-კონცერტიც, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართება ამ პრეზენტაციის ნაწილი იქნება და ქართველ მსმენელს "ბადაგონისგან" ამჯერად, მუსიკალური საჩუქარი ელოდება. კომანიის ქართულ-იტალიური ბუნებიდან გამომდინარე ჩვენი საღამოს სპეციალური სტუმარია აღიარებული იტალიელი მუსიკოსი მარიო სტეფანო პიეტროდარკია, რომელიც აკორდეონზე სრულიად

ფენომენალურად უკრავს."

"ბადაგონმა" წელს შეიძნა და სრულყოფილი ინფრასტრუქტურით აამუშავა

კიდევ ერთი გაჩერებული საწარმო მანავში. ბოლო 2 წლის განმავლობაში

კომპანიამ 6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. "ბადაგონის"

საკუთრებში არსებულ 300 ჰექტარი ფართობის ვენახების გარდა, კომპანიამ

დამატებით იჯარით აღებული 140 ჰექტარი დაამუშავა.

წლევანდელ სეზონზე ბადაგონმა მიიღო უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის

ყურძენი. ქარხანაში 6500ტონა ნედლეული დამუშავდა.

კომპანიის პროდუქტს ამოწმებს მსოფლიოში სახელგანთქმული იტალიური

ლაბორატორია, ღვინის ეროვნული სასწავლო ცენტრი "ენონისი", რომელსაც

ხელმძღვანელობს პროფესორ-დოქტორი დონატო ლანატი.

წელს ბადაგონმა მსოფლიოს 18 ქვეყანაში 3,5 მილიონზე მეტი ბოთლი გადატვირთა  საექსპორტოდ და ამავდროულად საქართველოშიც წარმატებით

ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.

აღსანიშნავია, რომ ბადაგონმა აღადგინა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის

ისტორიული მარანი და დღემდე აგრძელებს ალავერდის სიძველეთა საცავის მშენებლობას.

ახალი ცქრიალა ღვინის პრეზენტაცია გაიმართება 13 დეკემბერს, 15 საათზე

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში კომპანია "ბადაგონში". მობრძანდით

და დააგემოვნეთ სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული

"ბრუტი" და "როზე".

14 დეკემბერს კი კომპანია "ბადაგონი" გეპატიჟებათ ლიზა ბაგრატიონის სოლო-კონცერტზე "ასე მგონია", რომელიც 19:30 საათზე თბილისის

საკონცერტო დარბაზში გაიმართება.    

R                           

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია