მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ხაჩიძის სანაძლეო: პოლიტიკოსი წაგების შემთხვევაში დეპუტატის მანდატს დატოვებს
გოგა ხაჩიძის სანაძლეო: პოლიტიკოსი წაგების შემთხვევაში დეპუტატის მანდატს დატოვებს

თუ ბი­უ­ჯე­ტი შეს­რულ­დე­ბა, დე­პუ­ტა­ტის მან­დატს დავ­ტო­ვებ, თუ ვერ შეს­რულ­და, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო გარ­ღვე­უ­ლი ბი­უ­ჯე­ტის რა­ინ­დის გა­რე­შე დარ­ჩეს, - ასე­თი წი­ნა­და­დე­ბით მი­მარ­თა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რმა გოგა ხა­ჩი­ძემ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრ ნო­დარ ხა­დურს პარ­ლა­მენ­ტში, ბი­უ­ჯე­ტის გან­ხილ­ვი­სას.

მისი თქმით, ახალ წელს სა­ქარ­თვე­ლო დე­პუ­ტატ ხა­ჩი­ძის გა­რე­შე შეხ­ვდე­ბა თუ მი­ნის­ტრ ხა­დუ­რის გა­რე­შე, ეს გახ­დეს პი­რო­ბად იმი­სა, შეს­რულ­დე­ბა თუ არა წლე­ვან­დე­ლი ბი­უ­ჯე­ტი.

"ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის­გან და­ი­დო პი­რო­ბა, რომ წლე­ვან­დე­ლი ბი­უ­ჯე­ტი შეს­რულ­დე­ბა. გა­ვა­მარ­ტი­ვოთ და უფრო გა­სა­გე­ბი გავ­ხა­დოთ სა­კი­თხი. ეს გა­მოს­ვლა იწე­რე­ბა, სტე­ნოგ­რა­მაც კეთ­დე­ბა და ოფი­ცი­ა­ლურ შე­მო­თა­ვა­ზე­ბად შე­გიძ­ლი­ათ ჩათ­ვა­ლოთ. თუ თქვენ 2014 წლის ბო­ლომ­დე შე­მო­სუ­ლე­ბებ­ში შეკ­რი­ბავთ 9 მი­ლი­არდ 105 მი­ლი­ონს და გა­და­სახ­დე­ლებ­ში და­ხარ­ჯავთ 9 მი­ლი­არდ 80 მი­ლი­ონს, მა­შინ სა­ჯა­როდ ვამ­ბობ, რომ ბი­უ­ჯე­ტი იქ­ნე­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და სა­ჯა­როდ დავ­ტო­ვებ დე­პუ­ტა­ტის მან­დატს. თუ ამ პი­რო­ბებს ვერ შე­ას­რუ­ლებთ, მა­შინ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო დარ­ჩეს გარ­ღვე­უ­ლი ბი­უ­ჯე­ტის რა­ინ­დის გა­რე­შე და მი­ნის­ტრის პოს­ტი და­ტო­ვოს. თუ თქვენ­გან ამ პი­რო­ბა­ზე დღეს­ვე იქ­ნე­ბა თან­ხმო­ბა, ჩემი პი­რო­ბაც ძა­ლა­ში შევა. ამა­ზე მე­ტად სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვერ ვაჩ­ვე­ნებთ ვინ არის მარ­თა­ლი, თქვენ, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებთ, რომ ბი­უ­ჯე­ტი შე­ას­რუ­ლეთ თუ ჩვენ, რომ­ლე­ბიც ვამ­ტკი­ცებთ, რომ ამის შან­სი არ გაქვთ", - გა­ნა­ცხა­და ხა­ჩი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

გოგა ხაჩიძის სანაძლეო: პოლიტიკოსი წაგების შემთხვევაში დეპუტატის მანდატს დატოვებს

გოგა ხაჩიძის სანაძლეო: პოლიტიკოსი წაგების შემთხვევაში დეპუტატის მანდატს დატოვებს

თუ ბიუჯეტი შესრულდება, დეპუტატის მანდატს დავტოვებ, თუ ვერ შესრულდა, ფინანსთა სამინისტრო გარღვეული ბიუჯეტის რაინდის გარეშე დარჩეს, - ასეთი წინადადებით მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს პარლამენტში, ბიუჯეტის განხილვისას.

მისი თქმით, ახალ წელს საქართველო დეპუტატ ხაჩიძის გარეშე შეხვდება თუ მინისტრ ხადურის გარეშე, ეს გახდეს პირობად იმისა, შესრულდება თუ არა წლევანდელი ბიუჯეტი.

"ფინანსთა მინისტრისგან დაიდო პირობა, რომ წლევანდელი ბიუჯეტი შესრულდება. გავამარტივოთ და უფრო გასაგები გავხადოთ საკითხი. ეს გამოსვლა იწერება, სტენოგრამაც კეთდება და ოფიციალურ შემოთავაზებად შეგიძლიათ ჩათვალოთ. თუ თქვენ 2014 წლის ბოლომდე შემოსულებებში შეკრიბავთ 9 მილიარდ 105 მილიონს და გადასახდელებში დახარჯავთ 9 მილიარდ 80 მილიონს, მაშინ საჯაროდ ვამბობ, რომ ბიუჯეტი იქნება შესრულებული და საჯაროდ დავტოვებ დეპუტატის მანდატს. თუ ამ პირობებს ვერ შეასრულებთ, მაშინ ფინანსთა სამინისტრო დარჩეს გარღვეული ბიუჯეტის რაინდის გარეშე და მინისტრის პოსტი დატოვოს. თუ თქვენგან ამ პირობაზე დღესვე იქნება თანხმობა, ჩემი პირობაც ძალაში შევა. ამაზე მეტად საზოგადოებას ვერ ვაჩვენებთ ვინ არის მართალი, თქვენ, რომელიც ამტკიცებთ, რომ ბიუჯეტი შეასრულეთ თუ ჩვენ, რომლებიც ვამტკიცებთ, რომ ამის შანსი არ გაქვთ", - განაცხადა ხაჩიძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა