პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცალ-ცალი კალოშის სკანდალი, რომელმაც ბიუჯეტის განხილვა გადაფარა - დაპირისპირებაში ბობოხიძე ჩაერთო
ცალ-ცალი კალოშის სკანდალი, რომელმაც ბიუჯეტის განხილვა გადაფარა - დაპირისპირებაში ბობოხიძე ჩაერთო

სა­დაც ვცხოვ­რობ­დი, ისევ იქ ვცხოვ­რობ და რა პი­რო­ბებ­შიც ვცხოვ­რობ­დი, თუ არ გა­მი­უ­ა­რეს­და პი­რო­ბე­ბი, არ გა­მი­უმ­ჯო­ბე­სე­ბია, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ნო­დარ ხა­დურ­მა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის აკა­კი ბო­ბო­ხი­ძის სა­პა­სუ­ხოდ გა­ა­კე­თა, რო­მელ­მაც ფი­ნანსთა მი­ნისტრს შე­ვარ­დნა­ძის მთავ­რო­ბა­ში მისი ხელ­ფა­სი გა­ახ­სე­ნა.

"დღე­ვან­დე­ლი მი­ნის­ტრე­ბი, აწყო­ბი­ლი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა­ში მო­სუ­ლე­ბი, რა თქმა უნდა, რე­ზი­ნის ჩექ­მებს და ტყა­ვის პალ­ტო­საც იყი­დით, მაგ­რამ შე­ვარ­დნა­ძის მთავ­რო­ბის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის 140-ლა­რი­ა­ნი მო­ად­გი­ლე რომ იყა­ვით, მა­შინ რო­გორ ყი­დუ­ლობ­დით ორ-ორ წყვილ კა­ლოშს, ეგ მი­თხა­რით, გა­ფი­ცებ ძმო­ბას", - მი­მარ­თა ბო­ბო­ხი­ძემ ხა­დურს.

მი­ნის­ტრის თქმით კი, მისი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იმ პე­რი­ო­დი­დან დღემ­დე არ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლა. ხა­დურ­მა ბო­ბო­ხი­ძის ძვე­ლი და ახა­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბა ურ­ჩია.

ნო­დარ ხა­დუ­რი 2003-2004 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნი იყო.

"კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას მო­ი­კი­თხონ "ნა­ცე­ბის" ის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ცალ-ცალი კა­ლო­შით მო­ვიდ­ნენ და კარ­გად ხე­დავთ, ახლა რით და­დი­ან", - ეს შე­ფა­სე­ბა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა, ნო­დარ ხა­დურ­მა დღეს, პარ­ლა­მენ­ტში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბის იმ პრე­ტენ­ზი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­კე­თა, რომ­ლე­ბიც მათ მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით აქვთ.

ცალ-ცალი კალოშის სკანდალი, რომელმაც ბიუჯეტის განხილვა გადაფარა - დაპირისპირებაში ბობოხიძე ჩაერთო

ცალ-ცალი კალოშის სკანდალი, რომელმაც ბიუჯეტის განხილვა გადაფარა - დაპირისპირებაში ბობოხიძე ჩაერთო

სადაც ვცხოვრობდი, ისევ იქ ვცხოვრობ და რა პირობებშიც ვცხოვრობდი, თუ არ გამიუარესდა პირობები, არ გამიუმჯობესებია, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ოპოზიციონერი დეპუტატის აკაკი ბობოხიძის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც ფინანსთა მინისტრს შევარდნაძის მთავრობაში მისი ხელფასი გაახსენა.

"დღევანდელი მინისტრები, აწყობილი ქვეყნის მთავრობაში მოსულები, რა თქმა უნდა, რეზინის ჩექმებს და ტყავის პალტოსაც იყიდით, მაგრამ შევარდნაძის მთავრობის ფინანსთა მინისტრის 140-ლარიანი მოადგილე რომ იყავით, მაშინ როგორ ყიდულობდით ორ-ორ წყვილ კალოშს, ეგ მითხარით, გაფიცებ ძმობას", - მიმართა ბობოხიძემ ხადურს.

მინისტრის თქმით კი, მისი მატერიალური მდგომარეობა იმ პერიოდიდან დღემდე არ გაუმჯობესებულა. ხადურმა ბობოხიძის ძველი და ახალი დეკლარაციების გაცნობა ურჩია.

ნოდარ ხადური 2003-2004 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე და საპარლამენტო მდივანი იყო.

"კორუფციულ გარიგებებზე საუბრისას მოიკითხონ "ნაცების" ის წევრები, რომლებიც ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ და კარგად ხედავთ, ახლა რით დადიან", - ეს შეფასება ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა დღეს, პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების იმ პრეტენზიებთან დაკავშირებით გააკეთა, რომლებიც მათ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით აქვთ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა