საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაცვლილი დეპუტატი 100 მილიონ დოლარს ფლობდა - ნაული ჯანაშიას ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები
გარდაცვლილი დეპუტატი 100 მილიონ დოლარს ფლობდა - ნაული ჯანაშიას ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ნა­უ­ლი ჯა­ნა­შია 68 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ნა­უ­ლი ჯა­ნა­შია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი იყო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯა­ნა­შია სიმ­სივ­ნით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი.

ნა­უ­ლი ჯა­ნა­შია არას­დროს გა­მო­ირ­ჩე­ო­და პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბით, და შე­საძ­ლოა, ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის აბ­სო­ლუ­ტურ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცის, თუმ­ცა ის სა­ქარ­თვე­ლოს ორი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია, მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი.

ნა­უ­ლი ჯა­ნა­შია 18 წლი­დან ყა­ზა­ხეთ­ში, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით პე­ტერ­ბურ­გსა და მოს­კოვ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. ამ­ბობ­და, რომ აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი და­კარ­გა და თა­ვი­სი ქო­ნე­ბა რუ­სეთ­ში, იქა­უ­რი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბი­თა და ხელ­შე­წყო­ბით და­აგ­რო­ვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში 2008 წელს დაბ­რუნ­და.

ნა­უ­ლი ჯა­ნა­ში­ას თა­ვის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ჰქონ­და, რომ ფლობ­და ბი­ნას მოს­კოვ­ში, ბალ­და­ის გზატ­კე­ცილ­ზე, მის სა­კუთ­რე­ბა­ში შე­დი­ო­და 200 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის მქო­ნე სახ­ლი და 1200 კვ. მეტ­რის ფარ­თო­ბის მქო­ნე მი­წის ნაკ­ვე­თი მოს­კოვ­ში - "პა­სი­ო­ლოკ დრუჟ­ბა­ში". კი­დევ ერთი მი­წის ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც დე­პუ­ტა­ტის დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, 528 კვ.მეტრს შე­ად­გენს და მარ­ტვილ­ში მდე­ბა­რე­ობს. მას­ვე ეკუთ­ვნო­და 73 200 დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი "ტო­ი­ო­ტა", "ვოლ­ვო­სა" და "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი და 3000 კვ, მეტ­რი მი­წის ფარ­თო­ბი თბი­ლის­ში, დიდ დი­ღომ­ში.

დე­პუ­ტატს თა­ვის რა­ი­ონ­ში ორი ეკ­ლე­სია აქვს აგე­ბუ­ლი, მან­ვე გა­ა­რე­მონ­ტა და­დი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის რე­ზი­დენ­ცია, რო­მე­ლიც მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სალ­ხი­ნო­ში მდე­ბა­რე­ობს.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, ჯა­ნა­ში­ას ქო­ნე­ბა­ზე 100 მი­ლი­ონ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. თა­ვად კი ამ­ბობ­და, რომ "სა­შუ­ა­ლოდ მდი­და­რია". "ჩე­მის­თა­ნა მდი­და­რი ხალ­ხი, შე­საძ­ლოა, მი­ლი­ო­ნი იყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისი­ნი არ ამ­ჟღავ­ნე­ბენ ამას, ყვე­ლა მი­მა­ლულ-და­მა­ლუ­ლია - მე არა­ფე­რი მაქვს და­სა­მა­ლი", - ამ­ბობ­და დე­პუ­ტა­ტი.

AMBEBI.GE

იხი­ლეთ| 10 უმ­დიდ­რე­სი ქარ­თვე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

გარდაცვლილი დეპუტატი 100 მილიონ დოლარს ფლობდა - ნაული ჯანაშიას ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები

გარდაცვლილი დეპუტატი 100 მილიონ დოლარს ფლობდა - ნაული ჯანაშიას ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები

საქართველოს პარლამენტის წევრი ნაული ჯანაშია 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნაული ჯანაშია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მარტვილის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. არსებული ინფორმაციით, ჯანაშია სიმსივნით იყო დაავადებული.

ნაული ჯანაშია არასდროს გამოირჩეოდა პოლიტიკური აქტივობით, და შესაძლოა, ჩვენი მკითხველის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მის შესახებ არაფერი იცის, თუმცა ის საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრია, მარტვილის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.

ნაული ჯანაშია 18 წლიდან ყაზახეთში, ხოლო მოგვიანებით პეტერბურგსა და მოსკოვში მოღვაწეობდა. ამბობდა, რომ აფხაზეთის ომის შემდეგ ყველაფერი დაკარგა და თავისი ქონება რუსეთში, იქაური მეგობრების დახმარებითა და ხელშეწყობით დააგროვა. საქართველოში 2008 წელს დაბრუნდა.

ნაული ჯანაშიას თავის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული ჰქონდა, რომ ფლობდა ბინას მოსკოვში, ბალდაის გზატკეცილზე, მის საკუთრებაში შედიოდა 200 კვ. მეტრი ფართობის მქონე სახლი და 1200 კვ. მეტრის ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი მოსკოვში - "პასიოლოკ დრუჟბაში". კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც დეპუტატის დეკლარაციაშია მითითებული, 528 კვ.მეტრს შეადგენს და მარტვილში მდებარეობს. მასვე ეკუთვნოდა 73 200 დოლარად ღირებული ავტომობილი "ტოიოტა", "ვოლვოსა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები, სამსართულიანი სახლი და 3000 კვ, მეტრი მიწის ფართობი თბილისში, დიდ დიღომში.

დეპუტატს თავის რაიონში ორი ეკლესია აქვს აგებული, მანვე გაარემონტა დადიანების სახელობის რეზიდენცია, რომელიც მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მდებარეობს.

ოფიციალური და არაოფიციალური წყაროების თანახმად, ჯანაშიას ქონებაზე 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული. თავად კი ამბობდა, რომ "საშუალოდ მდიდარია". "ჩემისთანა მდიდარი ხალხი, შესაძლოა, მილიონი იყოს საქართველოში, ისინი არ ამჟღავნებენ ამას, ყველა მიმალულ-დამალულია - მე არაფერი მაქვს დასამალი", - ამბობდა დეპუტატი.

AMBEBI.GE

იხილეთ| 10 უმდიდრესი ქართველი პარლამენტარი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა