პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ამას დროზე არ ეშველა, ივანიშვილის ГРУზია გაიმარჯვებს" - რა იწვევს დეფის ზიზღს "სამარცხვინოდ სასაცილო "ოცნების" ეპოქაში"
"თუ ამას დროზე არ ეშველა, ივანიშვილის ГРУზია გაიმარჯვებს" - რა იწვევს დეფის ზიზღს "სამარცხვინოდ სასაცილო "ოცნების" ეპოქაში"

ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი მძი­მე პრობ­ლე­მა ერ­თად იყ­რის თავს, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვა­წუ­ხებს: ეს არის ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის დე­ვალ­ვა­ცია, თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში სა­ცო­ბი და მა­თხოვ­რე­ბი, უმუ­შევ­რო­ბა, პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბის ზრდა და კი­დევ ბევ­რი წვრილ­მა­ნი თუ მსხვილ­მა­ნი სა­კი­თხი, რა­ზეც ადა­მი­ა­ნე­ბი წუ­ხან, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დებ­ზეც ხში­რად სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს აქ­ვეყ­ნე­ბენ, თუმ­ცა პრობ­ლე­მე­ბი პრობ­ლე­მე­ბად რჩე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე მთავ­რო­ბას, რო­გორც ყო­ველ­თვის, ერთ და იგი­ვე პა­სუ­ხი აქვს - ვმუ­შა­ობთ, სა­კითხს გა­ვი­ხი­ლავთ, თუმ­ცა ფაქ­ტი კი სხვა რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს.

ამ­ჯე­რად რამ­დე­ნი­მე პრობ­ლე­მურ სა­კი­თხზე და­ვით დე­ფის გა­ვე­სა­უბ­რეთ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რამ გა­მო­იწ­ვია ლა­რის ასეთ დაკ­ნი­ნე­ბა?

- რა თქმა უნდა, დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­მა­ოგ­ნე­ბელ­მა არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბამ. ორ­ჯერ გარ­ღვე­უ­ლი ბი­უ­ჯე­ტი და მათი უტი­ფა­რი, გნე­ბავთ, გა­ყე­ყე­ჩე­ბუ­ლი უვი­ცო­ბა ამის ნა­თე­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

- ლა­რის დე­ვალ­ვა­ცია - რო­გორ მოქ­მე­დებს პი­რა­დად თქვენს ბი­უ­ჯეტ­ზე?

- ცუ­დად. ჩემი ბი­უ­ჯე­ტი არც ისე დი­დია და ის ყო­ველ­თვის ასე­თი იყო, - ყო­ველ­თვის მცი­რე­დით ვკმა­ყო­ფილ­დე­ბო­დი, მაგ­რამ ახლა შე­ვარ­დნა­ძის­დრო­ინ­დე­ლი კოშ­მა­რის მსგავ­სი და უფრო კა­რი­კა­ტუ­რუ­ლია - სა­მარ­ცხვი­ნოდ სა­სა­ცი­ლო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ეპო­ქა.

- თქვე­ნი აზ­რით, კონ­კრე­ტუ­ლად, ვინ არის ამ ეკო­ნო­მიურ ქა­ოს­ში დამ­ნა­შა­ვე?

- უშუ­ა­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ვი­საც ევა­ლე­ბა ასე­თი საფრ­თხე­ე­ბის გათ­ვლა, მაგ­რამ როცა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ჯერ კი­დევ ოქ­ტომ­ბერ­ში მის მი­მართ დას­მულ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხობ­და: ასე­თი რამ მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არი­სო, - ეს სხვას რას უნდა მი­მა­ნიშ­ნებ­დეს, თუ არა სრულ მმარ­თვე­ლო­ბით კა­ტას­ტრო­ფას. ასე ხდე­ბა შეგ­ნე­ბუ­ლად დაკ­ნი­ნე­ბულ და შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ღა­რი­ბე­ბულ, და­კომ­პლექ­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ასე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყვე­ლა­ფერს ეჩ­ვე­ვა და არა­ფე­რი ახ­სოვს. ის სა­მარ­თა­ვად ად­ვი­ლია.

- დღე­ვან­დელ პრობ­ლე­მებს მძი­მე ტვირ­თად აწევს გზებ­ზე სა­ცო­ბი, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე თბი­ლი­სის "ღირ­სე­უ­ლი" მო­ნა­პო­ვა­რია... რა იწ­ვევს, რო­გორ ფიქ­რობთ მას და რო­გორ უნდა გა­ნიტ­ვირ­თოს მოძ­რა­ო­ბა თბი­ლის­ში? თა­ვად თუ და­დი­ხართ ავ­ტო­მან­ქა­ნით?

- მან­ქა­ნა მე არ მაქვს, მაგ­რამ ამას ახლა მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დამ­თავ­რდეს შე­მოვ­ლი­თი გზის მშე­ნებ­ლო­ბა. გა­მო­სა­ვა­ლი ესაა... მაგ­რამ მარ­ტო ავტო-მოძ­რა­ო­ბა არა, ქვე­ყა­ნაა მენ­ტა­ლურ ხერ­გილ­ში გა­ჩხე­რი­ლი. ასე მო­მაკ­ვდი­ნებ­ლად გა­შე­შე­ბუ­ლი და ლპო­ბის­კენ წა­სუ­ლი ქვე­ყა­ნა დრო­ზე უნდა გა­მო­ფხიზ­ლდეს და კარ­გად გა­არ­კვი­ოს, კარ­გად და­ი­ნა­ხოს, სად იყო და სად არის ახლა. უნდა გა­ნას­ხვა­ვოს, რა არის მოძ­რა­ო­ბა და რა არის ოც­ნე­ბა. თუ ამას დრო­ზე არ ეშ­ვე­ლა, ივა­ნიშ­ვი­ლის ГРУზია გა­ი­მარ­ჯვებს, მე კი მინ­და, ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­მარ­ჯვოს, - არა­მე­ოც­ნე­ბე სა­ქარ­თვე­ლომ.

- პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბი იზ­რდე­ბა, - ეს რა რე­აქ­ცი­ას იწ­ვევს თქვენ­ში?

- ზი­ზღს!

- ქუ­ჩა­ში მა­თხოვ­რე­ბი? ამ სა­ში­ნე­ლე­ბას ანუ უმუ­შევ­რო­ბას და უპოვ­რო­ბას რო­გორ უნდა და­უ­პი­რის­პირ­დეს ქვე­ყა­ნა?

- მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბით. მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბაა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. გა­ნათ­ლე­ბა გვა­თა­ვი­სუფ­ლებს. მა­თხო­ვა­რის­თვის ფუ­ლის მი­ცე­მაც და ფუ­ლის არ­მი­ცე­მაც ერ­თნა­ი­რად ამაზ­რზე­ნია ჩემ­თვის და ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში, ფა­რი­სევ­ლო­ბაა. მა­თხოვ­რე­ბი არ უნდა არ­სე­ბობ­დნენ, ისე­ვე რო­გორც არ უნდა ოც­ნე­ბობ­დე - უნდა მოძ­რა­ობ­დე.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"თუ ამას დროზე არ ეშველა, ივანიშვილის ГРУზია გაიმარჯვებს" - რა იწვევს დეფის ზიზღს "სამარცხვინოდ სასაცილო "ოცნების" ეპოქაში"

"თუ ამას დროზე არ ეშველა, ივანიშვილის ГРУზია გაიმარჯვებს" - რა იწვევს დეფის ზიზღს "სამარცხვინოდ სასაცილო "ოცნების" ეპოქაში"

ჩვენს ცხოვრებაში ბევრი მძიმე პრობლემა ერთად იყრის თავს, რომელიც ყველას გვაწუხებს: ეს არის ეროვნული ვალუტის დევალვაცია, თბილისის ქუჩებში საცობი და მათხოვრები, უმუშევრობა, პროდუქტებზე ფასების ზრდა და კიდევ ბევრი წვრილმანი თუ მსხვილმანი საკითხი, რაზეც ადამიანები წუხან, "ფეისბუქის" პირად გვერდებზეც ხშირად საკუთარ მოსაზრებებს აქვეყნებენ, თუმცა პრობლემები პრობლემებად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანზე მთავრობას, როგორც ყოველთვის, ერთ და იგივე პასუხი აქვს - ვმუშაობთ, საკითხს გავიხილავთ, თუმცა ფაქტი კი სხვა რამეზე მეტყველებს.

ამჯერად რამდენიმე პრობლემურ საკითხზე დავით დეფის გავესაუბრეთ.

- როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ლარის ასეთ დაკნინება?

- რა თქმა უნდა, დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების გამაოგნებელმა არაკომპეტენტურობამ. ორჯერ გარღვეული ბიუჯეტი და მათი უტიფარი, გნებავთ, გაყეყეჩებული უვიცობა ამის ნათელი მაჩვენებელია.

- ლარის დევალვაცია - როგორ მოქმედებს პირადად თქვენს ბიუჯეტზე?

- ცუდად. ჩემი ბიუჯეტი არც ისე დიდია და ის ყოველთვის ასეთი იყო, - ყოველთვის მცირედით ვკმაყოფილდებოდი, მაგრამ ახლა შევარდნაძისდროინდელი კოშმარის მსგავსი და უფრო კარიკატურულია - სამარცხვინოდ სასაცილო "ქართული ოცნების" ეპოქა.

- თქვენი აზრით, კონკრეტულად, ვინ არის ამ ეკონომიურ ქაოსში დამნაშავე?

- უშუალოდ ხელისუფლება, ვისაც ევალება ასეთი საფრთხეების გათვლა, მაგრამ როცა ფინანსთა მინისტრი ჯერ კიდევ ოქტომბერში მის მიმართ დასმულ კითხვებზე პასუხობდა: ასეთი რამ მოსალოდნელი არ არისო, - ეს სხვას რას უნდა მიმანიშნებდეს, თუ არა სრულ მმართველობით კატასტროფას. ასე ხდება შეგნებულად დაკნინებულ და შეგნებულად გაღარიბებულ, დაკომპლექსებულ საზოგადოებაში. ასეთი საზოგადოება ყველაფერს ეჩვევა და არაფერი ახსოვს. ის სამართავად ადვილია.

- დღევანდელ პრობლემებს მძიმე ტვირთად აწევს გზებზე საცობი, რომელიც თანამედროვე თბილისის "ღირსეული" მონაპოვარია... რა იწვევს, როგორ ფიქრობთ მას და როგორ უნდა განიტვირთოს მოძრაობა თბილისში? თავად თუ დადიხართ ავტომანქანით?

- მანქანა მე არ მაქვს, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. აუცილებლად უნდა დამთავრდეს შემოვლითი გზის მშენებლობა. გამოსავალი ესაა... მაგრამ მარტო ავტო-მოძრაობა არა, ქვეყანაა მენტალურ ხერგილში გაჩხერილი. ასე მომაკვდინებლად გაშეშებული და ლპობისკენ წასული ქვეყანა დროზე უნდა გამოფხიზლდეს და კარგად გაარკვიოს, კარგად დაინახოს, სად იყო და სად არის ახლა. უნდა განასხვავოს, რა არის მოძრაობა და რა არის ოცნება. თუ ამას დროზე არ ეშველა, ივანიშვილის ГРУზია გაიმარჯვებს, მე კი მინდა, ევროპულმა საქართველომ გაიმარჯვოს, - არამეოცნებე საქართველომ.

- პროდუქტებზე ფასები იზრდება, - ეს რა რეაქციას იწვევს თქვენში?

- ზიზღს!

- ქუჩაში მათხოვრები? ამ საშინელებას ანუ უმუშევრობას და უპოვრობას როგორ უნდა დაუპირისპირდეს ქვეყანა?

- მხოლოდ განათლებით. მხოლოდ განათლებაა ჭეშმარიტება. განათლება გვათავისუფლებს. მათხოვარისთვის ფულის მიცემაც და ფულის არმიცემაც ერთნაირად ამაზრზენია ჩემთვის და ორივე შემთხვევაში, ფარისევლობაა. მათხოვრები არ უნდა არსებობდნენ, ისევე როგორც არ უნდა ოცნებობდე - უნდა მოძრაობდე.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია