მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში რუბლის სხვა ვალუტით ჩანაცვლებაზე ფიქრობენ
რუსეთში რუბლის სხვა ვალუტით ჩანაცვლებაზე ფიქრობენ

რუ­სე­თის დუ­მა­ში ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის სხვა ვა­ლუ­ტით ჩა­ნაც­ვლე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, რაც დო­ლარ­თან და ევ­როს­თან მი­მარ­თე­ბა­ში რუბ­ლის ვარ­დნას შე­ა­ჩე­რებს. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ დუ­მის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის კო­მი­ტე­ტის წევ­რმა ანა­ტო­ლი ვი­ბორ­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, არ­სე­ბობს კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი. კონ­კრე­ტუ­ლად კი, შე­საძ­ლე­ბე­ლია რუბ­ლის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვა­ლუ­ტის შექ­მნა, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა ჯერ არ არ­სე­ბობს. რუსი დე­პუ­ტა­ტის გან­ცხა­დე­ბით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ახა­ლი ვა­ლუ­ტის შექ­მნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რი­სა და შან­ხა­ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი. ანა­ტო­ლი ვი­ბორ­ნო­ვის თქმით, დე­პუ­ტა­ტებს შო­რის ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამას­თან, რუ­სე­თის პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრმა რუ­სულ ტე­ლე­არ­ხებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში რუ­სუ­ლი რუბ­ლის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის სამი მი­ზე­ზი და­ა­სა­ხე­ლა: ნავ­თო­ბის გა­ი­ა­ფე­ბა, და­სავ­ლე­თის მიერ რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი და სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი რუ­სე­თის სა­ვა­ლუ­ტო ბაზ­რებ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რუსეთში რუბლის სხვა ვალუტით ჩანაცვლებაზე ფიქრობენ

რუსეთში რუბლის სხვა ვალუტით ჩანაცვლებაზე ფიქრობენ

რუსეთის დუმაში ქვეყნის ეროვნული ვალუტის სხვა ვალუტით ჩანაცვლებაზე საუბრობენ, რაც დოლართან და ევროსთან მიმართებაში რუბლის ვარდნას შეაჩერებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დუმის უსაფრთხოებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის წევრმა ანატოლი ვიბორნოვმა განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს კრიზისიდან გამოსვლის რამდენიმე ვარიანტი. კონკრეტულად კი, შესაძლებელია რუბლის ალტერნატიული ვალუტის შექმნა, რომლის სახელწოდება ჯერ არ არსებობს. რუსი დეპუტატის განცხადებით, არ არის გამორიცხული ახალი ვალუტის შექმნაში ეკონომიკური კავშირისა და შანხაის თანამშრომლობის წევრი ქვეყნები იყვნენ ჩართული. ანატოლი ვიბორნოვის თქმით, დეპუტატებს შორის ამ საკითხის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს. ამასთან, რუსეთის პრემიერმინისტრმა რუსულ ტელეარხებთან ინტერვიუში რუსული რუბლის გაუფასურების სამი მიზეზი დაასახელა: ნავთობის გაიაფება, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და სპეკულაციები რუსეთის სავალუტო ბაზრებზე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა