მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გლდანის ეკლესიის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელის აღსარება
გლდანის ეკლესიის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელის აღსარება

დრო­ის დი­ნე­ბა ბევრ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცულ ამ­ბავს მოჰ­ფენს ხოლ­მე ნა­თელს. რა­ზეც ადა­მი­ა­ნე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დუ­მან, შემ­დეგ ღიად ლა­პა­რა­კო­ბენ. ყვე­ლას ახ­სოვს 2004 წელს მომ­ხდა­რი, გლ­და­ნის ეკ­ლე­სი­ის დარ­ბე­ვი­სა და ბა­სილ მკა­ლა­ვიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის ამ­ბა­ვი. მა­შინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მრევ­ლიც და­შავ­და. ისი­ნი ბა­სილ მკა­ლა­ვიშ­ვილს იცავ­დნენ და სპეც­რაზ­მე­ლე­ბის მხრი­დან სას­ტი­კი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი გახ­დნენ. ბევ­რი ით­ქვა და და­ი­წე­რა ამ თე­მა­ზე, თუმ­ცა, "შიგ­ნი­დან" და­ნა­ხუ­ლი დე­ტა­ლე­ბი მა­ინც სა­ინ­ტე­რე­სოა.

ჩემი რეს­პონ­დენ­ტი ში­ნა­გა­ნი ჯა­რის სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ბა­ტა­ლი­ონ­ში მსა­ხუ­რობ­და და ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, სინ­დი­სი დღემ­დე ქენ­ჯნის და წარ­სულს სი­ნა­ნუ­ლით იხ­სე­ნებს. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, არ მიყ­ვარს ისე­თი სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბა, სა­დაც რეს­პონ­დენ­ტი ინ­კოგ­ნი­ტოდ რჩე­ბა და ასეთ ინ­ტერ­ვი­უ­ებს თავს ვა­რი­დებ ხოლ­მე, მაგ­რამ ამ­ჯე­რად მა­ინც დავ­თან­ხმდი, რის მი­ზეზ­საც მკი­თხვე­ლი იო­ლად მიხ­ვდე­ბა და ალ­ბათ არ გა­უკ­ვირ­დე­ბა, თუ რეს­პონ­დენ­ტი ინ­კოგ­ნი­ტოდ დარ­ჩე­ნას ამ­ჯო­ბი­ნებს:

- მა­შინ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გახ­ლდათ გია ბა­რა­მი­ძე, ხოლო ში­ნა­გა­ნი ჯა­რე­ბის სარ­და­ლი - გოგი თა­თუ­ხაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც უშუ­ა­ლოდ ვე­მორ­ჩი­ლე­ბო­დით. 2004 წლის მარ­ტი იყო; ჩვე­ნი ნა­წი­ლი ე.წ. მე-8 პოლ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იდგა. გან­კარ­გუ­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, სას­წრა­ფოდ გავ­სუ­ლი­ყა­ვით ავ­ჭა­ლის კო­ლო­ნი­ა­ში. რო­გორც გვი­თხრეს, იქ პა­ტიმ­რე­ბის ბუნ­ტი იყო და ჩა­სახ­შო­ბად გვიხ­მობ­დნენ. 3 მან­ქა­ნით გა­ვე­დით. ძა­ლი­ან სწრა­ფად ვმოძ­რა­ობ­დით. მოკ­ლე გზე­ბით მივ­დი­ო­დით. გზა­ში ახა­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბა მი­ვი­ღეთ: ავ­ჭა­ლის კო­ლო­ნი­ის ნაც­ვლად, გლ­და­ნის ეკ­ლე­სი­ას­თან მის­ვლა გვიბ­რძა­ნეს. ეკ­ლე­სი­ას­თან უამ­რა­ვი ხალ­ხი დაგ­ვხვდა. ისი­ნი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, ხმა­უ­რობ­დნენ...

- რა­ტომ შე­გაც­ვლე­ვი­ნეს მარ­შრუ­ტი?

- არ ვიცი, შე­საძ­ლოა, იფიქ­რეს, რომ თა­ვი­დან­ვე რომ გვცოდ­ნო­და, ეკ­ლე­სი­ის და­სარ­ბე­ვად გვიხ­მობ­დნენ, შე­საძ­ლოა, არ წავ­სუ­ლი­ყა­ვით.

- წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ბრძა­ნე­ბას მა­ინც შე­ას­რუ­ლებ­დით, რაც უნდა მომ­ხდა­რი­ყო.

- დიახ, მაგ­რამ რა ჰქონ­და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, არ ვიცი. ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მიც დაგ­ვხვდა. ხალ­ხი ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში არ გვიშ­ვებ­და. ბრძა­ნე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ვცდი­ლობ­დით ფე­ხით შეს­ვლას, მაგ­რამ დიდ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას წა­ვა­წყდით. ვე­რა­ფერს გავ­ხდით და გა­დავ­წყვი­ტეთ, მან­ქა­ნით შეგ­ვენგრია ღობე. ეს იო­ლად მო­ვა­ხერ­ხეთ და ხალ­ხის პი­რის­პირ აღ­მოვ­ჩნდით. ისი­ნი ყვე­ლა­ფერ­ზე იყ­ვნენ წამ­სვლე­ლი, არ შეგ­ვე­პუვ­ნენ და იე­რიშ­ზე გად­მო­ვიდ­ნენ. სპეც­რაზ­მე­ლე­ბი ხელ­კე­ტე­ბით და­ვე­რი­ეთ, რომ მათი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შეგ­ვე­ჩე­რე­ბი­ნა. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა რომ არ გა­ე­წი­ათ, არა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და, ბა­სილ მკა­ლა­ვიშ­ვილს ავიყ­ვან­დით და ეგ იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა მოგ­ვიხ­და.

- ეკ­ლე­სი­ის დარ­ბე­ვის ბრძა­ნე­ბა გქონ­დათ?

- არა, ასე­თი ბრძა­ნე­ბა არ გვქო­ნია, ხალ­ხის დარ­ბე­ვის ბრძა­ნე­ბა გვქონ­და. უფრო სწო­რად, ნე­ბის­მი­ე­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით უნდა დაგ­ვე­კა­ვე­ბი­ნა ბა­სილ მკა­ლა­ვიშ­ვი­ლი, ჩვენ კი ამის­თვის ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა უნდა გა­დაგ­ვე­ლა­ხა.

- მა­შინ მრევ­ლის ნა­წილ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, ისე სას­ტი­კად მო­ე­პყა­რით ადა­მი­ა­ნებს.

- დიახ, ასე მოხ­და, ზო­გი­ერ­თი სპეც­რაზ­მე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მო­ე­პყრა მრევლს. სი­მარ­თლეს გე­ტყვით, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი თა­თუ­ხაშ­ვილ­მა სამ­სა­ხუ­რი­დან სი­სას­ტი­კის გამო და­ი­თხო­ვა. ისე არ გა­ი­გოთ, რომ ვინ­მეს ვი­ცავ ან ვა­მარ­თლებ, მაგ­რამ იმას ვამ­ბობ, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში მოხ­და. ისი­ნი მედ­გარ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გვი­წევ­დნენ, ქვებს გვი­შენ­დნენ, იბ­რძოდ­ნენ ყვე­ლაფ­რით, რაც კი ხელ­ში მოხ­ვდე­ბო­დათ...

- რა ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნეთ მრევ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ?

- ხელ­კე­ტე­ბი. სხვა ია­რა­ღი არ გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია. რო­გორც იქნა, ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა დავძლი­ეთ და ეკ­ლე­სი­ის ჩა­კე­ტილ კარს მი­ვა­დე­ქით. სპეც­რაზ­მის ბი­ჭე­ბი კა­რის შენგრე­ვას ცდი­ლობ­დნენ, რაც იოლი არ აღ­მოჩ­ნდა. შემ­დეგ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მან­ქა­ნით შეგ­ვემტვრია კარი. პირ­და­პი­რი დარ­ტყმა არ ივარ­გებ­და, მან­ქა­ნა 45-გრა­დუ­სი­ა­ნი კუ­თხით მივ­მარ­თეთ და ისე და­ვარ­ტყით კარს. კარი გა­ი­ღო.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად gzapress.ge -ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გლდანის ეკლესიის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელის აღსარება

გლდანის ეკლესიის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელის აღსარება

დროის დინება ბევრ საიდუმლოებით მოცულ ამბავს მოჰფენს ხოლმე ნათელს. რაზეც ადამიანები წლების განმავლობაში დუმან, შემდეგ ღიად ლაპარაკობენ. ყველას ახსოვს 2004 წელს მომხდარი, გლდანის ეკლესიის დარბევისა და ბასილ მკალავიშვილის დაკავების ამბავი. მაშინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მრევლიც დაშავდა. ისინი ბასილ მკალავიშვილს იცავდნენ და სპეცრაზმელების მხრიდან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ. ბევრი ითქვა და დაიწერა ამ თემაზე, თუმცა, "შიგნიდან" დანახული დეტალები მაინც საინტერესოა.

ჩემი რესპონდენტი შინაგანი ჯარის სწრაფი რეაგირების სპეცდანიშნულების ბატალიონში მსახურობდა და ზემოთ ხსენებულ სპეცოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობდა. როგორც თვითონ ამბობს, სინდისი დღემდე ქენჯნის და წარსულს სინანულით იხსენებს. სიმართლე რომ გითხრათ, არ მიყვარს ისეთი სტატიის მომზადება, სადაც რესპონდენტი ინკოგნიტოდ რჩება და ასეთ ინტერვიუებს თავს ვარიდებ ხოლმე, მაგრამ ამჯერად მაინც დავთანხმდი, რის მიზეზსაც მკითხველი იოლად მიხვდება და ალბათ არ გაუკვირდება, თუ რესპონდენტი ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს:

- მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ გია ბარამიძე, ხოლო შინაგანი ჯარების სარდალი - გოგი თათუხაშვილი, რომელსაც უშუალოდ ვემორჩილებოდით. 2004 წლის მარტი იყო; ჩვენი ნაწილი ე.წ. მე-8 პოლკის ტერიტორიაზე იდგა. განკარგულება მივიღეთ, სასწრაფოდ გავსულიყავით ავჭალის კოლონიაში. როგორც გვითხრეს, იქ პატიმრების ბუნტი იყო და ჩასახშობად გვიხმობდნენ. 3 მანქანით გავედით. ძალიან სწრაფად ვმოძრაობდით. მოკლე გზებით მივდიოდით. გზაში ახალი განკარგულება მივიღეთ: ავჭალის კოლონიის ნაცვლად, გლდანის ეკლესიასთან მისვლა გვიბრძანეს. ეკლესიასთან უამრავი ხალხი დაგვხვდა. ისინი გაღიზიანებული იყვნენ, ხმაურობდნენ...

- რატომ შეგაცვლევინეს მარშრუტი?

- არ ვიცი, შესაძლოა, იფიქრეს, რომ თავიდანვე რომ გვცოდნოდა, ეკლესიის დასარბევად გვიხმობდნენ, შესაძლოა, არ წავსულიყავით.

- წარმოუდგენელია, ბრძანებას მაინც შეასრულებდით, რაც უნდა მომხდარიყო.

- დიახ, მაგრამ რა ჰქონდა ხელმძღვანელობას ჩაფიქრებული, არ ვიცი. ადგილზე მისულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სპეცდანიშნულების რაზმიც დაგვხვდა. ხალხი ეკლესიის ეზოში არ გვიშვებდა. ბრძანების მიღების შემდეგ, ვცდილობდით ფეხით შესვლას, მაგრამ დიდ წინააღმდეგობას წავაწყდით. ვერაფერს გავხდით და გადავწყვიტეთ, მანქანით შეგვენგრია ღობე. ეს იოლად მოვახერხეთ და ხალხის პირისპირ აღმოვჩნდით. ისინი ყველაფერზე იყვნენ წამსვლელი, არ შეგვეპუვნენ და იერიშზე გადმოვიდნენ. სპეცრაზმელები ხელკეტებით დავერიეთ, რომ მათი წინააღმდეგობა შეგვეჩერებინა. წინააღმდეგობა რომ არ გაეწიათ, არაფერი მოხდებოდა, ბასილ მკალავიშვილს ავიყვანდით და ეგ იქნებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, ძალის გამოყენება მოგვიხდა.

- ეკლესიის დარბევის ბრძანება გქონდათ?

- არა, ასეთი ბრძანება არ გვქონია, ხალხის დარბევის ბრძანება გვქონდა. უფრო სწორად, ნებისმიერი ძალის გამოყენებით უნდა დაგვეკავებინა ბასილ მკალავიშვილი, ჩვენ კი ამისთვის ხალხის წინააღმდეგობა უნდა გადაგველახა.

- მაშინ მრევლის ნაწილმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, ისე სასტიკად მოეპყარით ადამიანებს.

- დიახ, ასე მოხდა, ზოგიერთი სპეცრაზმელი განსაკუთრებული სისასტიკით მოეპყრა მრევლს. სიმართლეს გეტყვით, ასეთი ადამიანები თათუხაშვილმა სამსახურიდან სისასტიკის გამო დაითხოვა. ისე არ გაიგოთ, რომ ვინმეს ვიცავ ან ვამართლებ, მაგრამ იმას ვამბობ, რაც სინამდვილეში მოხდა. ისინი მედგარ წინააღმდეგობას გვიწევდნენ, ქვებს გვიშენდნენ, იბრძოდნენ ყველაფრით, რაც კი ხელში მოხვდებოდათ...

- რა იარაღი გამოიყენეთ მრევლის წინააღმდეგ?

- ხელკეტები. სხვა იარაღი არ გამოგვიყენებია. როგორც იქნა, ხალხის წინააღმდეგობა დავძლიეთ და ეკლესიის ჩაკეტილ კარს მივადექით. სპეცრაზმის ბიჭები კარის შენგრევას ცდილობდნენ, რაც იოლი არ აღმოჩნდა. შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, მანქანით შეგვემტვრია კარი. პირდაპირი დარტყმა არ ივარგებდა, მანქანა 45-გრადუსიანი კუთხით მივმართეთ და ისე დავარტყით კარს. კარი გაიღო.

წაიკითხეთ სრულად gzapress.ge -ზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 272-მდე გაიზარდა

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი ზურაბ მირიანაშვილი გარდაიცვალა - "მისმა კეთილმა გულმა ამდენ დატვირთვას ვეღარ გაუძლო..."