სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამაკაცმა 112-ზე გამოგვიძახა, მომხედეთ, სახლში სადღეგრძელოს არ მალევინებენო"
"მამაკაცმა 112-ზე გამოგვიძახა, მომხედეთ, სახლში სადღეგრძელოს არ მალევინებენო"

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზ­ზე და­რე­კა მა­მა­კაც­მა და გა­ნა­ცხა­და, რომ ის ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან გა­ნიც­დის ძა­ლა­დო­ბას და ოჯახ­ში სა­დღეგ­რძე­ლოს თქმას უშე­დე­გოდ ცდი­ლობს. შე­ტყო­ბი­ნე­ბის­თა­ნა­ვე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟის შე­მად­გენ­ლო­ბა გა­ვი­და, ხოლო ად­გილ­ზე მი­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მა­მა­კა­ცი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდა. ეს ის­ტო­რია გო­რელ სტუ­დენ­ტებს შსს-ს პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ფა­კულ­ტე­ტის უფ­როს­მა ნო­დარ სა­ა­კაშ­ვილ­მა უამ­ბო.

"და­რე­კა 112-ზე და ამ­ბობს, რომ მის სახ­ლში არ აძ­ლე­ვენ სა­დღეგ­რძე­ლოს თქმის უფ­ლე­ბას; რომ ეჩხუ­ბე­ბი­ან და სურს, რომ მო­იქ­ცეს ისე, რო­გორც უნდა. ამ ამ­ბავს, რა თქმა უნდა, ახლა ხუმ­რო­ბით გე­უბ­ნე­ბით, მაგ­რამ საკ­მა­ოდ ხში­რი შემ­თხვე­ვე­ბია ოჯახ­ში მა­მა­კა­ცებ­ზე ძა­ლა­დო­ბის, თუნ­დაც შვი­ლის­გან ან სხვა მხრი­დან. მაგ­რამ ეს ფაქ­ტე­ბი არ ხმა­ურ­დე­ბა. რო­დე­საც იმ მა­მა­კაცს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა ჩა­მო­არ­თვეს, იქ გარ­კვე­უ­ლი აღ­სა­რე­ბა­სა­ვით და­წე­რა, რომ სახ­ლში ხში­რად აშა­ვებს, აბ­რა­ზებს ოჯა­ხის წევ­რებს და ერთი სი­ტყვით, არ იქ­ცე­ვა კარ­გად", - უთხრა ნო­დარ სა­ა­კაშ­ვილ­მა სტუ­დენ­ტებს.

გო­რის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტებ­თან ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის უკეთ ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. ახალ­გაზ­რდებს შსს-ს და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ერ­თობ­ლი­ვი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის წევ­რე­ბი: შსს-ს პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ფა­კულ­ტე­ტის უფ­რო­სი ნო­დარ სა­ა­კაშ­ვი­ლი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი ეკა კენ­ჭა­ძე, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ძა­ლა­დო­ბი­სა­გან დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ქსე­ლი"-ს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ლა­მა­რა შა­ყუ­ლაშ­ვი­ლი და ქალ­თა სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ფსი­ქო­ლო­გე­ბი გა­ე­სა­უბრნენ.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მამაკაცმა 112-ზე გამოგვიძახა, მომხედეთ, სახლში სადღეგრძელოს არ მალევინებენო"

"მამაკაცმა 112-ზე გამოგვიძახა, მომხედეთ, სახლში სადღეგრძელოს არ მალევინებენო"

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკა მამაკაცმა და განაცხადა, რომ ის ოჯახის წევრებისგან განიცდის ძალადობას და ოჯახში სადღეგრძელოს თქმას უშედეგოდ ცდილობს. შეტყობინებისთანავე შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის შემადგენლობა გავიდა, ხოლო ადგილზე მისულ სამართალდამცავებს მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში დახვდა. ეს ისტორია გორელ სტუდენტებს შსს-ს პოლიციის აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსმა ნოდარ სააკაშვილმა უამბო.

"დარეკა 112-ზე და ამბობს, რომ მის სახლში არ აძლევენ სადღეგრძელოს თქმის უფლებას; რომ ეჩხუბებიან და სურს, რომ მოიქცეს ისე, როგორც უნდა. ამ ამბავს, რა თქმა უნდა, ახლა ხუმრობით გეუბნებით, მაგრამ საკმაოდ ხშირი შემთხვევებია ოჯახში მამაკაცებზე ძალადობის, თუნდაც შვილისგან ან სხვა მხრიდან. მაგრამ ეს ფაქტები არ ხმაურდება. როდესაც იმ მამაკაცს ახსნა-განმარტება ჩამოართვეს, იქ გარკვეული აღსარებასავით დაწერა, რომ სახლში ხშირად აშავებს, აბრაზებს ოჯახის წევრებს და ერთი სიტყვით, არ იქცევა კარგად", - უთხრა ნოდარ სააკაშვილმა სტუდენტებს.

გორის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდა თაობის უკეთ ინფორმირების მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდებს შსს-ს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი სპეციალური სამუშაო ჯგუფის წევრები: შსს-ს პოლიციის აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ეკა კენჭაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი"-ს რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ლამარა შაყულაშვილი და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ფსიქოლოგები გაესაუბრნენ.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა