პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა აჩუქა ნიკუშა შენგელაიასა და ეკა ჭიჭინაძეს ქორწილში ბიძინა ივანიშვილმა
რა აჩუქა ნიკუშა შენგელაიასა და ეკა ჭიჭინაძეს ქორწილში ბიძინა ივანიშვილმა

ოცწ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ამ და ეკა ჭი­ჭი­ნა­ძემ ქორ­წი­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მეს. ქორ­წი­ლის დე­ტა­ლებ­სა და ზო­გა­დად, ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­ზე ეკა ჭი­ჭი­ნა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

- პა­ტივს ვცემ ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხი­დან მო­დის. ქვეყ­ნი­სა და ერის იდენ­ტო­ბის­თვის ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ჩემი აზ­რით, დრო­მოჭ­მუ­ლი ტრა­დი­ცია არ არ­სე­ბობს, არ­სე­ბობს და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია, მა­გა­ლი­თად, თა­მა­დის, ქელე­ხის ტრა­დი­ცია. ქელეხს იმი­ტომ აკე­თებ­დნენ, რომ ხალ­ხი მი­სა­სამ­ძიმ­რებ­ლად სხვა სოფ­ლე­ბი­დან ჩა­დი­ო­და, გა­დი­ო­და გრძელ გზას და პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად ჭი­რი­სუფ­ლის ოჯა­ხი სუფ­რას ახ­ვედ­რებ­და, დღეს­დღე­ო­ბით კი ამან არას­წო­რი ფორ­მა მი­ი­ღო. შევ­ხვედ­რი­ვარ სა­ში­ნელ თა­მა­და­საც.

- ათე­უ­ლი წლის წინ ოჯა­ხის შექ­მნას რამ­დე­ნი­მე ეტა­პი უძღო­და წინ, დღეს კი ხე­ლის თხოვ­ნა, ნიშ­ნო­ბა აღარ იმარ­თე­ბა.

- რი­ტუ­ა­ლე­ბი, რაც შენ ჩა­მოთ­ვა­ლე, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­შია და ძა­ლი­ან ლა­მა­ზია, მთა­ვა­რია იყოს გულ­წრფე­ლი გრძნო­ბა, ოჯა­ხის ტრა­დი­ცია ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, ღერ­ძია. უბ­რა­ლოდ, ეს ტრა­დი­ცი­ე­ბი არ უნდა გა­უ­ფა­სურ­დეს, არ და­მა­ხინჯდეს. აი, ჩვენც ოცი წლის შემ­დეგ ჩა­ვა­ტა­რეთ ეს რი­ტუ­ა­ლი...

- თქვენს ხე­ლის მო­წე­რას გუ­ლის­ხმობთ?

- შეგ­ვეძ­ლო, სად­მე წავ­სუ­ლი­ყა­ვით და უბ­რა­ლოდ, ხელი მოგ­ვე­წე­რა, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­სარ­თო­ბად მო­ვი­ფიქ­რეთ. როცა ადა­მი­ა­ნი ასაკ­ში შე­დის, სა­ჭი­როა, ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი მოგ­ვა­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეს. წლე­ბის წინ ქორ­წი­ლი კი გვქონ­და, მაგ­რამ მხო­ლოდ ულა­მა­ზე­სი რი­ტუ­ა­ლით, ჯვრის­წე­რით შე­მო­ვი­ფარ­გლეთ და ასე და­ვი­წყეთ ერ­თად ცხოვ­რე­ბა. ახლა კი, 20 წლის შემ­დეგ, ზუს­ტად ჯვრის­წე­რის დღეს, 24 ოქ­ტომ­ბერს და­ვამ­თხვი­ეთ ხე­ლის მო­წე­რა, თან ამ დღეს ნი­კუ­შას და­ბა­დე­ბის დღე­ცაა და სიმ­ბო­ლუ­რი იყო. საკ­მა­ოდ დიდ­ხანს ვი­ცხოვ­რეთ ერ­თად და მყა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ (იცი­ნის). ნი­კუ­შამ ბევ­რი იფიქ­რა, კარ­გად და­მაკ­ვირ­და და ისე მო­მიყ­ვა­ნა ცო­ლად, წინა ცო­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­უკ­ვირ­ვებ­ლად დგამ­და ნა­ბიჯს, ახლა კი და­მაკ­ვირ­და და აშ­კა­რად გა­უ­მარ­თლა, ხე­ლიც მო­ვა­წე­რეთ (იცი­ნის).

- ამ ყვე­ლა­ფერს ორ­გა­ნი­ზე­ბა ვინ გა­უ­კე­თა?

- თა­ვი­დან მე ვი­ყა­ვი აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი და მინ­დო­და, ხე­ლის მო­წე­რის რი­ტუ­ა­ლის­თვის ამას­თან­ვე გარ­თო­ბის სახე მი­მე­ცა, მერე კი ნი­კუ­შამ ჩა­მო­მარ­თვა სა­და­ვე­ე­ბი და მთე­ლი ენ­თუ­ზი­აზ­მით ჩა­ერ­თო სამ­ზა­დის­ში.

- სიძე-პა­ტარ­ძლის იმიჯ­ზე ვინ იზ­რუ­ნა?

- რო­დე­საც რა­ი­მე წვე­უ­ლე­ბა ან უბ­რა­ლოდ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა, ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად ვემ­ზა­დე­ბი, ვცდი­ლობ, ახა­ლი იმი­ჯი მო­ვირ­გო, ეს სტი­მულ­საც მაძ­ლევს. თა­ვი­დან თეთ­რი კა­ბის ჩაც­მა მინ­დო­და, გამ­ზა­დე­ბუ­ლიც კი მქონ­და, მაგ­რამ მერე შემ­რცხვა, ვი­ფიქ­რე, დამ­ცი­ნე­ბენ-მეთ­ქი და ბო­ლოს არ­ჩე­ვა­ნი შავ-თეთრზე შე­ვა­ჩე­რე.

- სტუ­მარ­თა რი­გებ­ში უამ­რა­ვი ცნო­ბილი სახე, პო­ლი­ტი­კო­სი ვნა­ხეთ, მათ შო­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მე­უღ­ლესთ­ან ერ­თად.

- პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს ქორ­წილ­ში იყ­ვნენ, ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი არი­ან, ისი­ნი ახლა არი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, თო­რემ ჩვენ უკვე ბევ­რი წე­ლია, ვმე­გობ­რობთ. დათო უსუ­ფაშ­ვი­ლი­სა და თინა ხი­და­შე­ლის ოჯახ­თან ნა­თელ­მი­რო­ნო­ბა გვა­კავ­ში­რებს, ნი­კუ­შა მათი უმ­ცრო­სი ბი­ჭის ნათ­ლი­აა, მაია ფან­ჯი­კი­ძე კი ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რია, ასე რომ, ჩვენ­თან მე­გობ­რუ­ლი სტა­ტუ­სით იყ­ვნენ. რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და ეკას, ჩვენ შო­რის პო­ლი­ტი­კა არ არ­სე­ბობს, სულ სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა 2011 წლი­დან იღებს სა­თა­ვეს, პი­რა­დად მე დიდ პა­ტივს ვცემ და მიყ­ვარს ეს ოჯა­ხი, პო­ლი­ტი­კის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა აჩუქა ნიკუშა შენგელაიასა და ეკა ჭიჭინაძეს ქორწილში ბიძინა ივანიშვილმა

რა აჩუქა ნიკუშა შენგელაიასა და ეკა ჭიჭინაძეს ქორწილში ბიძინა ივანიშვილმა

ოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ნიკუშა შენგელაიამ და ეკა ჭიჭინაძემ ქორწინება ოფიციალურად გააფორმეს. ქორწილის დეტალებსა და ზოგადად, ქართულ ტრადიციებზე ეკა ჭიჭინაძეს ვესაუბრეთ.

- პატივს ვცემ ქართულ ტრადიციებს, რომლებიც ოჯახიდან მოდის. ქვეყნისა და ერის იდენტობისთვის ტრადიციების შენარჩუნება აუცილებელია. ჩემი აზრით, დრომოჭმული ტრადიცია არ არსებობს, არსებობს დამახინჯებული ტრადიცია, მაგალითად, თამადის, ქელეხის ტრადიცია. ქელეხს იმიტომ აკეთებდნენ, რომ ხალხი მისასამძიმრებლად სხვა სოფლებიდან ჩადიოდა, გადიოდა გრძელ გზას და პატივისცემის ნიშნად ჭირისუფლის ოჯახი სუფრას ახვედრებდა, დღესდღეობით კი ამან არასწორი ფორმა მიიღო. შევხვედრივარ საშინელ თამადასაც.

- ათეული წლის წინ ოჯახის შექმნას რამდენიმე ეტაპი უძღოდა წინ, დღეს კი ხელის თხოვნა, ნიშნობა აღარ იმართება.

- რიტუალები, რაც შენ ჩამოთვალე, ყველა ქვეყანაშია და ძალიან ლამაზია, მთავარია იყოს გულწრფელი გრძნობა, ოჯახის ტრადიცია ჩემთვის განსაკუთრებულია, ღერძია. უბრალოდ, ეს ტრადიციები არ უნდა გაუფასურდეს, არ დამახინჯდეს. აი, ჩვენც ოცი წლის შემდეგ ჩავატარეთ ეს რიტუალი...

- თქვენს ხელის მოწერას გულისხმობთ?

- შეგვეძლო, სადმე წავსულიყავით და უბრალოდ, ხელი მოგვეწერა, მაგრამ ეს ყველაფერი გასართობად მოვიფიქრეთ. როცა ადამიანი ასაკში შედის, საჭიროა, ბიუროკრატიული საკითხები მოგვარებული ჰქონდეს. წლების წინ ქორწილი კი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ულამაზესი რიტუალით, ჯვრისწერით შემოვიფარგლეთ და ასე დავიწყეთ ერთად ცხოვრება. ახლა კი, 20 წლის შემდეგ, ზუსტად ჯვრისწერის დღეს, 24 ოქტომბერს დავამთხვიეთ ხელის მოწერა, თან ამ დღეს ნიკუშას დაბადების დღეცაა და სიმბოლური იყო. საკმაოდ დიდხანს ვიცხოვრეთ ერთად და მყარი გადაწყვეტილება მივიღეთ (იცინის). ნიკუშამ ბევრი იფიქრა, კარგად დამაკვირდა და ისე მომიყვანა ცოლად, წინა ცოლების შემთხვევაში დაუკვირვებლად დგამდა ნაბიჯს, ახლა კი დამაკვირდა და აშკარად გაუმართლა, ხელიც მოვაწერეთ (იცინის).

- ამ ყველაფერს ორგანიზება ვინ გაუკეთა?

- თავიდან მე ვიყავი აქტიურად ჩართული და მინდოდა, ხელის მოწერის რიტუალისთვის ამასთანვე გართობის სახე მიმეცა, მერე კი ნიკუშამ ჩამომართვა სადავეები და მთელი ენთუზიაზმით ჩაერთო სამზადისში.

- სიძე-პატარძლის იმიჯზე ვინ იზრუნა?

- როდესაც რაიმე წვეულება ან უბრალოდ, განსაკუთრებული შემთხვევაა, ყოველთვის გამორჩეულად ვემზადები, ვცდილობ, ახალი იმიჯი მოვირგო, ეს სტიმულსაც მაძლევს. თავიდან თეთრი კაბის ჩაცმა მინდოდა, გამზადებულიც კი მქონდა, მაგრამ მერე შემრცხვა, ვიფიქრე, დამცინებენ-მეთქი და ბოლოს არჩევანი შავ-თეთრზე შევაჩერე.

- სტუმართა რიგებში უამრავი ცნო­ბილი სახე, პოლიტიკოსი ვნახეთ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთ­ან ერთად.

- პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს ქორწილში იყვნენ, ჩვენი მეგობრები არიან, ისინი ახლა არიან ხელისუფლებაში, თორემ ჩვენ უკვე ბევრი წელია, ვმეგობრობთ. დათო უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის ოჯახთან ნათელმირონობა გვაკავშირებს, ნიკუშა მათი უმცროსი ბიჭის ნათლიაა, მაია ფანჯიკიძე კი ძალიან დიდი ხანია, ჩვენი მეგობარია, ასე რომ, ჩვენთან მეგობრული სტატუსით იყვნენ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილსა და ეკას, ჩვენ შორის პოლიტიკა არ არსებობს, სულ სხვა ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი მეგობრობა 2011 წლიდან იღებს სათავეს, პირადად მე დიდ პატივს ვცემ და მიყვარს ეს ოჯახი, პოლიტიკისგან დამოუკიდებლად.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება