პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლელა ახვლედიანი ''ცეკვებში'' თავის მეუღლეს გულშემატკივრობს
ლელა ახვლედიანი ''ცეკვებში'' თავის მეუღლეს გულშემატკივრობს

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" ცოლ-ქმა­რი ლე­ვან და ლელა ახვლე­დი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის კონ­კუ­რენ­ტე­ბი არი­ან. ერ­თად სამი წე­ლია, ცხოვ­რო­ბენ, ორი შვი­ლი ჰყავთ, თუმ­ცა პრო­ექ­ტში არ­სე­ბუ­ლი კონ­კუ­რენ­ცია მათ ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ზე არ აი­სა­ხე­ბა.

- ლელა, ოთხი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ტომ არ იყა­ვი პრო­ექ­ტში?

- პირ­ვე­ლი­ვე სე­ზო­ნი­დან მქონ­და ამის სურ­ვი­ლი. ჩემს ქმარს კას­ტინ­გში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას და­ვეხ­მა­რე. ჩემი ცეკ­ვა ყვე­ლას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და მკი­თხეს, მე რა­ტომ არ მინ­დო­და პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მი­ზე­ზი ორ­სუ­ლო­ბა იყო. მე­ო­რე სე­ზო­ნი მა­ლე­ვე და­ი­წყო, ახა­ლი ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ვი­ყა­ვი და ვერ გა­მო­ვი­დო­დი, მე­სა­მე სე­ზო­ნის და­წყე­ბი­სას კი მე­ო­რე შვილ­ზე ვი­ყა­ვი ფეხ­მძი­მედ.

- ექ­ვსი თვის ბავ­შვი გყავს და რო­გორ მო­ა­ხერ­ხე ასე მალე სა­სურ­ველ ფორ­მა­ში ჩად­გო­მა?

- ფეხ­მძი­მო­ბი­სას ძა­ლი­ან არც გავ­სუ­ქე­ბულ­ვარ. რო­გორც კი ბავ­შვი გა­ვა­ჩი­ნე, მა­შინ­ვე ისეთ ფორ­მა­ში ვი­ყა­ვი, რო­გორ­შიც ახლა ვარ. ეს, ალ­ბათ, უფრო გე­ნე­ტი­კუ­რია. წო­ნა­ში მო­მა­ტე­ბა ცო­ტა­თი მინ­და კი­დეც, მაგ­რამ ვერ ვა­ხერ­ხებ.

- გვა­რად ბა­ზა­ლი ხარ, სა­ი­დან ხარ წარ­მო­შო­ბით?

- ყაზ­ბე­გი­დან, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი გვა­რია. თუ სწო­რად ვიცი, ეს გვა­რი წარ­მო­შო­ბით იტა­ლი­უ­რია. ჩემი წი­ნაპ­რე­ბი ყაზ­ბეგ­ში რო­დის და­სახ­ლდნენ, არ ვიცი. პრო­ექ­ტი რომ და­ი­წყო, მე­უღ­ლის გვარ­ზე მა­შინ გა­და­ვე­დი, ახლა ორი გვა­რი მაქვს - ბა­ზა­ლი-ახვლე­დი­ა­ნი. ჩემი თა­ვის­თვის იტა­ლი­უ­რი სის­ხლი ნამ­დვი­ლად არ შე­მიმ­ჩნე­ვია, ისი­ნი უფრო ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნე­ბი და ხმა­უ­რი­ა­ნე­ბი არი­ან. მე წყნა­რი ვარ.

- სუფ­თა ქარ­თუ­ლით რა­ტომ ვერ ლა­პა­რა­კობ?

- დედა მყავს ბე­ლო­რუ­სი­ი­დან, ვლა­დი­კავ­კაზ­ში და­ვი­ბა­დე. მა­ლე­ვე ჩა­მო­ვე­დით თბი­ლის­ში. რუ­სუ­ლი სკო­ლა და­ვამ­თავ­რე და რუ­სუ­ლი აქ­ცენ­ტით ამი­ტომ ვსა­უბ­რობ.

- რო­დის შე­მო­ვი­და შენს ცხოვ­რე­ბა­ში ცეკ­ვე­ბი?

- ჩემს სკო­ლა­ში გა­იხ­სნა სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბის სტუ­დია და მა­შინ­ვე და­ვი­წყე ცეკ­ვე­ბის შეს­წავ­ლა. მე­ო­რე კლა­სი­დან ვცეკ­ვავ. ახლა უკვე მე ვარ პე­და­გო­გი. ჩემს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სტუ­დი­ა­ში ვას­წავ­ლი.

- სხვა პრო­ფე­სია გაქვს?

- ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, მაგ­რამ არა მგო­ნია, რო­დის­მე პრო­ფე­სი­ით ვი­მუ­შაო. მგო­ნია, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ცეკ­ვებს და­ვუთ­მობ, მაგ­რამ გა­სულ წელს დიპ­ლო­მი მა­ინც ავი­ღე, შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ანს ყვე­ლაფ­რის სწავ­ლა გა­მო­ად­გეს.

- რო­გორც ვიცი, შენ და ლე­ვანს დიდი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი გა­კავ­ში­რებთ.

- ცეკ­ვე­ბის­თვის ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მქონ­და თავი და­ნე­ბე­ბუ­ლი. აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი, თან, ჩემ­მა მე­წყვი­ლემ ცეკ­ვას თავი და­ა­ნე­ბა და მე­წყვი­ლის გა­რე­შე დავ­რჩი, ამი­ტომ მო­მიხ­და ორი წელი გა­ჩე­რე­ბა. ლე­ვან­საც არ ჰყავ­და წყვი­ლი, და­მი­რე­კა და შე­მომ­თა­ვა­ზა, წყვილ­ში გვე­ცეკ­ვა. მა­შინ­ვე დავ­თან­ხმდი. მა­ლე­ვე სიყ­ვა­რუ­ლი ამიხ­სნა. სამი წე­ლია, ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ და ორი ბავ­შვი გვყავს: ლუკა და ანას­ტა­სია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ლელა ახვლედიანი ''ცეკვებში'' თავის მეუღლეს გულშემატკივრობს

ლელა ახვლედიანი ''ცეკვებში'' თავის მეუღლეს გულშემატკივრობს

''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' ცოლ-ქმარი ლევან და ლელა ახვლედიანები ერთმანეთის კონკურენტები არიან. ერთად სამი წელია, ცხოვრობენ, ორი შვილი ჰყავთ, თუმცა პროექტში არსებული კონკურენცია მათ ოჯახურ ცხოვრებაზე არ აისახება.

- ლელა, ოთხი სეზონის განმავლობაში რატომ არ იყავი პროექტში?

- პირველივე სეზონიდან მქონდა ამის სურვილი. ჩემს ქმარს კასტინგში მონაწილეობისას დავეხმარე. ჩემი ცეკვა ყველას ძალიან მოეწონა და მკითხეს, მე რატომ არ მინდოდა პროექტში მონაწილეობა. მიზეზი ორსულობა იყო. მეორე სეზონი მალევე დაიწყო, ახალი ნამშობიარები ვიყავი და ვერ გამოვიდოდი, მესამე სეზონის დაწყებისას კი მეორე შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ.

- ექვსი თვის ბავშვი გყავს და როგორ მოახერხე ასე მალე სასურველ ფორმაში ჩადგომა?

- ფეხმძიმობისას ძალიან არც გავსუქებულვარ. როგორც კი ბავშვი გავაჩინე, მაშინვე ისეთ ფორმაში ვიყავი, როგორშიც ახლა ვარ. ეს, ალბათ, უფრო გენეტიკურია. წონაში მომატება ცოტათი მინდა კიდეც, მაგრამ ვერ ვახერხებ.

- გვარად ბაზალი ხარ, საიდან ხარ წარმოშობით?

- ყაზბეგიდან, ძალიან იშვიათი გვარია. თუ სწორად ვიცი, ეს გვარი წარმოშობით იტალიურია. ჩემი წინაპრები ყაზბეგში როდის დასახლდნენ, არ ვიცი. პროექტი რომ დაიწყო, მეუღლის გვარზე მაშინ გადავედი, ახლა ორი გვარი მაქვს - ბაზალი-ახვლედიანი. ჩემი თავისთვის იტალიური სისხლი ნამდვილად არ შემიმჩნევია, ისინი უფრო ტემპერამენტიანები და ხმაურიანები არიან. მე წყნარი ვარ.

- სუფთა ქართულით რატომ ვერ ლაპარაკობ?

- დედა მყავს ბელორუსიიდან, ვლადიკავკაზში დავიბადე. მალევე ჩამოვედით თბილისში. რუსული სკოლა დავამთავრე და რუსული აქცენტით ამიტომ ვსაუბრობ.

- როდის შემოვიდა შენს ცხოვრებაში ცეკვები?

- ჩემს სკოლაში გაიხსნა სამეჯლისო ცეკვების სტუდია და მაშინვე დავიწყე ცეკვების შესწავლა. მეორე კლასიდან ვცეკვავ. ახლა უკვე მე ვარ პედაგოგი. ჩემს მეუღლესთან ერთად სტუდიაში ვასწავლი.

- სხვა პროფესია გაქვს?

- ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ არა მგონია, როდისმე პროფესიით ვიმუშაო. მგონია, რომ მთელი ცხოვრება ცეკვებს დავუთმობ, მაგრამ გასულ წელს დიპლომი მაინც ავიღე, შეიძლება, ადამიანს ყველაფრის სწავლა გამოადგეს.

- როგორც ვიცი, შენ და ლევანს დიდი სიყვარულის ამბავი გაკავშირებთ.

- ცეკვებისთვის ორი წლის განმავლობაში მქონდა თავი დანებებული. აბიტურიენტობისთვის ვემზადებოდი, თან, ჩემმა მეწყვილემ ცეკვას თავი დაანება და მეწყვილის გარეშე დავრჩი, ამიტომ მომიხდა ორი წელი გაჩერება. ლევანსაც არ ჰყავდა წყვილი, დამირეკა და შემომთავაზა, წყვილში გვეცეკვა. მაშინვე დავთანხმდი. მალევე სიყვარული ამიხსნა. სამი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ და ორი ბავშვი გვყავს: ლუკა და ანასტასია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება