იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გამართულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომას რამდენიმე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი არ ესწრებოდა. გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა გაცდენა ვანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ალექსანდრე ლილუაშვილს არასაპატიოდ ჩაუთვალა. მას მეფარიშვილმა უშუალოდ საბჭოს სხდომის მიმდინარეობის დროს ტელეფონით დაურეკა.
"უკვე მესამე შეხვედრას აცდენთ. ლექსო, ორი გაპატიეთ და რას ნიშნავს ეს? არ თანამშრომლობთ საკონსულტაციო საბჭოსთან, თუ როგორ გავიგო? არ მივიღებთ არანაიარ განმარტებას და მოვითხოვ თქვენს სახელზე ოქმის დაწერას. თუ ჯერ კიდევ ვერ ხვდებით, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და თუ ვინმეს იწილო-ბიწილოს თამაში უნდა, მეც შესაბამისად მოვიქცევი" , - ამ სიტყვებით დატუქსა საჯაროდ გუბერნატორმა ალექსანდრე ლილუაშვილი.