დაიხოცნენ თუ მოკლეს? - ბაღს შეკედლებული ლეკვების ამბავი

დაიხოცნენ თუ მოკლეს? - ბაღს შეკედლებული ლეკვების ამბავი

ქუთაისში, 34-ე ბაგა-ბაღის ეზოში ერთი ძაღლი თავის ლეკვებთან ერთად იყო შეფარებული. მათ იქ მაცხოვრებლები აპურებდნენ, რაც, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბაღის თანამშრომლებს არ მოსწონდათ. ბაღის თანამშრობლებმა ძაღლების გადაყვანის მოთხოვნით თავშესაფარშიც კი დარეკეს, თუმცა შესაბამის სამსახურს ძაღლების წაყვანის საშუალება ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა არ მისცეს. რის შემდეგაც ბაღის პედკოლექტივი უპატრონო ცხოველების ქომაგებს მათი მოწავმვლით დაემუქრნენ. ხოლო რამდენიმე დღეში ლეკვები დახოცილი იპოვეს.

მოკლული ორი ლეკვი იქ მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა ნახა. ბაგა-ბაღის ადმინისტრაცია კი ძაღლის ბუნაგის ამოქოლვას მაშინ ცდილობდა, როცა ძაღლი ლეკვთან ერთად შიგ იმყოფებოდა. ამოქოლილი ადგილი ადგილობრივმა ნანა ხანანაშვილმა გაათავისუფლა. ადგილობრივების თქმით, ხანანაშვილს ბაღის პედკოლექტივი ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა.

"ნანა ხანანაშვილი არის ქართველი ებრაელი, ამიტომ ბაღის აღმზრდელებმა მას და იქვე მცხოვრებ მის დეიდაშვილს, რომელიც ასევე კვებავდა ძაღლს, უწოდეს ურია, დაემუქრნენ ქვის დაშენით და ა.შ. ბაღის ადმინისტრაციის მიერ გამოძახებულმა ძაღლმჭერებმა გადარჩენილი ძაღლი და ერთი ლეკვი მაინც გადაიყვანეს თავშესაფარში," - წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ადგილობრივი. 

34-ე ბაღის ხელმძღვანელი ეკა ბეჟუაშვილი ლეკვების დახოცვის ფაქტს უარყოფს. მისი განცხადებით, ლეკვების დედამ არაერთი მშობელი თუ ბაღის თანამშრომელი დაკბინა, სწორედ ამიტომ არ უნდოდათ იქ ცხოველების გაჩერება, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივად აჭმევდა და შესაბამისად, ძაღლებმაც ბაღში დაიმკვიდრეს ადგილი.

იხილეთ ვრლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა