მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი ვერსიები ლარის გაუფასურებაზე: ვის დასჭირდა ეროვნული ვალუტის ხელოვნური დევალვაცია
ახალი ვერსიები ლარის გაუფასურებაზე: ვის დასჭირდა ეროვნული ვალუტის ხელოვნური დევალვაცია

ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის შოთა გულ­ბა­ნის გან­ცხა­დე­ბით, "არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რად მოხ­და".

გულ­ბან­მა ისა­უბ­რა იმ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე და მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კურ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე, რა­საც შე­ეძ­ლო ზე­გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ზე, ასე­ვე იმ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ვალ­დე­ბულ­ნი იყ­ვნენ, რომ კურ­სის და­სა­ჭე­რად ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, თუმ­ცა გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო ასე არ მო­იქ­ცნენ.

"პირ­ველ რიგ­ში, ის­მის კი­თხვა - რა იწ­ვევს კურ­სის ცვა­ლე­ბა­დო­ბას? მარ­ტი­ვი პა­სუ­ხი არის ის, რომ გაც­ვლი­თი კურ­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლია უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის მო­თხოვ­ნა-მი­წო­დე­ბა­ზე, ანუ სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე ლა­რი­სა და დო­ლა­რის მა­სე­ბის თა­ნა­ფარ­დო­ბა­ზე. თუ დო­ლა­რის ფასი იზ­რდე­ბა, ერ­თე­უ­ლის ფასი გა­მო­ხა­ტუ­ლი ლარ­ში მცირ­დე­ბა, ანუ დო­ლა­რი უფა­სურ­დე­ბა და პი­რი­ქით, თუ დო­ლა­რის მასა მცირ­დე­ბა, ერ­თე­უ­ლის ფასი იზ­რდე­ბა ანუ დო­ლა­რი მყარ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ გვინ­და გა­ვი­გოთ პა­სუ­ხი თუ რამ გა­ა­უ­ფა­სუ­რა ლარი, უნდა გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ ის ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ქვე­ყა­ნა­ში ლა­რი­სა და დო­ლა­რის ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბა შეც­ვა­ლა", - გა­ნა­ცხა­და შოთა გულ­ბან­მა.

მისი თქმით, პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ყო­ველ­გვა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი­სა და და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე, ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მთა­ვარ მი­ზე­ზად ბი­უ­ჯე­ტის არა­თა­ნა­ბარ ხარ­ჯვას ასა­ხე­ლე­ბენ, მაგ­რამ თუ გა­დავ­ხე­დავთ 11 თვის ბი­უ­ჯე­ტის შეს­რუ­ლე­ბას, მსგავ­სი ფაქ­ტი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, ბი­უ­ჯე­ტის როლი ამ პრო­ცეს­ში ნუ­ლის ტო­ლია. მან ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ისეთ ფაქ­ტო­რებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბი, ექ­სპორტ-იმ­პორ­ტის დი­ნა­მი­კა, დე­პო­ზი­ტე­ბის ცვლი­ლე­ბა, ტუ­რიზ­მი, მთლი­ა­ნი სა­გა­რეო ვა­ლის ნა­მე­ტი და ფის­კა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა და აღ­ნიშ­ნა, რომ მათი გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შე­დე­გად ცხა­დია, რომ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის არა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბა არ არ­სე­ბობ­და. შოთა გულ­ბა­ნის აზ­რით, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის როლი ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ში საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, ვი­ნა­ი­დან 10 წლის სტა­ტის­ტი­კა მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ რო­დე­საც მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა იყო მკაც­რი, ანუ რე­ფი­ნან­სი­რე­ბის გა­ნაკ­ვე­თი იყო მა­ღა­ლი, კურ­სი ყო­ველ­თვის იყო მყა­რი, ხოლო რო­დე­საც გა­ნაკ­ვე­თი იყო და­ბალ დო­ნე­ზე, ლარი ყო­ველ­თვის გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი იყო.

"ბოლო 2 წე­ლია, მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ნაკ­ვე­თი არის ის­ტო­რი­ულ მი­ნი­მუმ­ზე და ამის ირი­ბი შე­დე­გი არის და­სუს­ტე­ბუ­ლი ლარი. ამ შემ­თხვე­ვა­ში რჩე­ბა ორი ფაქ­ტო­რი, გლო­ბა­ლუ­რი და ხე­ლოვ­ნუ­რი. და­ვი­წყოთ პირ­ვე­ლი ფაქ­ტო­რით, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით თით­ქმის ყვე­ლა ვა­ლუ­ტა უფა­სურ­დე­ბა დო­ლა­რის მი­მართ, მა­გა­ლი­თად ბოლო ერთ წე­ლი­წად­ში ევრო გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლია - 13%-ით, ია­პო­ნუ­რი იენი 19%-ით, თურ­ქუ­ლი ლირა - 10%-ით, ფუნ­ტი - 5%-ით, არ­გენ­ტი­ნუ­ლი პესო 36%-ით, სომ­ხუ­რი დრა­მი 10%-ით და ა.შ. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ქარ­თვე­ლო ვერ იქ­ნე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სი და გლო­ბა­ლუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი ჩვენ­ზეც აი­სა­ხე­ბა. მაგ­რამ, აქ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი იკ­ვე­თე­ბა, რო­მე­ლიც აჩენს ეჭვს, რომ ხომ არ მოხ­და ლა­რის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­უ­ფა­სუ­რე­ბა? რო­დე­საც დო­ლა­რი მსოფ­ლი­ო­ში მყარ­დე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბო­და პი­რი­ქით, ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე დო­ლა­რი უფა­სურ­დე­ბო­და და ეროვ­ნულ­მა ბან­კმა შე­ის­ყი­და კი­დეც დო­ლა­რის გარ­კვე­უ­ლი მასა და ამით შე­ა­ჩე­რა ლა­რის გამ­ყა­რე­ბა. სწო­რედ ამის შემ­დგომ და­ი­წყო ლა­რის ნელ-ნელა გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, ხოლო ბოლო ერთ თვე­ში მკვეთ­რად და­ე­ცა", - გა­ნა­ცხა­და გულ­ბან­მა.

მი­სი­ვე თქმით, შე­სა­ბა­მი­სად არ­სე­ბობს ლო­გი­კუ­რი კი­თხვე­ბი, თუ რა­ტომ ჩა­ე­რია ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ლა­რის გამ­ყა­რე­ბის დროს და რა­ტომ შე­ა­ჩე­რა მისი გამ­ყა­რე­ბა, ასე­ვე რა­ტომ არ ჩა­ე­რია ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, რო­დე­საც ლარ­მა გა­უ­ფა­სუ­რე­ბა და­ი­წყო.

PHOTO: georgianjournal.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ახალი ვერსიები ლარის გაუფასურებაზე: ვის დასჭირდა ეროვნული ვალუტის ხელოვნური დევალვაცია

ახალი ვერსიები ლარის გაუფასურებაზე: ვის დასჭირდა ეროვნული ვალუტის ხელოვნური დევალვაცია

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის შოთა გულბანის განცხადებით, "არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ლარის გაუფასურება ხელოვნურად მოხდა".

გულბანმა ისაუბრა იმ გარემოებებზე და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რასაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა ლარის კურსის გაუფასურებაზე, ასევე იმ სახელმწიფო უწყებების შესახებ, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, რომ კურსის დასაჭერად ქმედითი ღონისძიებები გაეტარებინათ, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო ასე არ მოიქცნენ.

"პირველ რიგში, ისმის კითხვა - რა იწვევს კურსის ცვალებადობას? მარტივი პასუხი არის ის, რომ გაცვლითი კურსი დამოკიდებულია უცხოური ვალუტის მოთხოვნა-მიწოდებაზე, ანუ სავალუტო ბაზარზე ლარისა და დოლარის მასების თანაფარდობაზე. თუ დოლარის ფასი იზრდება, ერთეულის ფასი გამოხატული ლარში მცირდება, ანუ დოლარი უფასურდება და პირიქით, თუ დოლარის მასა მცირდება, ერთეულის ფასი იზრდება ანუ დოლარი მყარდება. აქედან გამომდინარე, თუ გვინდა გავიგოთ პასუხი თუ რამ გააუფასურა ლარი, უნდა გავაანალიზოთ ის ფაქტორები, რომლებმაც ქვეყანაში ლარისა და დოლარის ურთიერთმიმართება შეცვალა", - განაცხადა შოთა გულბანმა.

მისი თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანები, ყოველგვარი არგუმენტებისა და დასაბუთების გარეშე, ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზად ბიუჯეტის არათანაბარ ხარჯვას ასახელებენ, მაგრამ თუ გადავხედავთ 11 თვის ბიუჯეტის შესრულებას, მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, ბიუჯეტის როლი ამ პროცესში ნულის ტოლია. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა ფულადი გზავნილები, ექსპორტ-იმპორტის დინამიკა, დეპოზიტების ცვლილება, ტურიზმი, მთლიანი საგარეო ვალის ნამეტი და ფისკალური პოლიტიკა და აღნიშნა, რომ მათი გაანალიზების შედეგად ცხადია, რომ ლარის გაუფასურების არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. შოთა გულბანის აზრით, ეროვნული ბანკის როლი ლარის გაუფასურებაში საკმაოდ მაღალია, ვინაიდან 10 წლის სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ როდესაც მონეტარული პოლიტიკა იყო მკაცრი, ანუ რეფინანსირების განაკვეთი იყო მაღალი, კურსი ყოველთვის იყო მყარი, ხოლო როდესაც განაკვეთი იყო დაბალ დონეზე, ლარი ყოველთვის გაუფასურებული იყო.

"ბოლო 2 წელია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არის ისტორიულ მინიმუმზე და ამის ირიბი შედეგი არის დასუსტებული ლარი. ამ შემთხვევაში რჩება ორი ფაქტორი, გლობალური და ხელოვნური. დავიწყოთ პირველი ფაქტორით, მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა ვალუტა უფასურდება დოლარის მიმართ, მაგალითად ბოლო ერთ წელიწადში ევრო გაუფასურებულია - 13%-ით, იაპონური იენი 19%-ით, თურქული ლირა - 10%-ით, ფუნტი - 5%-ით, არგენტინული პესო 36%-ით, სომხური დრამი 10%-ით და ა.შ. ბუნებრივია, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი და გლობალური ტენდენციები ჩვენზეც აისახება. მაგრამ, აქ ერთი საინტერესო დეტალი იკვეთება, რომელიც აჩენს ეჭვს, რომ ხომ არ მოხდა ლარის ხელოვნურად გაუფასურება? როდესაც დოლარი მსოფლიოში მყარდებოდა, საქართველოში ხდებოდა პირიქით, ადგილობრივ ბაზარზე დოლარი უფასურდებოდა და ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა კიდეც დოლარის გარკვეული მასა და ამით შეაჩერა ლარის გამყარება. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო ლარის ნელ-ნელა გაუფასურება, ხოლო ბოლო ერთ თვეში მკვეთრად დაეცა", - განაცხადა გულბანმა.

მისივე თქმით, შესაბამისად არსებობს ლოგიკური კითხვები, თუ რატომ ჩაერია ეროვნული ბანკი ლარის გამყარების დროს და რატომ შეაჩერა მისი გამყარება, ასევე რატომ არ ჩაერია ეროვნული ბანკი, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო.

PHOTO: georgianjournal.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია