სოციალურ ქსელში ერეკლე დეისაძის, გუკა რჩეულიშვილის, მამა ანთიმოზის და მიშა მესხის საერთო ფოტოს გავრცელების შემდეგ მამა ანთიმოზს ბევრი აკრიტიკებდა. წერდნენ, ერეკლე დეისაძესთან, რომელიც ''საიდუმლო სირობის'' ავტორია, მამაო როგორ მეგობრობსო. მამაომ სოცილურ ქსელში ამ თემაზე კითხვაც დასვა, "ვის გინდათ, რომ ერეკლე დეისაძე ჯოჯოხეთში მოხვდეს? ხელი აწიეთ. მე არ მინდა. მაქვს უფლება, არ მინდოდეს? ერთხელ და სამუდამოდ მოვიშოროთ ქართველებმა სიძულვილის ენა, ერთმანეთის განკითხვა, ლანძღვა-გინება და სიყვარულის ენაზე გადავიდეთ. იქნებ რამე გვეშველოს. არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი)..."
აგორებული სკანდალის შემდეგ მამა ანთიმოზს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
- მამა ანთიმოზ, როდის გაიცანით ერეკლე დეისაძე?
- მიშა მესხი მეორესთან ვმეგობრობდი, მეგობრობა გავაგრძელე მის შვილთან - მსახიობ მიშა მესხთან. ერეკლე მიშას მეგობარია. მიშას სახლში გავიცანით ერთმანეთი.
- დიდი ხნის წინ?
- სამი თვის უკან.
- ერეკლე დეისაძის სკანდალური რომანი ''საიდუმლო სირობა'' გაქვთ წაკითხული?
- არა, მაგრამ გამიგია.