საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთან სიმღერა კი არა, ურთიერთობაც არავის უნდოდა" - ინდირა ჯგერნაია ცხოვრების მძიმე პერიოდზე ალაპარაკდა
"ჩემთან სიმღერა კი არა, ურთიერთობაც არავის უნდოდა" - ინდირა ჯგერნაია ცხოვრების მძიმე პერიოდზე ალაპარაკდა

"ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნა­ზე ინ­დი­რა ჯგერ­ნა­ი­ას გა­მო­ჩე­ნამ ჟი­უ­რის წევ­რე­ბი­სა და მა­ყუ­რებ­ლის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. მომ­ღერ­ლის შე­ფა­სე­ბი­სას ნიკა გვა­რა­მი­ამ სა­ქე­ბა­რი სი­ტყვე­ბი არ და­ი­შუ­რა, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ინ­დი­რას ცოტა გა­უბ­რაზ­და კი­დეც, პრო­ექ­ტი­დან პრო­ექ­ტამ­დე ნუ ცხოვ­რობ, ჩა­წე­რე სიმ­ღე­რა, მო­ი­ტა­ნე ჩემს გა­და­ცე­მა­ში, მაია ასა­თი­ან­თან მი­ი­ტა­ნე და ამოქ­მედ­დიო.

- მარ­თლაც პრო­ექ­ტი­დან პრო­ექ­ტამ­დე ვცხოვ­რობ­დი, ჯერ იყო "ჯე­ოს­ტა­რი", მერე - "ახა­ლი ხმა" და ახლა - "ნი­ჭი­ე­რი". და­ნარ­ჩე­ნი დრო ვი­კარ­გე­ბო­დი, ჩემს სტი­ქი­ა­ში ვი­ყა­ვი.

- რო­გო­რია შენი სტი­ქია?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, დატ­ვირ­თუ­ლი, სულ ვმუ­შა­ობ­დი. შრო­მის­მოყ­ვა­რე ვარ, ვა­მე­ცა­დი­ნებ­დი ბავ­შვებს, ვმღე­რო­დი რეს­ტო­რან­ში, სა­დაც დღემ­დე ვმღე­რი. დეპ­რე­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი არ ვარ, თუმ­ცა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი დღე­ე­ბიც იყო. "ახა­ლი ხმის" შემ­დეგ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი. ამ გა­და­სა­ხე­დი­დან მი­ვიჩ­ნევ, რომ მენ­ტო­რი არას­წო­რად ავირ­ჩიე, მან პრო­ექ­ტი­დან უსა­მარ­თლოდ გა­მო­მიშ­ვა, ბევ­რი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვა დამ­რჩა და დღემ­დე არ მაქვს პა­სუ­ხი ამ კი­თხვებ­ზე.

- ნინო ჩხე­ი­ძეს გუ­ლის­ხმობ? რას ითხოვ­დი მის­გან, რა არ გა­ა­კე­თა შენ­თვის?

- არა­ფე­რი არ გა­ა­კე­თა. თით­ქოს უხა­რო­და, მის გუნდში რომ ვი­ყა­ვი და სა­პი­რის­პი­როს აკე­თებ­და. სხვას უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და. ჩემ­თან სიმ­ღე­რა არა­ვის უნ­დო­და, სიმ­ღე­რა კი არა, ურ­თი­ერ­თო­ბა არ უნ­დო­დათ და მაგ­რად "მი­ტყდე­ბო­და".

- რა­ტომ არ უნ­დო­დათ შენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა?

- პირ­და­პი­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცას ეს ჩემი პირ­და­პი­რო­ბა არ მო­ე­წო­ნა. ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებ­და თბი­ლი­სუ­რი შო­უ­ბიზ­ნე­სის ჭო­რე­ბის მოს­მე­ნა რე­პე­ტი­ცი­ა­ზე, მე იქ სა­მე­ცა­დი­ნოდ მივ­დი­ო­დი და არა სა­ჭო­რა­ოდ. ბო­ლოს ნი­ნოს­თან აღარ მივ­დი­ო­დი, რუსა მორ­ჩი­ლა­ძე მა­მე­ცა­დი­ნებ­და. ეს ალ­ბათ ვი­ღა­ცას არ ესი­ა­მოვ­ნა და მო­მის­რო­ლეს.

- პი­რა­დად პრე­ტენ­ზია გით­ქვამს ნი­ნოს­თვის?

- არა, რა სა­ჭი­რო იყო, ნა­თე­ლი იყო ყვე­ლა­ფე­რი. რე­პერ­ტუ­არს რომ ვი­წუ­ნებ­დი, არც ამას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

- მას მერე ერ­თმა­ნეთს არ შეხ­ვედ­რი­ხართ?

- რომ გა­მოვ­ვარ­დი, ამა­ვე პრო­ექ­ტში სტე­ფა­ნემ და მა­ი­ამ ერთ-ერთი ნომ­რის­თვის გვამ­ღე­რა. მა­შინ, მახ­სოვს, მთე­ლი სიმ­ღე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთხელ არ შე­მო­უ­ხე­დავს ჩემ­თვის. არ ვიცი, ალ­ბათ ის ეწყი­ნა, რომ გა­მო­ვარ­დნის დღეს ყვე­ლას და­ვემ­შვი­დო­ბე, ნი­ნოს გარ­და. ბუ­ნებ­რი­ვი იყო, ნა­წყე­ნი ვი­ყა­ვი. ნინო ამ­ბობ­და, ჯვარს მაც­ვეს ინ­დი­რას გაშ­ვე­ბის­თვი­სო. ასე თუ გა­ნიც­დი­და ამ ამ­ბავს, ერთი სი­ტყვით მა­ინც მომ­წერ­და პა­სუხს, "ფე­ის­ბუქ­ზე" იმ­ხე­ლა წე­რი­ლი რომ მივ­წე­რე და ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბას ვთხოვ­დი. ჩა­ვი­კე­ტე, სა­ში­ნე­ლი დეპ­რე­სია და­მე­მარ­თა.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

რუბრიკის სხვა სიახლეები

"ჩემთან სიმღერა კი არა, ურთიერთობაც არავის უნდოდა" - ინდირა ჯგერნაია ცხოვრების მძიმე პერიოდზე ალაპარაკდა

"ჩემთან სიმღერა კი არა, ურთიერთობაც არავის უნდოდა" - ინდირა ჯგერნაია ცხოვრების მძიმე პერიოდზე ალაპარაკდა

''ნიჭიერის'' სცენაზე ინდირა ჯგერნაიას გამოჩენამ ჟიურის წევრებისა და მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია. მომღერლის შეფასებისას ნიკა გვარამიამ საქებარი სიტყვები არ დაიშურა, ნანუკა ჟორჟოლიანი ინდირას ცოტა გაუბრაზდა კიდეც, პროექტიდან პროექტამდე ნუ ცხოვრობ, ჩაწერე სიმღერა, მოიტანე ჩემს გადაცემაში, მაია ასათიანთან მიიტანე და ამოქმედდიო.

- მართლაც პროექტიდან პროექტამდე ვცხოვრობდი, ჯერ იყო ''ჯეოსტარი'', მერე - ''ახალი ხმა'' და ახლა - ''ნიჭიერი''. დანარჩენი დრო ვიკარგებოდი, ჩემს სტიქიაში ვიყავი.

- როგორია შენი სტიქია?

- ჩვეულებრივი, დატვირთული, სულ ვმუშაობდი. შრომისმოყვარე ვარ, ვამეცადინებდი ბავშვებს, ვმღეროდი რესტორანში, სადაც დღემდე ვმღერი. დეპრესიული ადამიანი არ ვარ, თუმცა ჩემს ცხოვრებაში ასეთი დღეებიც იყო. ''ახალი ხმის'' შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ცუდად ვიყავი. ამ გადასახედიდან მივიჩნევ, რომ მენტორი არასწორად ავირჩიე, მან პროექტიდან უსამართლოდ გამომიშვა, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დამრჩა და დღემდე არ მაქვს პასუხი ამ კითხვებზე.

- ნინო ჩხეიძეს გულისხმობ? რას ითხოვდი მისგან, რა არ გააკეთა შენთვის?

- არაფერი არ გააკეთა. თითქოს უხაროდა, მის გუნდში რომ ვიყავი და საპირისპიროს აკეთებდა. სხვას უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა. ჩემთან სიმღერა არავის უნდოდა, სიმღერა კი არა, ურთიერთობა არ უნდოდათ და მაგრად ''მიტყდებოდა''.

- რატომ არ უნდოდათ შენთან ურთიერთობა?

- პირდაპირი ადამიანი ვარ და შეიძლება, ვიღაცას ეს ჩემი პირდაპირობა არ მოეწონა. ნაკლებად მაინტერესებდა თბილისური შოუბიზნესის ჭორების მოსმენა რეპეტიციაზე, მე იქ სამეცადინოდ მივდიოდი და არა საჭორაოდ. ბოლოს ნინოსთან აღარ მივდიოდი, რუსა მორჩილაძე მამეცადინებდა. ეს ალბათ ვიღაცას არ ესიამოვნა და მომისროლეს.

- პირადად პრეტენზია გითქვამს ნინოსთვის?

- არა, რა საჭირო იყო, ნათელი იყო ყველაფერი. რეპერტუარს რომ ვიწუნებდი, არც ამას ითვალისწინებდა.

- მას მერე ერთმანეთს არ შეხვედრიხართ?

- რომ გამოვვარდი, ამავე პროექტში სტეფანემ და მაიამ ერთ-ერთი ნომრისთვის გვამღერა. მაშინ, მახსოვს, მთელი სიმღერის განმავლობაში ერთხელ არ შემოუხედავს ჩემთვის. არ ვიცი, ალბათ ის ეწყინა, რომ გამოვარდნის დღეს ყველას დავემშვიდობე, ნინოს გარდა. ბუნებრივი იყო, ნაწყენი ვიყავი. ნინო ამბობდა, ჯვარს მაცვეს ინდირას გაშვებისთვისო. ასე თუ განიცდიდა ამ ამბავს, ერთი სიტყვით მაინც მომწერდა პასუხს, ''ფეისბუქზე'' იმხელა წერილი რომ მივწერე და ახსნა-განმარტებას ვთხოვდი. ჩავიკეტე, საშინელი დეპრესია დამემართა.

იხილეთ სტატია სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება