თბილისელებს ჯერ კიდევ არ დავიწყებიათ ის ეიფორია, რომელიც სექტემბრის მიწურულს საერთაშორისო კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენმა" გამოიწვია. საბურთალოზე, ბუდაპეშტის ქუჩაზე, ახალი, ევროსტანდარტის, მაღასართულიანი, საცხოვრებელი კომპლექსის "მწვანე ბუდაპეშტის" მშენებლობის დაწყება დიდი პომპეზურობით გვამცნეს და უმოკლეს დროში ბინების რეკორდული რაოდენობაც გაყიდეს. კომპანიის წარმატებას განაპირობებს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხის კომპლექსის მშენებლობა, სრულად გარემონტებული ბინების ჩაბარების სტრატეგია, სპეციალურად მოწყობილი შოურუმი, ანუ სანიმუშო ბინა, ზუსტად ისეთი, როგორსაც საბოლოოდ მიიღებს მომხმარებელი, ასევე ევროპული სტილის გაყიდვების ოფისი, დაუვიწყარი პრეზენტაცია და ზედმიწევნით სწორად დაგეგმილი მარკეტინგული, სარეკლამო და პიარ კამპანია. სწორედ ამ კამპანიის ნაწილია ის ინოვაციური შემოთავაზებაც, რომელსაც "მაქრო ქონსთრაქშენი"საახალწლოდ გვთავაზობს.
"მწვანე ბუდაპეშტში" ბინის შეძენის მსურველებს საშუალება გეძლევათ თავად შეადგინოთ გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი. არ გაქვთ პირველადი შენატანის ვალდებულება და შეგიძლიათ ღირებულების 50 ან მეტი პროცენტი გადაანაწილოთ 21 თვეზე თქვენი სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით. დარჩენილ თანხას კი დაფარავთ ბინის ჩაბარების შემდეგ. მთავარია, ეს ბოლო შესატანი თანხა არ აღემატებოდეს სრული ღირებულების 50 პროცენტს.
ასეთი უნიკალური აქციით "მაქრო ქონსთრაქშენი" გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს.
R