სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვალ შესაძლოა, თბილისის აეროპორტის პარალიზება მოხდეს
ხვალ შესაძლოა, თბილისის აეროპორტის პარალიზება მოხდეს

კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­ზი" ხვალ სა­ღა­მოს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის სრუ­ლი პა­რა­ლი­ზე­ბით იმუქ­რე­ბა. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, იასე ზა­უ­ტაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, თუ მათი მო­თხოვ­ნე­ბი არ იქ­ნე­ბა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი, ისი­ნი ხვალ სა­ღა­მოს აე­რო­პორ­ტის პა­რა­ლი­ზე­ბას მო­ახ­დე­ნენ.

კომ­პა­ნი­ის გა­ფი­ცუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამ წუ­თებ­ში თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის შე­სას­ვლელ­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ. ისი­ნი შვი­დი მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ითხო­ვენ. ეს მო­თხოვ­ნე­ბია: სას­წრა­ფოდ გა­უქ­მდეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გაგ­ზავ­ნი­ლი 8 ივ­ლი­სის ნოტა, რომ­ლი­თაც რუ­სე­თის ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს მი­ე­ნი­ჭათ შე­უ­ზღუ­და­ვი უფ­ლე­ბა თბი­ლი­სი-მოს­კო­ვი-თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნებ­ზე; რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა აღ­დგეს იმ პი­რო­ბე­ბით, რაც იყო ფრე­ნე­ბის შე­წყვე­ტამ­დე 2006 წლის ნო­ემ­ბრამ­დე; რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჩა­ტარ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და გა­ნი­ხი­ლონ მო­მა­ვა­ლი წლის ზა­ფხუ­ლის პე­რი­ო­დის ფრე­ნე­ბის გან­რი­გი და რუ­სე­თის სხვა ქა­ლა­ქებ­ში ფრე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა; და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს­გან გა­მო­ყო­ფის შე­სა­ხებ და ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს და­მო­უ­კი­დე­ბელ უწყე­ბად, რო­გორც ეს მი­ღე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, რად­გან ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო გახ­და თავ­კომ­ბა­ლა და ის რე­ა­ლუ­რად ვერ ახ­დენს იმ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, რო­მე­ლიც სა­ა­ვი­ა­ციო კომ­პა­ნი­ებს აქვთ; სა­ა­გენ­ტო­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იქ­ნეს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბი; სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო და­კომ­პლექტდეს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბით; შე­იც­ვა­ლოს ის ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბი, რაც მი­ღე­ბუ­ლი იქნა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ქარ­თუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს; სას­წრა­ფოდ აღუდ­გეს ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­იზს" ფლაგ­მა­ნის სტა­ტუ­სი, რო­მე­ლიც უსა­ფუძ­ვლოდ გა­ა­უქ­მა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ.

რო­გორც ზა­უ­ტაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, აე­რო­პორ­ტი არის თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლო­ბა­ში, სა­ჰა­ე­რო ცა გა­და­დის რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­ში და რე­ა­ლუ­რად ქარ­თულ სა­ა­ვი­ა­ციო კომ­პა­ნი­ებს არა­ვი­თა­რი ად­გი­ლი აღარ რჩე­ბათ ქარ­თულ სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში.

"ჩვენ აღა­რა­ნა­ი­რი ად­გი­ლი აღარ გვრჩე­ბა, აე­რო­პორ­ტი არის თურ­ქულ მფლო­ბე­ლო­ბა­ში, ცა გა­და­დის რუ­სულ მფლო­ბე­ლო­ბა­ში და ჩვე­ნი ად­გი­ლი, ასე გა­მო­დის, რომ რე­ა­ლუ­რად აღარ არის. შე­სას­ვლელ-გა­მო­სას­ვლე­ლებ­ზეც კი პრობ­ლე­მებს გვიქ­მნი­ან", - გა­ნა­ცხა­და ზა­უ­ტაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დღეს ისი­ნი მარ­თა­ვენ გა­მაფრ­თხი­ლე­ბენ აქ­ცი­ას, ხვალ კი აქ­ცი­ებს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან გა­აგ­რძე­ლე­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ხვალ შესაძლოა, თბილისის აეროპორტის პარალიზება მოხდეს

ხვალ შესაძლოა, თბილისის აეროპორტის პარალიზება მოხდეს

კომპანია "ჯორჯიან ეარვეიზი" ხვალ საღამოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სრული პარალიზებით იმუქრება. როგორც ჟურნალისტებს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, იასე ზაუტაშვილმა განუცხადა, თუ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, ისინი ხვალ საღამოს აეროპორტის პარალიზებას მოახდენენ.

კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ამ წუთებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი შვიდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ეს მოთხოვნებია: სასწრაფოდ გაუქმდეს რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილი 8 ივლისის ნოტა, რომლითაც რუსეთის ავიაკომპანიებს მიენიჭათ შეუზღუდავი უფლება თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებზე; რუსეთის ფედერაციასთან საჰაერო მიმოსვლა აღდგეს იმ პირობებით, რაც იყო ფრენების შეწყვეტამდე 2006 წლის ნოემბრამდე; რუსეთთან მოლაპარაკებები ჩატარდეს საქართველოში და განიხილონ მომავალი წლის ზაფხულის პერიოდის ფრენების განრიგი და რუსეთის სხვა ქალაქებში ფრენების შესაძლებლობა; დაუყოვნებლივ მიღებული იქნას გადაწყვეტილება ავიაციის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსგან გამოყოფის შესახებ და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ უწყებად, როგორც ეს მიღებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, რადგან ეკონომიკის სამინისტრო გახდა თავკომბალა და ის რეალურად ვერ ახდენს იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც საავიაციო კომპანიებს აქვთ; სააგენტოდან გათავისუფლებული იქნეს წინა ხელისუფლების მიერ დანიშნული კადრები; სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დაკომპლექტდეს კვალიფიციური კადრებით; შეიცვალოს ის ნორმატიული აქტები, რაც მიღებული იქნა წინა ხელისუფლების მიერ და ეწინააღმდეგება ქართული ავიაკომპანიების ინტერესებს; სასწრაფოდ აღუდგეს ჯორჯიან ეარვეიზს" ფლაგმანის სტატუსი, რომელიც უსაფუძვლოდ გააუქმა წინა ხელისუფლებამ.

როგორც ზაუტაშვილმა განაცხადა, აეროპორტი არის თურქული კომპანიის მფლობელობაში, საჰაერო ცა გადადის რუსული კომპანიების მფლობელობაში და რეალურად ქართულ საავიაციო კომპანიებს არავითარი ადგილი აღარ რჩებათ ქართულ საჰაერო სივრცეში.

"ჩვენ აღარანაირი ადგილი აღარ გვრჩება, აეროპორტი არის თურქულ მფლობელობაში, ცა გადადის რუსულ მფლობელობაში და ჩვენი ადგილი, ასე გამოდის, რომ რეალურად აღარ არის. შესასვლელ-გამოსასვლელებზეც კი პრობლემებს გვიქმნიან", - განაცხადა ზაუტაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ისინი მართავენ გამაფრთხილებენ აქციას, ხვალ კი აქციებს მთავრობის ადმინისტრაციასთან გააგრძელებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია