გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი თანამდებობიდან გადადგა. არსებული ინფორმაციით, ის საქმიანობას კრიზისების მართვის ცენტრში განაგრძობს.
ზედელაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად ამ დრომდე არ დადასტურებულა. "ინტერპრესნიუსი" აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.